თვალი ჭამს და თვალი სვამს
თვალი დადის ქალებში
ქალებს თავზე არ ისვამს
თვალს უყურებს თვალებში
თვალი ჭამს და თვალი სვამს
მხედველობა აკლია
მინუსები არააქვს
პლიუსი რა ნაკლია?
თვალი ჭამს და თვალი სვამს
თვალმა ბევრი დალია
მთვრალმა მთვრალებს ეჩხუბა
განა მისი ბრალია
თვალს კიდია წიგნები
თვალი ფურცლებს კუჭავს
სარკეს თუ დაანახებ
თვალი თვალებს ხუჭავს
თვალი ჭამს და თვალი სვამს
თვალი დადის ქალებში
ქალებს თავზე არ ისვამს
თვალს უყურებს თვალებში
გამახალისა!.. გაიხარე.. :))
ReplyDeleteამოსკდი? :)))))))))))))
ReplyDelete(არ მოგერიდოს, შენ გვერდით გვიგულე)
welcome back :)
ReplyDeleteგავმხიარულდი:))
ReplyDeleteმაგრამ ფაქტია – ჭეშმარიტებაა...