მეც რა მასწ, რა, მეც, მეც...
საკმაოდ დიდი ხანი გავიდა რაც ამაზონზე ქინდლი შევუკვეთე, ჩამოვიტანე, როგორღაც გავერკვიე და "80 000 კილომეტრი წყალქვეშ"-ც კი წავიკითხე (28 წლის ასაკში).
წავიკითხე თუ არა მივხვდი რატომ არ ვკითხულობდი "ფურცლიან" წიგნებს:
1. პირველად ცხოვრებაში ზუსტად ვიცი, წიგნის რამდენი პროცენტი მაქვს წაკითხული და რამდენი დამრჩა.
2. თამამად შემიძლია ჩავნიშნო, გავხაზო ნებისმიერი ადგილი, "ჩავკეცო" და მოვინიშნო გვერდი ან მონაკვეთი, რასაც ბიბლიოთეკარი დედის აღზრდის დამსახურებით, "ფურცლიან წიგნებს" ვერასოდეს ვაკადრებდი.
3. ახლა გაგეცინებათ ალბათ, მაგრამ წიგნის კითხვა წამოწოლილს მიყვარს, რის გამოც საშინლად მოუხერხებელია წიგნის ორივე ხელით დაჭერა (გული რომ გულობდეს და ქადის პრინციპი აქ არ ჭრის). შესაბამისად თითების უცნაური განლაგებით ვცდილობდი წიგნი (განსაკუთებით სქელკანიანებზე მიჭირდა) გაშლილ მდგომარეობაში შემენარჩუნებია.
მოკლედ დავისვენე! რამხელაც არ უნდა იყოს წიგნი, ხელში ძალიან მსუბუქი, ელეგანტური მოწყობილობა მიჭირავს. მარტივი გადაფურცვლა-გადმოფურცვლით, მონიშვნით და ა.შ.
თუ არ ჩავთვლით იმ უდიდეს ნაკლს, რომ მთელი მეტროს ვაგონი კითხვისას შენზეა მოჩერებული, ქინდლი მართლაც გაუნმეორებელი საშუალებაა.
აღარ ვაპირებ ქინდლის ქება-დიდება გავაგრძელო, ეს გაკვეთილი ჩემამდეც ბევრმა (გაიცანით ქინდლი - ანინა, ჩემი პირველი ელეკტრონული ქინდლი - ნიკო ნერგაძე, ქინდლის სუნი - გიორგი კეკელიძე ) ჩააბარა, თუმცა ქინდლის რამდენიმე მარტივი მაგრამ აუცილებელი ფუნქციის შესახებ მინდა მოგითხროთ.
დავიწყებ ყველაზე მნიშვნელოვანით - როგორც ჩავწეროთ წიგნები ქინდლში. ამისათვის ორი გზა არსებობს: 1. ინტერნეტიდან გადმოწერა პირდაპირ ქინდლით 2. კომპიუტერთან კაბელის შეერთებით.
მაგრამ ორივე შემთხვევაში ქინდლს ესაჭიროება განსაკუთრებული ფორმატი (ის ჩვეულებრივ ვორდის ფაილებს ვერ კითხულობს). არსებობს უამრავი საიტი და პროგრამაც, რომლებიც საშუალებას გაძლევთ გადააკონვერტიროთ სხვადასხვა სახის დოკუმენტი ქინდლისთვის სასურველ ფორმატში მაგრამ ბევრი კვლევა-ძიების შემდეგ აღმოვაჩინე რომ ყველაზე მოსახერხებელი გზა, თავად ამაზონის მიერ შემოთავაზებული სერვისი - სპეციალურად გამოყოფილი მეილია.
საქმე იმაში გახლავთ რომ ქინდლში თავიდანვე დაფიქსირებულია თქვენი ამაზონის "ექაუნთი" (შესაძლებელია შეცვლაც menu->Settings->Registration), შესაბამისად ქინდლი დაკავშირებულია თქვენს ვირტუალურ "თაროსთან" ამაზონის საიტზე. გარდა იმისა რომ მოცემულ თაროზე ინახება ყველა წიგნი, რომელსაც უშუალოდ ამაზონის საიტიდან იყიდით (შესაბამისად ქინდლი რომც დაკარგოთ ან გაგიფუჭდეთ, წიგნების აღსადგენად საკმარისია ახალ ქინდლში გაიაროთ ავტორიზაცია), თქვენ გეძლევათ სპეციალური მეილი [სახელი]@Kindle.com და @free.kindle.com დაბოლოებით (განსხვავება ის არის რომ @kindle.com გამოიყენება ქვეყნებში სადაც ქინდლი 3G ინტერნეტს იჭერს, და მსგავს შემთხვევაში თითეული ფაილის კონვერტაცია-გადმოწერა გარკვეულ საფასურთანაა დაკავშირებული, ხოლო თუ თქვენ საქართველოში ცხოვრობთ და მხოლოდ ვაირლესით უკავშირდებით ინტერნეტს, @free.kindle.com ნამდვილი მისწრებაა).
საკმარისია "Approved Personal Document E-mail List" განყოფილებაში, განსაზღვროთ თქვენი პერსონალური მეილები და შემდეგ გადააგზავნოთ ნებისმიერი დოკუმენტი (Word, PDF) მეილზე [ამაზონის მინიჭებული სახელი]@free.kindle.com. ამაზონის სერვერები ავტომატურად გადაიყვანენ მოცემულ დოკუმენტს (შესაძლებელია რამდენიმე დოკუმენტის ერთდროულად გადაგზავნა) ქინდლისთვის სასურველ ფორმატში, ხოლო თქვენი ქინდლი ვაირლეს-ინტერნეტთან დაკავშირებისთანავე, გადმოტვირთავს მათ.
მეორე პრობლემა რომელიც მქონდა იყო ონლაინ პოსტები, რომელთა მონიტორზე კითხვისაგან თვალები გაცილებით ცუდ დღეში მქონდა ვიდრე ქარტული ეკონომიკა. ფეისბუქზე ყოფნისას, სადაც კედელზე უამრავი საინტერესო სათაურისა თუ ავტორის მატარებელი პოსტი მხვდებოდა, ვნატრობდი - ეჰ, ნეტა ახლა ეს პოსტები ყველა მომანიშნინა და ქინდლში გადამაყრევინა, ძილის წინ ტკბილად წავიკითხავდი-მეთქი. მაგრამ ვორდში გადაკოპირება, შემდეგ ვორდის ფაილის მეილზე გადაგზავნა და ა.შ. ნამდვილად არ აღმოჩნდა მომხიბვლელი და გამართლებული იდეა.
საშველად ნამდვილი სასწაული, ქრომის პლაგინი - klip.me მომევლინა. საკმარისია ქრომში გახსნათ სასურველი სტატია, პოსტი თუ სხვა ინფორმაცია, ჯადოსნურ ღილაკზე ხელის დაჭერით, აღნიშნული პლაგინი თავად იზრუნებს რომ მოცემული ტექსტი გადაგზავნილი იქნას @free.kindle.com მეილზე.
იმისათვის რომ ზემოაღნიშუნლმა პლაგინმა გამართულად იმუშავოს საჭიროა ა) ამაზონის თაროზე, "Approved Personal Document E-mail List" განყოფილებაში დაამატოთ მეილი "kindle@klip.me" ხოლო მეორეს მხრივ, თავად პლაგინს უთხრათ (გნებავთ ასწავლოთ) თქვენი ამაზონის მეილი.
მენდეთ, მონიტორისაგან განსხვავებით ქინდლი (მხოლოდ შავთეთრი) თქვენს თვალებს ნამდვილ ძიძად, გნებავთ სექსუალურკოლგოტკიან და დიდძუძუებიან მზრუნველ ექთნად მოევლინება.
მოკლედ ასე: მოდით თქვენ ქინდლის კონფიგურაციას შეუდეგით, მე კიდე გულივერს უნდა მივხედო _ ვიღცეები იაჰუუო უყვირიან და რავიცი, რამე შარი არ მოიწიოს!
ქინდლი გაქვს?!
ReplyDeleteროგორ მინდა, სიზმარშიც კი ვხედავ უკვე.. :D
საახალწლოდ უნდა ვიჩუქო თუ შევძელი.. <3
P.S. ისა..
ანუ, ყველანაირი წიგნის წაკითხვა შეიძლება და არ არის აუცილებელი ამაზონიდან იყიდო, ხომ?
და წიგნების დაკონვერტება უფასოა?
უფასოა კონვერტაცია აბა რა.... ბუკე.ჯი თუ რაღაც საიტია, უამრავი წიგნია. ლიბ.ჯიდანაც ქაჩავ...მოკლედ უფასოდ უამრავი ფასიანი წიგნიც კი არის (რუსულ-ინგლისურ-უცხოენოვანები :) )
ReplyDeleteმე რამდენჯერაც გადავწყვიტე და ის იყო უნდა დამეჭირა confirm order-ისთვის, იმდენჯერ გადავიფიქრე.
ReplyDeleteთან ახლა გაიაფდა და კიდევ ერთხელ გადავწყვიტე, მერე კიდევ ერთხელ გადავიფიქრე, მენანება ფული, რადგან ისე ძალიან არ მჭირდება, როგორც - მინდა.
აუუ, როგორ მინდა, მაგრამ ფულს ვერ ვიმეტებ. უბრალოდ, ვერ ვერკვევი ტექნიკაში, ეს ფერადი ქინდლი ძალიან მომწონს და რომელი ჯობია? მინდა რომ ნეტშიც ვიძრომიალო და კითხვის დროსაც კომფორტული იყოს. შენ რომელი გაქვს?
ReplyDeleteრატომღაც ჩავიციკლე და ნუკი უფრო მომწონს და ვინმემ ხომ არი იცით რითი ჯობია ერთი მეორეს ან რომელი ჯობია საერთოდ?
ReplyDeleteქინდლი ჯობია იმით რო ქინდლია :)
ReplyDeleteფერადი არ გაბედო. სისულელე!.... მე ჩემი თვლების ჯანმრთელობაში 99$ არ მენანება
ფერადი უბრალოდ ძალიან მომხიბვლელია :)). 99$ - იანი იყიდე? მეც ვიფიქრებ, საახალწლოდ ვაჩუქო ჩემს თავს - თან ახალ წელს იქნებ, საახალწლო ფასდაკლებაც იყოს :ნაგლი:
ReplyDeleteკიდევ ერთს ვიკითხავ რაა : kindle touch ჯობია თუ keyboard?
ReplyDeleteსალომე ფერადი დაივიწყე :) 99 ახლა ღირს + შიპინგი დაემატება.
ReplyDeleteმე ბევრი ვიფიქრე თუ ცოტა მიუხედავად იმისა რომ ტაჩი არ მაქვს და არც ლაისი მინახავს ვფიქრობ მაინც კლავიატურიანი აჯობებს.
მაგალითად, მე როცა ხელში მიჭირავს ქინდლი და ვარ მაგალითად მეტროში, ცალი ხელით (ცერა თითით) მარტივად ვაჭერ ღილაკს და ვფურცლავს. ტაჩით ერთი ხელით უნდა გეჭიროს, მეორეთი გადაფურცლო.
თან არ მიყვარს ეს თითების ტყაპუნი - მაინც ეკრანის სისუფთავე განსაკუთღებულია ქინდლისთვის და რავიცი...
მე გირჩევდი კლავიშებიანს.
მადლობა:). აუცილებლად გავითვალისწინებ რჩევებს. იქნებ, უახლოეს მომავალში მეც ვიყიდო.
ReplyDelete