Sunday, January 2, 2011

სტიაჟკა, სექსი და როკენროლი


დილა ჩვეულებისამებრ მობილურის ზარით დაიწყო, რომელზეც ეთერ კაკულიას ერთერთი სიმღერა მაქვს დაყენებული. კაკულიას ცოტაოდენი თუთუნი მოყვება, რომელიც ყოველთვის ტუმბოჩკაზე მიდევს. თუთუნს შევავხვევ, ქაღალდს გემრიელად გავლოკავ ჩემი დახორკლილი ენით და გავაბოლებ. რამდენიმე ნაფაზი და ჩახველება თორე სულ ათი წუთი მაქვს სამოცდამეშვიდე მარშუტკით ელიავაზე ჩავიდე, გახვრეტილ ბარდიურზე ჩემი ბოშის დრელი ჩავარჭო და პირველივე მანქანას ვეცე.

დღეს უამრავი საქმე მაქვს. სტიაჟკა მაჩაბელზე, პალიროვკა გლდანის მეოთხეში და შპაკლი იქვე გლდანში. მაგრამ მგონი დღეს გლდანს გავაცდენ _ ეშმაკობის განწყობაზე ვარ. კიდევ პარლამენტის რამდენიმე ოთახი მაქვს შესაღები. უცნაურია მაგრამ პარლამენტის და ბორდელის კედლები ერთნაირი საღებავით იკრასკება.

დღეს ბაზრობაზე ახალი დრელების პარტია ჩამოვიდა. სიმართლე გითხრათ დიდი ხანია მინდა ჩემი დრელის გამოცვლა. ეს სულაც არ ნიშნავს რომ ჩემი ძველი არ მიყვარს, მაგრამ ახლები გაცილებით კარგად გამოიყურება.

(ფოტო: სადაც გამყიდველი გურამი, დახლზე ალაგებს ახალთახალ დრელებს)


უამრავი კარგი დრელი არსებობს მაგრამ ბოშის დრელი სულ სხვაა.
(ფოტო: დრელის ტარი ახლო ხედით. ბოშის ლოგო და თითები)


შევამჩნიე რომ ახალ დრელებს სვერლოების ჩასამაგრებელზე ნარიჯისფერი ზოლი დაყვება.
(ფოტო: სვერლოების ჩასამაგრებელი, რომელსაც ნარინჯისფერი ზოლი დაყვება)


მაგრამ ყველაზე მეტად, ახალი დრელების წითელი შესაერთებელი მომეწონა.
(ფოტო: წითელი შესაერთებელი)


მესიჯი მომივიდა "ჩავასხით". ახალ სამსახურში დამხმარეებიც მყავს. საბურთალოზე პოლიმეტალიური სტიაჟკა ჩავასხით. ძალიან მომწონს ახალი სამსახური. ყველაფერი თანამედროვეა და ახალი. შპალერის კრახმალსაც კი დრელით აღარ ვურევთ _ სპეციალური მიქსერი გვაქვს. ყველაფერი თითქმის ავტომატურია მაგრამ სტიაჟკას მაინც ხელით ვასხამთ _ ეს ერთადერთია რასაც ბოშის დრელიც კი ვერ უშველის. ამიტომაც საქმე ყოველთვის ბლომად არის _ გალვანიზირებული პროფნასტილების სტრატეგიული მონტაჟის პრეზენტაცია, უნიტაზების ელექტროფიცირება, სტიაჟკა 2011 დღეების ორგანიზება და სხვა.

ახალ სამსახურში თავს ისე ვგრძნობ როგორც ელიავაზე. უბრალოდ დღიდან მისვლისა ერთი უცნაური აზრი ამეკვიატა _ ქუჩაში რომ მივდივარ ასე მგონია რომ გვერდით, რაზვადნოი კლუჩით ხელში, უზარმაზარი მისტერ მუსკული დამყვება.

უკვე 7 საათია. მალე თრეინინგზე უნდა მივიდე. ეს სვარჩიკობის მასტერკლასები არვიცი რატომღა ავიკიდე. ამ კვირაში დავალებული მქონდა ერთმანეთზე, სტუპიცის პაჩებნიკი და პადმატორნი ტულკები მიმესვარკა.

ლექცია დაიწყო. თეორიული შედუღების ნაწილში, ოსტატმა სტილიც დამიდგინა _ თურმე "ადგილზე დამდუღებელი" ვყოფილვარ. მთლად კარგად ჯერ არ მესმის ეს რას ნიშნავს მაგრამ იმედია რომ მალე გავიგებ.


სახლში მისულმა თუთუნი შევახვიე და ჩემი დახორკლილი ენით გავლოკე. ჩემს საწოლზე მისტერ მუსკულს ძინავს უდრტვინველად. საინტერესოა "ია ია ია ია ჩემი კაკულია"-ზე რატომ არცერთს არ გვეღვიძება.


თუთუნის გვერდით მობილური ინთება - "გაშრა".

8 comments:

  1. შენს ყბაში ჩავარდა ჩემი მტერი :D

    ReplyDelete
  2. აი ჩემს პაროდიას თუ გააკეთებ გაღიარებ :)))
    ფოტოებიანად.

    ReplyDelete
  3. ეს კატეგორია მხიბლავს, ლაშ :) მომწონს პოსტი :)

    ReplyDelete
  4. გმადლობთ ლიბისკა :P

    ReplyDelete
  5. ჰაჰაჰა, მაგარია.

    ReplyDelete
  6. linguistuss.com
    მადლობა ლინგვისტუს :)

    ფიქრო, სიმართლე გითხრა შენს ბლოგს არ ვიცნობი. კომენტებიდან აღმოვაჩინე და ფოტოები ძალიან მომწონს და თან ისეთი თემატური ფოტოებია ვათვალიერებ დიდი სიამოვნებით.

    მარა, ვნახოთ. მე ხო არ ვიცი როდის მეწვევა მუზა :)

    ReplyDelete
  7. ჰაჰაჰა, მაგარია.

    ReplyDelete