Thursday, April 7, 2011

ლაიკი ჩქარა!

გაწითლდა, კუთხეში აინთო,ანათებს
ლაიკი ჩქარა!
ვოლს ახალი ლინკი ისე მოსწყურდა,
ვით შეყვარებულ წყვილს ღამით მანქანა
ლაიკი ჩქარა!
დიდება ხალხისთვის წამებულ ბლოგერებს
ვინც პოსტი დაწერა, ლინკები დაყარა.
მათ ბლოგებს სამშობლო სანთლებად აინთებს
ლაიკი ჩქარა!
დიდება ვინც ბლოგის ლინკს დააშეარებს
ვინც სამ "კის" მიიღებს და არცერთ "არას"
გათენდა! დაპოსტეთ, დაპოსტეთ, დაპოსტეთ!
ლაიკი, ლაიკი... ლაიკი ჩქარა!


და იმდენად გავხალისდი უცებ წარმოვიდგინე სხვა ლექსებს როგორ გადმოვაფეისბუქ-წერტილ-კომებდი :)

***
ჰეი თქვენ ფეისბუქელნო გაუმაძღარნო ვოლითა
თქვენს პროფილებთან მოსვლა და ლინკის დადება მომინდა

***
კაცის ვოლი ისეთია
ვით მორევი შავი ზღვისა
რაგინდ კარგი ლინკი ჰქონდეს
მაინც ალაიკებს სხვისას

***
ცხრა ლაიკი რომ დამისვათ, ცხრაჯერ ლინკზე, მტრის ჯინაზე სტატუსს მაინც არ შევიცვლი!

***
მოდი დამთაგე ათას წლის მერე...

***
უფეისბუქოთ მზე არ სუფევს ცის კამარაზე


***
მე დავლაიკდი ვიღაცის გვერდზე
კედელზე დაყრილ სტატუსებიდან

5 comments:

  1. ვაჰ, ღმერთო, ღმერთო,
    სულ feed-ი, feed-ი,
    როსღა გვეღირსოს დალაიქება...
    :)))

    ReplyDelete
  2. ***
    "მოდი დამთაგე ათას წლის მერე..."

    ***
    "უფეისბუქოთ მზე არ სუფევს ცის კამარაზე"

    ესენი უკვე ნაცნობია ჩემთვის, დანარჩენი მომეწონა.. :)))

    ReplyDelete
  3. ვაიმე ცუდად ვარ:))))))))))))

    ReplyDelete