Tuesday, January 11, 2011

Reply All ანუ ღია წერილი თბს ბანკს

მოგეხსენებათ, რამენიმე თვის წინ, თბს ბანკმა ბლოგერების კონკურსი გამოაცხადა. მოგვიანებით მოხდა საკონკურსო პოსტების დამატებითი გადარჩევა, ბაკურ სულაკაურის გამოცემლობის მიერ მათი შემდგომში წიგნის სახით დაბეჭდვის მიზნით.

ახალ წელს თოვლი არ მოდიოდა, მაგრამ რამდენიმე ბლოგერი თავს ბედნიერად გრძნობდა, საკუთარი ნაწერის წიგნად ხილვის მოლოდინში (ისე, დილით რომ გაიღვიძე და "რაღაცნაირად მოწყენილი დღე იყო" წიგნიდან სულ სხვანაირად იკითხება).

ხო და აქააო და ამ საქმეს ძველით ახალ წლამდე ხომ არ გადავდებთო, თბს ბანკიდან წერილი მოვიდა. მეილს კონტრაქტი თან ახლავსო (იხ. მიმაგრებული ფაილიო) და რამენაირად 14-მდე ხელმოწერილი მოგვიტანეო.

მომკალით და აქამდე, პირადად მე (შემდგომში "უფლებათა მფლობელს") არ მქონდა ნანახი კონტრაქტი, რომელიც ჯარიმას იმ შემთხვევაშიც კი გაკისრებს, თუ მას ხელს არ მოაწერ. თუმცა თბს ბანკს (შემდეგომში "უფლებათა მიმღებს") თუ მათ იურისტებს, ეყოთ იუმორი და იურიდიული ცოდნა შეედგინათ, საუკუნის თუ არა ბოლო ათწლეულის ყველაზე კაბალური კონტრაქტი.

თბს ბანკიდან მოსულ წერილს, რომელსაც თან ახლდა მსუბუქი იუმორით გაჯერებული კონტრაქტი, შემდეგნაირად ვუპასუხე:




გამარჯობა,
უპირველეს ყოვლისა მსურს კიდევ ერთხელ მადლობა გითხრათ იმისათვის, რომ ჩემი პოსტი შეირჩა საკონკურსო პოსტებს შორის.

რაც შეეხება კონტრაქტს: ჩემთვის აღნიშნული კონტრაქტი არასაკმარისად კაბალურია. შესაბამისად მსურს გთხოვოთ რომ მხარეთა ვალდებულებათა პუნქტში (2.1), ჩაამატოთ შემდეგი მუხლები:

2.1.1. უფლებათა მფლობელი ვალდებულია საფუძვლიანად შეისწავლოს და შემდეგ თვეში ერთხელ (ან რამდენჯერმე), უფლებათა მიმღების მიერ შერჩეულ პირს გაუკეთოს ტაილანდური მასაჟი.
2.1.2. უფლებათა მფლობელი აგრეთვე იღებს ვალდებულებას, რომ უფლებათა მიმღების ნებისმიერ წარმომადგენელთან ჯოკერის თამაშის დროს, გააკეთოს "ნიჟე".
2.1.3. ელექტრონული მოთხოვნის საფუძველზე, ბლოგზე სამომავლოდ განსათავსებელი პოსტები აკრიფოს უფლებათა მიმღების მიერ, ელქტრონულ შეტყობინებაში მითითებული თითების მეშვეობით.
2.1.4. უფლებათა მფლობელი ვალდებულია, 2.1.3 პუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვის დარღვევის შემთხვევაში, ყოველ აკრძალული თითით აკრეფილ ასოზე გადაიხადოს ჯარიმა 10 ლარის ოდენობით, ამასთან არათითისა და ცერა თითების გამოყენების შემდთხვევაში გადაიხადოს ამავე მოცულობის პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
2.1.5. უფლებათა მფობელი ვალდებულია, უფლებათა მიმღების მოთხოვნის საფუძველზე მონაწილეობა მიიღოს კონკურსში "წლის @ლე 2011".
2.1.6. ყოველგვარი ეჭვის გამოსარიცხად, ზემოთჩამოთვლილი მუხლები არ წარმოადგენს ხუმრობას და ისინი მისაღებია ორივე მხარისთვის.

აგრეთვე დიდი მადლობა

ღრმად მწამს და ვიმედოვნებ რომ აღნიშნული პასუხის გამო ჩემი პოსტი მოხსნილი იქნება კონკურსიდან, რის შედეგადაც არ დამეკისრება 10 ლარიანი ჯარიმა, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, კონტრაქტზე ხელის არმოწერის გამო.

თქვენი არ ვიცი და მე პირადად მინდა უღრმესი მადლობა გადავუხადო კონრაქტის შემდგენელს და არ მოვითხოვო მისგან ბოდიში მორალური შეურაცხყოფისათვის, რადგან ასეთი მაღალი დონის @ლედ ჯერ არ წარმოვუდგენივარ არავის, რამაც რათქმაუნდა რამდენჯერმე გაზარდა ჩემი თვითშეფასება.

კონტრაქტს კი ხელს აუცილებლად მოვაწერ _ ბლოგერების თუ არა, იქნება და "წლის @ლე 2011"-ში მაინც გავიმარჯვო.


P.S. ტრაკისა და შინაგანი უკულტურობის არ ქონის გამო 2.1.5 პუნქტში ნახსენები კონკურსის დასახელება შევცვალე "წლის იდიოტი 2011"-ით.

24 comments:

  1. რაფერ გოუმწარებიხარ :)

    ReplyDelete
  2. გაიხარე, მეც მაგრად შემომელანძღნენ :დ

    ReplyDelete
  3. თიბისიდან ვინმემ ამოიღო ხმა თქვენ რომ წიოკი ატეხეთ მას მერე?

    ReplyDelete
  4. არ ვიცი...მე ფიქრო ახლა ვიწივლე და ვნახოთ აგერ :))

    კონტრაქტი მართლა ღდაობაა :)) უნდა დავდო აქ :)))

    ReplyDelete
  5. :D:D:D:D

    +1 ჩამატებულ პუნქტებს

    ReplyDelete
  6. იმ უკვე გაგზავნილ პოსტს ამასაც მიამატებენ და ორივეს ერთად დაგიბეჭდავენ :DDDD

    ReplyDelete
  7. დაწერენ ისინი ვინც გაიმარჯვა ვინც ვერა გაჩუმდებიან ასე მგონია მე.

    ReplyDelete
  8. აწი ეცოდინებათ, ვის ტრაკებში აპირებდნენ ხელის შეყოფას :დდდდდდდდდდდდდდდდ

    ReplyDelete
  9. ძალიანაც კარგი. მარა ვინ დაწერა, ერთი მანახეთ. დამიდეთ ლინკები.

    ReplyDelete
  10. ფეისბუქზე დისკუსიის დაფაზე ვნახე ახლა, სმარტს უთქვამს ახალს შევადგენთო :|
    რა არის ეს გვეკაიფება მაგათი პაკაზუხა იურისტი?

    ReplyDelete
  11. ახლა მომწერეს სმარტიდან - ხვალ დღის მანძილზე ახალ და "დაკორექტირებულ" ვარიანს მოგაწვდითო.

    ReplyDelete
  12. ყოჩაღ ლაშა. მეც მივწერე წერილი, სადაც პუნქტებად მოვითხოვდი ახსნა–განმარტებებს. მერე მივაყოლე ჩემი მოთხოვნები და პასუხის დედლაინიც დავუწესე :–)))) და პასუხიც მივიღე, რომ გაითვალისწინებენ ჩემს შენიშვნებს და მოთხოვნებს და ახალ ხელშეკრულებას გამომიგზავნიან.
    აი რა ეგონათ მაინც? რომ ერთ კრებულში ერთი მოთხრობის დაბეჭდვის სანაცვლოდ აწ და მარადის მაგათი ქვეშევრდომი გახდებოდა რომელიმე ჩვენგანი? სასწაულია პირდაპირ

    ReplyDelete
  13. შეეზარა იურისტს ზედმეტი ტვინის ჭყლეტა და ლამის მმაჩის ბიუროში მოგაწერიათ ხელი. ეგ კონტრაქტი თემპლეითია თრეფიკიორებისთვის, არ იცოდით?!

    ReplyDelete
  14. ჩემი პასუხი ოდნავ განსხვავებული იყო, თუმცა არანაკლებ ისეთი...

    თქვენის ნებართვით ლინკს დავდებ. რეკლამა რომ არ გამოვიდეს და 10 ლარი არ ამახიოთ, ისე ვიზამ, რომ არ ეჭირებოდეს: _http://bigcrow.ge/2011/01/10/tbc-lohotron/

    ReplyDelete
  15. მე ვფიქრობ, რომ ბლოგერებმა ზედმეტად კულტურულად გაეცით პასუხი. თქვენს ადგილზე უბრალოდ მივწერდი, ერთი თქვენ ბრაცი ძალიან ღრმად ხო არ გაქვთ შიგ თქო.

    ReplyDelete
  16. ხო, აი მე ვაპირებდი მიმეწერა ჩავიცუცქოთმეთქი :))) ბრაცი :))))))))

    ReplyDelete
  17. საყვარლები ეგენი

    ReplyDelete
  18. რა დღეში გაქვს ნერვები, ახალგაზრდა ხარ ჯერ..

    :უსერ:

    ReplyDelete
  19. dzalian vixalise cerilze :)))))))))

    ReplyDelete
  20. აშკარად ვიღაცამ (მწარედ) დაწყევლა თიბისი.. :)))

    ReplyDelete
  21. გაიხარე, მეც მაგრად შემომელანძღნენ :დ

    ReplyDelete
  22. dzalian vixalise cerilze :)))))))))

    ReplyDelete
  23. აშკარად ვიღაცამ (მწარედ) დაწყევლა თიბისი.. :)))

    ReplyDelete