მიყვარს როცა დათბება და
გაზაფხული მოდის
კვირტებს ყოფნა არ ანაღვლებთ
ჯერ არ გამდნარ თოვლის
მიყვარს როცა მავთულები
იხსნის ლოლოს მძივებს
და ღურბლების სართულები
მზეს არ ალოდინებს
როგორ მიყვარს ბალახები
ცვრის კოცნას რომ ელის
და ჩიტებს რომ არ ელევათ
მთხოვნელები ხელის
როგორ მიყვარს აფეთქება
მწვანე თხილის ფოთლის
და ასფალტზე დახეთქება
ახლად დაცლილ ბოთლის
მიყვარს ისე ძლიერ, ძლიერ
სუნი ნედლი მიწის
მაგრამ იცი, უშენობა
გაზაფხულზეც მიჭირს
მიყვარს როცა დათბება და
გაზაფხული მოდის
კვირტებს ყოფნა არ ანაღვლებთ
ჯერ არ გამდნარ თოვლის
ეს დღევანდელი ამინდის სიყვარულში იყო ხო, საგაზაფხულო ნოსტალგია :))
ReplyDeleteლექსზე არ მითქვამს მაგარია, მე კონკრეტული ტაეპი მომეწონა და დამაფიქრა რამდენად სიმართლეს შეესაბამება ზამთრის სანადირო სეზონის შემდეგ ადრე გაზაფხულზე,ჩიტების "პაკლონიკების" ამოუწურავი რიცხვი არსებობა :))
ReplyDeleteხო კიდევ ხშირად ვკითხულობ შენს ბლოგს და ვფიქრობ რომ მარტო "ს.რულ"(როგორც ზევით აღნიშნე) ლექსებს არ წერ :)))))არამედ "კარგებსაც აჩენ" ხოლმე.