ხაზები ხედებს ავსებენ
ნახევარია პირველის
ვიკრავ აზრების ღილებს და
ვფიქრობ: ნეტა იქ ვინმელის
სარკმელში, მთვარე ნაფენი
მოჩანს ყანები, სიმინდის...
და ხდება არც არაფერი:
მატარებელი წინ მიდის
ბოძიდან ბოძზე გაბმული
ხაზები ხაზებს ედება
და თითქოს სადღაც დაბმულმა
მზემ აიწყვიტა: თენდება
ფერდობ და ფერდობ, გზა და გზა
მთები დილის ნამს იდებენ
ღამენათევი მგზავრები
ცოტაც და გაიღვიძებენ
სარკმელში, ნამდადებული
მოჩანს ყანები, სიმინდის...
ეს მომეწონა ძალიან
ReplyDelete"და თითქოს სადღაც დაბმულმა
მზემ აიწყვიტა: თენდება"
მაგარია.. :)
თბილი, გემრიელი, მსუბუქი <3 კარგია
ReplyDelete:) თბილი იყო. მეც მომეწონა :)
ReplyDeleteისე ზურიკელასი არ იყოს, პირველის ნახევარზე როგორ თენდება :D
Samurai Girl s
ReplyDeleteაი, აი :)))))))))
მიდის მატარებელი და დროც გადის... და ნელნელა თენდება... :)) 4 საათიანი ლექსი უნდა დამეწერა და ასე 6-ისკენ მოუწევდა :D
ა, ეს მართლა მომეწონა
ReplyDeleteმატარებლის სუნი ვიგრძენი :)