Wednesday, April 13, 2011

მღერის და ხუმრობს... ქვეცნობიერი

ჩვეულებრივი დღეა. არაფერი განსაკუთრებული. შევამოწმე ყველა მეილი, ყველა ექაუნთი, ყველა კომენტარი. გადავავლე თვალი ინტერნეტს (აქა მშვიდობა) და მუშაობა დავიწყე.

მოულოდნელად ამეკვიატა ერთი მელოდია. მელოდია რომელიც საერთოდ არ მახსოვს. საინტერესოა არა _ როგორო შეიძლება აგეკვიატოს მელოდია რომელიც არ გახსოვს?

შეგრძნება ისეთი იყო, აი სადღც სიღმეში, თითქმის შეუმჩნევლად რომ გტკივა კბილი. გტკივა სულ ოდნავ, მაგრამ ნელნელა, წვეთწვეთ, გაგიჟებს. გღრნის.

აი სწორედ ასე, რაღაც ყრუდ მაწუხებდა. ვგრძნობ რომ რაღაცის მოსმენა მინდა, მაგრამ ვერაფრით ვხვდები რისი. ზემფირადან დაწყებული, იხშნელებით დასრულებული ყველაფერი მოვსინჯე _ არაფერი მშველის.

ისევ სამუშაო და უცებ დამარტყა _ ოდესღაც, (ძალიან დიდი ხნის წინ) ჩემი საფრენდეთიდან ვიღაცამ დადო ლინკი და თქვა რომ ეს ჯგუფი მისთვის აღმოჩენაა. მახოსვს იყო 2 გოგო და სიმღერაში დენდენდურივით გათვლის ჩანართები ქონდათ. მელოდია საერთოდ არ გამხსენებია _ გამახსენდა მხოლოდ შეგრძნება (და ბოლომდე არა). უცებ ისე მომინდა ამ მუსიკის მოსმენა, "ვით დაჭრილ ირმების გუნდს წყარო ანკარა" ან უფრო მეტად.

მაგრამ სამწუხაროდ, ჯერჯერობით ვერც იუთუბი და ვერც გუგლი ჩემი შეგრძნებებით და ფრაგმენტებით მოგონებებიდან ვერაფერს სერჩავს (ისე, მაგის დროც მოვა). არც ისე გამოდის რომ მოვუყვე ეს ყველაფერი და სავარაუდო ლინკები მაინც შემომთავაზოს. ისევ მეგობრებს მივმართე.

მოვუყევი რაც შემეძლო, როგორც შემეძლო. სავარაუდოდ ვისგანაც მახსოვდა ეს ლინკი, ყველას მივწერე - ისევ უშედეგოდ.

ბოლოს არც მეტი და არც ნაკლები ფეისბუქზე გამოვაჭენე სტატუსად _ იქნება და ვინმე მადლიანმა მიშველოს მეთქი. და მართლაც _ კატიას შემოთავაზებული ლინკებიდან ერთ-ერთი ვიცანი _ ჩემი გოგოები, რომლებიც ჩინურ, იაფფასიან ელექტრო სათამაშოებით აფორმებდნენ კომპოზიციებს.

როგორც კარგ მოშიებულზე საჭმელს, ისე მივასკდი იუთუბს. ვუსმინე, ვუსმინე და აი ღორივით რომ გასკდები და  ძალიან გვიან რომ ხვდები რომ ზედმეტი მოგივიდა, ხვნეშახვნეშით რომ წახვალ წამოსაწოლად და მუცლის მოსაფხანაd _ ისე მომივიდა. ამასობაში "ნამდვილმა" შიმშილის გრძნობამაც შემაწუხა და ჩემი მორიგი კულინარიული შედევრის _ "კინგერში მჯდარი დედალი, შავი ღვინითა და წითელი წიწაკით" მომზადება დავიწყე და უცებ დამარტყა...

დილით საკუთარ ბლოგზე შესულს ერთი კომენტარი დამხვდა, ბლოგერისგან (რომელსაც არ ვიცნობ) სახელად (ან მეტსახელად) ibzzz.

მის ბლოგს თვალი გადავავლე და ერთ-ერთ გვერდზე თავმოყრიოლი ქონდა მუსიკები რომლებსაც ის უსმენს.

რამდენიმე მათგანთგან მოვუსმინე და სხვათაშორი ერთ-ერთი არ მომეწონა (აი, რაღაც ვერ მოიტანა).

შუა, ქათმის შეწვის პროცესში კი უცებ დამარტყა თავში და მივხვდი "რა ჭირი მეტაკა" დღეს: რატომ მომინდა ასე, ოდესღაც მოსმენილი ჯგუფის მოსმენა. საქმე იმაში გახლავთ, რომ სიმღრა რომელიც ჩემთვის უცნობი ბლოგერის გვერდზე აღმოვაჩინე, და სიმღერა რომელიც წლების წინ მოვისმინე, ერთსა და იმავე ჯგუფს ეკუთვნის. ტაფით ხელში გამახსენდა რომ დიდი ხნის წინ დაკარგული ჯგუფის მოსმენისას, იუთუბის შემოთავაზებული ერთ-ერთი ვიდეოს სტოპ-კადრი, დღეს დილით ვანხე ibzzz-ის ბლოგზე.




ამ ყველაფერზე პოსტს ნამდვილად არ დავწერდი, მაგრამ საინტერესოა როგორ ახსოვდა ეს ყველაფერი ქვეცნობიერს. როგორ ამოიცნო კლიპში, გრიმით წვერ-ულვაშიან კაცად გარდაქმნილ პერსონაჟში, მუცელმოშიშვლებული გოგო, რომელსაც ოდესღაც მოვუსმინე. ან როგორ ამომიტივტივდა ეს ყველაფერი მოულოდნელად, ქათმის შეწვის პროცესში.

მე დღეს პრაქტიკაში დავრწმუნდი თუ რა ძლიერი მექანიზმი გააჩნია ქვეცნობიერს. ცნობიერისგან განსხვავებით, რა ოპერატიულად შეუძლია "არქივში" ქექვა, მსგავსებების აღმოჩენა, გახსენება "სად ყავს ნანახი" და სხვა.

ალბათ რამდენჯერ გვინდება ასე უზომოდ რაღაც, ვდგებით კარგ ან ცუდ განწყობაზე, გვაწუხებს და გვაშფოთებს რაღაც მაგრამ წარმოდგენა არ გვაქვს რატომ.

მოკლედ, ფაქტია რომ ქვეცნობიერი ჩვენი ცხოვრების ძალიან დიდ ნაწილს წარმართავს და ხშირად გვეხუმრება კიდეც, მაგრამ რაც არ უნდა მაგრი იყოს ფაქტია _ იუმორი ნამდვილად არ უვარგა.

16 comments:

  1. ჰმ, უყურე შენ :D
    მაგრამ , მე რას ვერ მივხვდი იცი? მოუსმინე მაგ კლიპს? და უბრალოდ მოგინდა იმათი მოძებნა, ის რომ, ვერც იცანი?

    მე , მოსმენის შემთხვევაში, ვიცნობდი აუცილებლად, იმდენად მაქვს მაგათი ხმები ქვე კი არადა, ცნობიერში გამჯდარი :) მაგრამ თუ ვერ იცანი და ისე გაგახსენა, მაშინ მართლა ქვეცნობიერის ამბავია: )

    ReplyDelete
  2. ქვეცნობიერი - ძაან არ შეყვე, ნიცშემ ბოლოს გაცნობიერებულად თავი მოიკლა.
    აგარ მახსოვს, პითაგორას თუ თუ ვის, ჰქონდა თეორია: ყოველ საღამოს, ძილის წინ უნდა გაიხსენო მთელი დღის ამბები დეტალურად , რაღაც პერიოდის მერე, წინა დღეებიც და ამ ვარჯიშჲთ, ქვეცნობიერი გაგახსენებს არათუ ძალიან ადრე მომხდარ ამბებს და ფაქტებს, რომელიც დაგავიწყდა , არამედ წინა ცხოვრებაში ვინ იყავი :P
    PS შევნიშნე, მოგწონს სიტყვა არასისტემატიზირებული, მსგავსად სისტემატიზირებული სტატია ჯერ არ დაგიწერია, ყოჩაღ !!!

    ReplyDelete
  3. lasha me oto var stefanishvili da shemotavazeba maqvs sheni blogi radio gipas etershi gashuqdes, mokled sainteresod cer5 rasac gakvirdebi da minda rom shemogviertde. radio gipas axali produceri var da orshabatidan vicyeb axali gadacemebis gashvebas. ramdenime ukve gaketeb uli maqvs da orshabatidan gavushveb. tu survili gaqvs rom shemogviertde damikavshirdi 898 931 981 es chemi nomeria. xelfasze da sxva pirobebze ufro detalurad piradad vilaparakot. damikavshirdi aucileblad tu ra tqma unda survili gaqvs da ginda rom radioshi sheni sakutari gadacema gqondes

    ReplyDelete
  4. sruli seriozulobit geubnebi. tu gainteresebs chemi shemotavazeba damikavshirdi an sheni nomeri momeci. gasartobi tipis saintereso gadacema shegizlia gaaketo. igive filmebis kritikas rac sheexeba da sxva bevri ram rac shens blogs axasiatebs tu gainteresebs 898 931 981 damikavshirdi oto stefanishvili

    ReplyDelete
  5. ვისთვის როგორ :))

    ისე შენს ქევცნობიერში სასურველია ჩატოვო კიდევ 1 მომღერალი, თუ არ მიწყენ გირჩევ:
    http://www.youtube.com/watch?v=2BSnQ3VdsLk

    ReplyDelete
  6. lasha gamagebine ra ras gadacyvet? blogi radioshi jer aravis aqvs xoda me minda radio blogi gaaketo . yovelgvari xumrobis gareshe gainteresebs tu ara xom shegizlia dacero. oto stefanishvili

    ReplyDelete
  7. fb ze ar mosula sheni mocerili tavidan gamoushvi. me produceri var programebis

    ReplyDelete
  8. lasha sheni acerebio samcuxarod ar modis chemtan ase rom damireke an nomeri damimesije 898 931 981 da me tviton dagirekav.

    ReplyDelete
  9. მეც მახსოვს ეგ, და დავაკომენტებდი კიდეც, აუცილებლად, მაგრამ აი ვინ დადო - ახლაც ვერ ვხვდები :D

    ReplyDelete
  10. უი, არ დამიჯერებ, მაგრამ - ”ოდესღაც, (ძალიან დიდი ხნის წინ) ჩემი საფრენდეთიდან ვიღაცამ დადო ლინკი და თქვა რომ ეს ჯგუფი მისი აღმოჩენაა. მახოსვს იყო 2 გოგო და სიმღერაში დენდენდურივით გათვლის ჩანართები ქონდათ” - რომ წავიკითხე, უცებ მივხვდი კოკო როზიზე იყო საუბარი :)) ვისი აღმოჩენა არისო? მდაააა

    ReplyDelete
  11. რა საინტერესოა :))) (დიალოგი)

    ReplyDelete
  12. აჰა, აი, ახლა წავიკითხე პოსტი ბოლომდე.. რომელი კომპოზიცია არ მოგეწონა? :) ჯასთ დამაინტერესა. მე სოფო მქვია.
    ქვეცნობიერი მართლა საოცარი რამეა, ისე. ბევრ საჭირო რამეს ვერ ვიმახსოვრებ, სამაგიეროდ ოდესღაც, სადღაც ცხვირთან მოცაცუნე სურნელებს არ ივიწყებს, მილიონიდან გამოარჩევს და მაშინვე ორასი წლის წინანდელ ამბებს გჩრის მთელი სიცხადით.. ან რაღაც ამდაგვარ-იმდაგვარები...

    ReplyDelete
  13. აამ. ხოო, თუ ეგრეა, მეც ჩემთვის აღმოვაჩინე და მე ხო არ ვიყავი ის, ვინც დადო ეს ლინკი...? :))))

    ReplyDelete
  14. შავ ფონზე, მწვანე ავატარი გქონდა ოდესმე? მაშინ შენ იყავი :)))

    ReplyDelete
  15. შავ ფონზე მწვანე ავატარი? ავატარებს იმდენად ხშირად ვცვლი.. გამიჭირდება ამ ”ნამიოკით” რაიმეს გახსენება. თან, არა მგონია ხმამაღლა გამომეცხადებინა - ეს ჯგუფი ჩემით აღმოვაჩინე-მეთქი, თუმცა გულში ვიფიქრე რაღაც ამდაგვარი.. :)
    ინდიელებზე არ ვიცოდი...............

    ReplyDelete
  16. საინტერესო იყო, გულაუხდელადაც... : ))

    ReplyDelete