ჩვენ ვაძლევთ ერთმანეთს,
მოგვყავს ცოლები,
ვთხოვდებით.
საღამოობით ერთმანეთს ვღალატობთ...
ხანდახან.
პარასკევ საღამოს, ძვირიან ბარებში,
ვგროვდებით.
წვეთებად, ყლუპებად, ჭიქებად ვბერდებით...
თანდათან.
აღარ აღგვაგზნებს მობეზრებული პოზები.
ტუჭებით, კბილებით, ენებით შეხება...
თავნება.
ჩანგლებით, ლუკმებით, ყანწებით...
სუფრის კოვზებით,
ნელნელა, დროდადრო, გზადაგზა
მაინც მთავრდება.
ჩვენ ვართმევთ ერთმანეთს ხელს,
ვესალმებით,
ვსაუბრობთ.
ვაძლევთ უბრალოდ,
მოგვყავს ცოლები,
ვთხოვდებით.
ვესვრით, ვაფურთხებთ,
გვიყვარს და ვიცავთ ერთმანეთს
დაღლილები კი
ძვირიან ბარებში ვგროვდებით.
დასახვეწია არ გიგრძვნია ის რაზეც წერ. როცა წერ ვაძლევთ ერთმანეთს ან ვაძლევთ უბრალოთ, რას გულისხმობ?? რის მიცემას? :DDD თუ იმას, რასაც ''მიცემა'' ქვია, მაშინ დეტალურად შეისწავლე, რა შემთხვევაში შეიძლება ''მისცეს'' ქალმა უბრალოთ :))) ( კაცმა გასაგებია :DD)
ReplyDeleteძალიან უნდა, ინტერესი აქვს, სასოწარკვეთა, თავისთავს რომ გაექცეს, თუ ... ჩაუღრმავდი, და ისე წერე რომ გულს მოხვდეს, გ-კითხულობენ :)
"წვეთებად, ყლუპებად, ჭიქებად ვბერდებით...
ReplyDeleteთანდათან."
წავიკითხე, მომწონა, გადავედი სხვაზე... (რათ უნდა ამხელა რეცენზია/კრიტიკა/ჩაღრმავება/დაშლა მარტივ მამრავლებად :):)
ReplyDeleteვა ეს რაღაც ახალი სტილია ამ ბლოგზე, მომეწონა <3
ReplyDeleteნუ, დახვეწა ყოველთვის შეიძლება :)
ReplyDeleteგანსაკუთრებული დრამატულად საგრძნობი რა იყო, ჩვეულებრივი ქრონოლოგიაა აღწერილი :)
nice nice ^_^
ReplyDeletedrouli iyo :D