უცებ მოწყდება ღრუბელი ზეცას
მიწას დანამავს წვეთი
მინდა რომ ახლა შენი თმა მეცვას
მაგრამ ხომ უნდა ბედი
რომ სადმე მაინც გადაგეყარო
იყოს საათი სამი
უცებ შეგეხსნას ფეხსაცმლის თასმა
და რამდენიმე წამი
შეჩერდე სწორედ იმ კაფეს კართან
სადაც მე დავლევ ყავას
შენც იგრძნობ ჩემი თვალების მზერას
როგორც ვულკანის ლავას
გამომხედავ და გაგეღიმება
და ყავის ბოლო წვეთი...
მინდა რომ ახლა შენი თმა მეცვას
მაგრამ ხომ უნდა ბედი?!
მომწონს- თანაც ძალიან !
ReplyDeleteვა, რა კარგია :))))))
ReplyDeleteუცებ შეგეხსნას ფეხსაცმლის თასმა
ReplyDeleteდა რამდენიმე წამი
შეჩერდე სწორედ იმ კაფეს კართან
სადაც მე დავლევ ყავას
შენც იგრძნობ ჩემი თვალების მზერას - ამის მერე მე ეგრევე დავპატიჟებდი ყავაზე :)
მადლობა მარუსი,
ReplyDeleteეკ მადლობა
შუბლაძე ის ანეგდოტივით ამბავი იცი:
- შენ გოგოებს როგორ კერავ?
- რავი ვეუბნები ხო არ ვიჟიმავოთ?
- აუ, შენ რააამდენს ბაზროობ?
დაახლოებით ასე :)
რა კარგია ... :(
ReplyDeleteმინდა რომ ახლა ჩემი თმა გეცვას,
მაგრამ ხომ უნდა ბედი
რომ სადმე მაინც გადაგეყარო
ჩავასწორე ჩემთვის :D მომიტევოს ავტორმა :D
კაი ხანია შენი ნაწერებიდან ასე აღარ მომწონებია :)
ReplyDelete