უნდა ვაღიარო: ჩვენი პრეზიდენტი ჩემი ნამდვილი მუზა, შთაგონების წყარო და ციდან მოვლენილი სასწაულია. წარმოიდგინეთ, ძალიან ბევრი საქმე გაქვს, ბლოგისთვის ვერ იცლი, რამდენიმე წამით, ჭამის პარალელურად რთავ ტელევიზორს და ხედავ: პრეზიდენტი ტრიბუნასთან _ ბუშტით.
ბოლო დღეები თუ უკვე კვირეები, შფოთავს და მღელვარებს ფეისბუქსაქართველო, ქვეყანაში განვითარებული პოლიტიკური ძვრების გამო. მართალია სამტრედიაში, ჩემმა მეზობელმა ლედი მამიდამ, (რომელსაც უმნიშვნელო ჭორსაც კი ვერ გამოაპარებს კაცი), ჩვენი დამოუკიდებელი მედიის წყალობით ისიც კი არ იცოდა რომ ბიძინა სინამდვილეში "ივანაშვილია", (რომ აღარაფერი ვთქვათ ბიზნესმენის რეზიდენციაში ნახევარი დიპლომატიური კორპუსის ვიზიტზე), მაგრამ მე ხომ ვიცი? მე ხომ გავიგე, ლენტი რომ ლენტზე იჭრებოდა და პერფომანსს პერფომანსი მოსდევდა ყველაფერის თავი და თავი ბიძინა ივანიშვილი ყოფილა.
გავიგე და გულიც დამწყდა. გული დამწყდა კი არა, ცოტა არ იყოს და გავბრაზდი. ეს ადამიანი თუ პრემიერ მინისტრად მოვიდა და თავისავე გაკეთებულ ობიექტებზე ლენტები თავად გაჭრა, რაღა ვქნა მე? არა და მშვენივრად იყო ყველაფერი გადანაწილებული. ერთი აკეთებდა, მეორე ჭრიდა - ნეტა რა არ მოგეწონათ ამაში ბატონო ბიძინა?
რაც არ უნდა კარგი მენეჯერი იყოთ ვერავინ, ვერავინ დამარწუნებს დედამიწის ზურგზე რომ კრეატივში და პერფომანსების მოწყობაში პრეზიდენტს აჯობებთ.
დამპირდით, რომ თუ ოდესმე ხელისუფლებაში მოხვალთ, გულს არ დაწყვიტავთ ერთ ურბალო ბლოგერს და მის მუზადაც იქცევით. დამპირდით, რომ მოაწყობთ მთავრობის სხდომებს სათაფლიის გამოქვაბულში. გექნებათ პირდაპირი ჩართვები მშენებარე კორპუსის სახურავიდან. დამპირდით რომ გეყვარებათ შუშა და შეშუშული კონსტრუქციები (თქვენი რეზიდენცია იმედის საფუძველს ნამდვილად მაძლევს).
დამპირდით, დამპირდით რომ ფალოგენურ კონსტრუქციები იქნება "ჩვენი მთავრობის გამარჯვება". გთხოვ, გაკვრით მაინც მაგრძნობინეთ რომ ცურვა იცით და ზღვიდან ამოსულს აიპადზე გიყვართ "მუშაობა". დამპირდით, რომ ბათუმში თხილამურების საწარმოს, ხოლო სვანეთში კი "პიაცას მოედანს" ააშენებთ. დამპირდით რომ ზეზვა და მზიას დედ-მამის საფლავს მიაგნებთ და კიდევ უფრო ძველ ევროპელებს აჩუქებთ სამყაროს. დამპირდით რომ ისწავლით თვითმფრინავის, ფორმულაერთის, ტრაქტორის და ვინაიდან 2012 ახლოვდება, წყალქვეშა ნავის მართვას. დამპირდით, რომ ყველა ფასადს თავად შეურჩევთ ფერს და საღებავს. დამპირდით რომ თქვენი რეზიდენციის წინ, პარლამენტის შენობიდან, რუსთაველის კინოთეატრში ფეხით გადასასვლელ შუშის ხიდს ააგებთ _ მერე რა რომ მდინარე არ ჩამოდის, სამაგიეროდ ძალიან მოუხდება. დამპირდით ბატონო ბიძინა, რომ ისე დაატკბობთ და ააშენებთ ამ ქვეყანას, რომ თუ ვინმე გიკბენთ, თქვენი მასაჟისტი იქნება მხოლოდ.
გთხოვ, უმორჩილესად გთხოვთ თუ თქვენთვის შემოქმედებითი ადამიანი და შემოქმედება რაიმეს ნიშნავს დამპირდით, რომ ერთ დღესაც ჩავრთავ ტელევიზორს და თქვენ, ხელში ბუშტით თუ არა, ბატიბუტითა და ბამბის ნაყინით მაინც გნახავთ.
დამპირდით, თორე პირობას გაძლევთ, ხვალ სულ რომ ოქრო ვერცხლით მორთოთ და მოკაზმოთ მთელი ქვეყანა _ მე არ მეყავრებით! არ მეყვარებით, რადგან მე შთაგონება მჭირდება, კარგი ცხოვრება კი არა!
დღეს კი... დღეს ჩვენმა პრეზიდენტმა თქვა რომ ყველანი ერთაოზ ბრეგვაძეები ვართ... რომელი ერთაოზი კაცო _ ძუყნურიდან?
ძუყნური და ზმუკი შენ :D :D :D
ReplyDeleteმაგარ, ფორმაში ხარ <3
დაუყენე, ბიჭო, ლაიქ ღილაკი!
ReplyDeleteნუ მაიძულებ, დავაშეარო.. :D
დამპირდით, რომ თუ ოდესმე ხელისუფლებაში მოხვალთ, გულს არ დაწყვიტავთ ერთ ურბალო ბლოგერს და მის მუზადაც იქცევით. დამპირდით, რომ მოაწყობთ მთავრობის სხდომებს სათაფლიის გამოქვაბულში. გექნებათ პირდაპირი ჩართვები მშენებარე კორპუსის სახურავიდან. დამპირდით რომ გეყვარებათ შუშა და შეშუშული კონსტრუქციები (თქვენი რეზიდენცია იმედის საფუძველს ნამდვილად მაძლევს).
ReplyDeleteვინღა მოვა ასეთი კრეატიული? :\
კარგია <3
ლაშ, რახან თხოვე უკვე და დაწერე, ესეიგი აღარ გააკეთებს, უფრო ორიგინალურის მოფიქრებას ეცდება.. :))) ნუ, ყოველ შემთხვევაში, ია ტაკ დუმაიუ.. :)))
ReplyDeleteis droa blogs kategoria "politika" daamato :|
ReplyDeleteბუშკა...ჩემს ბლოგზე ყოველთვის იყო პოლიტიკა :) :*
ReplyDeleteლაშარელა, ძაან მაგარი პოსტია!! :) სუპერ! ;)
ReplyDeleteვამაყობ შენით:-*
ReplyDelete