Monday, October 31, 2011

ადრე ამდგარსა კურდღელსა...

არა რა, ვამბობ ჩვენ დროს სხვა ჩახუტება, სხვა სიყვარული და სხვა იუმორი იყომეთქი :ტროლი:

ახლა ვიპოვე, რამდენიმე მეგობრის ძველი ნამაიმუნარი ფეისბუქზე, ამასთან ცუკერგბერგის ქმნილებამ გამაფრთხილა, გვერდი არქივაციისთვის და სამუდამო განსასვენებლისთვის გვაქვს მზადო. ამიტომაც ავდგები ამ გვერდის შიგთავს ბლოგზე გადმოვიტან და ვინაიდან არავის ემახსოვრება რომელი ანდაზის რიმეიქი ვის ეკუთვნის, მოდით ერთიანად ჩამოვთვლი მოცემულ ვაგხანალიაში მონაწილეთა სახელებს:

და აი ისინიც:


  • ლაიკი ლაიკს რომ მოშორდება, სტატუსი გადასხვაფერდებაო

  • წინა კომენტარი უკანას ხიდიაო

  • ადამიანს რო დაიფრენდებ, ფოტო მერე გამოჩნდებაო...

  • ჩიტი ბუმბულით იცნობა და კაცი კომენტარებითო...

  • კარგი იუზერი პროფილს არ დააჰაიდებსო

  • პროფილი პროფილთან რომ დააბა, ან ზნეს იცვლის ან ფერსაო

  • თუ ლაიქი ლაიქობს, სტატუსი ორი თვალით იკითხებაო

  • Wall-ო შენ გეუბნები, Friend-ო შენ გაიგონეო..

  • პასიური იუზერის სტატუსი ცხვა, ცხვა და გვიან გამოცხვაო

  • მითხარი ვინ არის შენი მუჩუალ ფრენდი და გეტყვი ვინ ხარ შენ

  • დალოგინებულს ნუ დაალოგაუთებ და დალოგაუთებულს ნუ დაალოგინებო...

  • ვალაიქებ, ე. ი. ვარსებობ (თამუნა შოშიტაიშვილი)

  • ლინკი ნახე, პოსტი ნახე, კაცი ისე გამონახე

  • ერთი კვების ბლოკი ცხრა ძმამ გაიყოო

  • ჩემი გული, შენი გული, ლინკით არის გადაბმული

  •  ისეთი ამბავი ტრიალებდა, კაცი ლეპტოპს კალთაში არ ჩაიდებდაო.

  • სპამს მეგობრის წერილი გადააყოლესო

  • თუ კაცსა პოსტი არა აქვს, გასტანჯავს წუთისოფელი (Kakha Gagoshashvili)


და ბოლოს

მიზეზ მიზეზ ვოლს სტატუსი აკლიაო!

აი ასე - ზოგჯერ ბლოგზე სისულელეებიც თავისუფლად უნდა წერო :)

7 comments:

  1. ვალაიქებ, ე. ი. ვარსებობ - ეს ჩემზეა რა :D

    ReplyDelete
  2. ვიხალისე.. გაიხარე!..

    ReplyDelete
  3. ირინოლაNovember 1, 2011 at 8:38 AM

    ჰაჰაა :D :D მაგარია ძააან :D

    ReplyDelete
  4. მეც დამლინკე რა, ლაშ :)

    ReplyDelete
  5. დალინკულ ხართ :)))

    ReplyDelete
  6. ჰაააჰ კარგად ვიხალისე:)))))))

    ReplyDelete