Thursday, January 6, 2011

უკან მომავალში

საერთოდ, დროში მოგზაურობაზე ფილმები ჩემთვის ყოველთვის პარადოქსებით იყო სავსე. თითქოს სცენარისტები თვითონვე იხლართებოდნენ თავიანთვე სცენარში. შემდეგ თითქოს კი ხსნიდნენ რატომ შეხვდა ადამიანი საკუთარ თავს წარსულში, რომელიც უკვე მოკვდა და იწყებდა ნერვიულობას იმაზე, აწი რომ მომავალი დადგება, იქედან ვინღა გადმოვა წასრულში როგროც ახლა თვითონ იყო, მაგრამ ეს "ახსნები" უფრო აბდაუბდა არის ხოლმე ვიდრე ჩემი რთული თანწყობილი და ყოვლად გაუგებარი წინადადება.

თქვენი არ ვიცი და დროში მოგზაურობაზე ჩახლართულ ისტორიათა რიგში, მე აუცილებლად გამოვარჩევდი რობერტ ზემეკესის ტრილოგიას "უკან მომავალში". თითქოს ავტორი სათაურშივე დასცინის მოცემულ თემატიკაზე ყველა გადაღებულ, გადაღების პროცესში მყოფ თუ სამომავლოდ გადასაღებ ფილმს.

რა სისულელეა არა? - ბრუნდები უკან მაგრამ მომავალში. მაგარია ზემეკესი! უფროსწორად მაგარი იყო.

მაგარი იყო სანამ მისი ფილმის სათაური უტოპიის სურნელით იყო შეზავებული-შეკმაზული. სანამ მხოლოდ სათაურიც გაფიქრებინებდა რომ ეს ფანტასტიკაა, ამასთან უბრალო კი არ _ კომედიური ფანტასტიკა. მაგარი იყო რამდენიმე დღის წინაც კი.

რამდენიმე დღის წინ კი ფართო ეკრანებზე გამოჩნდა ფილმი (ვწუხვარ რომ 3D არ არის) რომელმაც აჩვენა:

რომ დროში მოგზაურობა ნამდვილად შესაძლებელია!
რომ ერთდროულად შეიძლება განიცდიდე პროგრეს და რეგრესს!
რომ ყველაფერი ჯერ კიდევ დაკარგული არ არის!
რომ 2012 არ არის , ყველაზე დიდი კატასტროფის თარიღი!
რომ "ყველანი ერთად უნდა დავდგეთ, რადგან სულში გვაფურთხებენ ხალხოო (მიტინგის ინტონაციით)!
რომ "ლეკვი ლომისა სწორია ძუ იყოს თუნდაც ხვადია"!
რომ სასტიკად იქნა მოკლული "ეს საწყალი კურდღელი, რომელიც ძლიერ ავად გაგვიხდა"!


შემდეგ კი ერთდროულად გადავყლაპე სიმწრისაგან გამშრალ ყელში ნერწყვი, საჩვენებელი თითით მოვიწმინდე ცხვირიდან შეუმჩნევლად ჩამოპარული წკვლინტი და ჩავამთავრე ბოლომდე, ზესიჩქარიან ოპტიკურბოჭკავნი ინტერნეტიდან ნაწყვეტ-ნაწყვეტ გამოდმოწველილი ვიდეო რგოლი.

შავმა ეკრანმა, რამდენიმე მსგავსი ვიდეოს გარდა, მოცემულის სათაურიც გამანდო - "პოლიციის სიმღერა#3".

გაოცებული ვუყურებდი, შავ ეკრანს და ვფიქრობდი _ რომ არა ზემეკისი, მოაფიქრდებოდა თუ არა უცნობ რეჟისორს, პოლიციაზე მიძღვნილი გენიალური ტრილოგიისთვის დამაგვირგვინებელი შტრიხი _ "უკან მომავალში".

7 comments:

  1. isa.. პოლიცია არ გვინდა და...

    ზემეკისის "უკან მომავალში" ისე მიყვარს ,... <3

    ReplyDelete
  2. სულ მინდოდა, ისეთი გამოვსულიყავი, მანდ რომ შეშლილი პროფესორია. საწყისი კარგი მაქვს, მთავარია, არ გადავუხვიო :დ

    ReplyDelete
  3. Zurriuss.GE - ყველა ლაშრელას აქებს და, ერთი, მეც ვნახო :დ

    აქამდე სად იყავი მერე სად? :) აქამდე არ უნდა გენახა? აბა მე უნდა მენახე იულიუს კეისარივით პროსტინა მოხვეული მარტო? :)))

    ReplyDelete
  4. ამ შუა ღამით ნუ გამძუყნი და ხვალეიდან სისტემატიურად ჩამევიარ აქანეც :დ

    ReplyDelete
  5. მადლობა ქეთი :)

    ReplyDelete
  6. სულ მინდოდა, ისეთი გამოვსულიყავი, მანდ რომ შეშლილი პროფესორია. საწყისი კარგი მაქვს, მთავარია, არ გადავუხვიო :დ

    ReplyDelete
  7. ამ შუა ღამით ნუ გამძუყნი და ხვალეიდან სისტემატიურად ჩამევიარ აქანეც :დ

    ReplyDelete