უსასრულობას დავაყრი მარილს
და მონატრებას დავლევ დოქიდან
რითმებს ლექსებში უაზროდ ავრევ
და ყავასთან ერთად საწოლში მოგიტან
მერე დავასწრებ მზის სხივებს კოცნას
მოშიშვლებული ნახევრად მუცლის
მე არ ვაპირებ არცერთ წამს მოცდას
მზე კი თავის რიგს, ფანჯრიდან უცდის
აგირევ მინდორს - ქათქათა ზეწარს
მთებს გამოგაცლი თავიდან - ბალიშს
საბანი ცად რომ გახურავს - მე მწამს
ცაში კი ბამბის ღრუბლები არის
უსასრულობას დავაყრი მარილს
და მონატრებას დავლევ დოქიდან
რითმებს ლექსებში უაზროდ ავრევ
და ყავასთან ერთად საწოლში მოგიტან
ნუ მაკომპლექსებ, კი არა, კარგი, ავიკიდებ ზურგზე მაგ ტვირთს..
ReplyDelete:)))))))))
კარგიუს! :*
ReplyDelete:)) ოხ ეს მუზები
ReplyDeleteვასასის გულჩვილობა არ მომწონს მე ამ ბოლო დროს მხოლოდ :)
ReplyDeleteნუ მაკომპლექსებ, კი არა, კარგი, ავიკიდებ ზურგზე მაგ ტვირთს..
ReplyDelete:)))))))))