დილიდან კარგ განწყობაზე ვარ და
მომწონს ქარი თითებს როგორ მსუსხავს
ვერ ვგრძნობ, მაგრამ მგონი შემიყვარდა
ის კი თავის ყვავილებს წყალს უსხამს
აივანზე გამოსული დილით
ხალათით და არეული თმებით
დღეს ორივე ოთახ-ოთახ ვივლით
და ორივე აივანზე ვთბებით
როგორ მომწონს ცალი ხელით რომ რწყავს
და მეორით მისი თვალის ფშვნეტა
ნეტა თუ გრძნობს მეზობელი რომ ყავს
ნეტა თუ მცნობს? ვენატრები ნეტა?..
მომწონს ქარი თითებს როგორ მსუსხავს
ვერ ვგრძნობ, მაგრამ შემიყვარდა მგონი
უკეთესებიც შეგიძლია :*
ReplyDeleteკი, მაგრამ ამასაც არაუშავს.. :) შეუყვარდა და ეპატიება.. :))
ReplyDelete