Monday, September 26, 2011

აბსოლუტურად არასაბავშვო ლექსი

მე არ მიყვარს შენი ფისო
ფისოს თეთრი კუდი
ფისო ფიქრობს გაუვლისო
ეს განწყობა ცუდი

მე არ მიყვარს შენი კნუტი
მიყვარს შენი კერტი
და მიზეზიც გასაბუტი
რაღა გინდა მეტი?

როგორ ვთქვა და ვეჭვიანობ
როცა ფაფუკ თათებს
ენით ლოკავს, ისველებს და
ნაზად მკერდზე გადებს

ფისომ კიდე ვერ გაიგო
რატომ ვკოცნი ამ ქალს.
არაუშავს გაიზრდება
ჯერ კნუტია, რა ქნას...

4 comments:

  1. ფიისოოოო ♡
    საყვარელი ლექსია :))

    ReplyDelete
  2. http://img441.imageshack.us/img441/7387/caaaat.jpg imdenad momewona muza momivida :D

    ReplyDelete
  3. ჰეჰ, ძალიან მაგარია :))

    ReplyDelete