Wednesday, January 12, 2011

Le blogger a la peau de panthère

eMuse: სრულიად ქართული ბლოგსფერო

ბლოგერობა პირველადვე, სიბრძინსაა ერთი დარგი
ინტერნეტში წასაკითხი, მკითხველთათვის დიდი ბარგი
კვლა აქაცა ალაიკებს, ვინც კითხულობს კაცი ვარგი
რასაც გინდა იმას დაწერ, ბლოგი არის ამად კარგი

ვით იუზერს ვოლი გრძელი, სტატუსების უხვად ბნევა
სხვის ლინკებზე კომენტარი, ლაიკების მარჯვედ ქნევა
მათ აგრეთვე მებლოგეთა - კრიტიკის და სიბრძნის ფრქვევა
რა მოაკლდეს ვიზიტორი, აუვარდეს თავში წნევა

მაშინღა ნახეთ ბლოგერი და მისი მეპოსტეობა
ოღონდ ბლოგს ყავდეს მნახველი, დაწეროს თუნდაც @ლეობა
მთავარი არის იმიჯი, კაიკაცობა, მეობა
ახალ პოსტს მაინც დადრაფტავს, თუნდ იყოს მისი დღეობა

მას ბლოგერი არა ჰქვია, ვინც დაწეროს ერთი ორი
თავი ყველას ნუ ჰქონია ბლოგოსფეროს თანასწორი
რა დაწეროს ერთი, ორი, უმსგავსო და მონაგონი
დასაღეჭად იყოს რბილი, ტკბილი როგორც ჟელიბონი

მეორე სახის პოსტებში, ნაწილთა მებლოგეთათა
არ ძალუთ სრულ-ქმნა სიტყვების, მსგავსად ბლოგერთა მძლეთათა
ამიტომ ნახავთ მათ ბლოგზე, ზღვას ფოტოთა და ფერთათა
ბლოგებსაც ასე არქმევენ, „მე ნანიკო“ და „მე თათა“

მესამე სახის პოსტები, არის ლიდერი ჯინეტის
ქალწულნი წერენ სექსზე და უყვართ შექება მინეტის
მათ პოსტთა ჰყვარობს ყოველი, აქვს თოხი თუ კაბინეტი
მათ გოიმებსაც კი მოსწონთ, აცვიათ ვისაც ჟილეტი

ჩემიც აწ ცანით ყოველმან, მას ვთაგავ ვინც მითაგია
ქალაქეთათვის „ის“ არის, ჩემთვის კი დღემდე „მაგია“
ერთმა სოფლელმა ბლოგერმა, შევიცან ნეტის მაგია
კომენტს თუ ვერ წერ ნუ იმჩნევ, ეს ჩემი ბლოგის ბაგია

15 comments:

  1. ოოჰო :D ბლოგოსფეროს სრული ახსნა დაიდო :D

    ReplyDelete
  2. რუსთველის შთამომავალი იქნები შენ :)
    საკაიფოა, მაგრამ გაგრძელებას ველით

    ReplyDelete
  3. "
    მას ბლოგერი არა ჰქვია, ვინც დაწეროს ერთი ორი
    თავი ყველას ნუ ჰქონია ბლოგოსფეროს თანასწორი
    რა დაწეროს ერთი, ორი, უმსგავსო და მონაგონი
    დასაღეჭად იყოს რბილი, ტკბილი როგორც ჟელიბონი"

    ჩემი ფავორიტი ტაეპი :D

    ReplyDelete
  4. ძალიან მომეწონაა :D ბლოგერი არ ვარ, მაგრამ ყველაფერში გავერკვიე დაწვრილებით :D
    LIKE LIKE LIKE

    ReplyDelete
  5. კარგად ვიცინე ამ გამოცდების ჟამსს :)))))
    მადლობაა :)))

    ReplyDelete
  6. :D:D მაგარაი ხარ!
    აჰა, ლაშარელა:
    "რომელმან შეჰქმნა ბლოგსფერო ძალითა მით ძლიერითა,
    ძალუძ ჰქნა კაცნი ეფრქვიათ პოსტი ათასგვარ ფერითა,
    ჩვენ მოკვდავთ მოგვცა წვდომანი კომენატრის და ქებისა!"

    და:
    "ბლოგერად მაშინ ხარ საქები,
    თუ პოსტზე უხვად გაქ ლაიკი,
    კომენატარებიც მრავალი
    ენა წყლიანი მზიანი..
    და წესად გქონდეს ყოველ დღე
    აფრქვიო აზრები ფრთიანი" :D:D:D

    ირინოლასგან :)

    ReplyDelete
  7. რომელი ირინოლა ხარ? :(( ისე კი მომეწონა :)))

    ReplyDelete
  8. როემლი და, ერთადერთ და განუმეორებელი :D :D :P
    მადლობა, რომ მოგეწონა..
    P.S. "ჰოო, ასე ვფიქრობ, ასე ვმსჯელობ,
    ამ ბოლო დროს ხშირად,
    მეც კაცი ვარ, ქუდი მხურავს,
    არ ვიქცევი შნირად.. " :D:D

    P.P.S. შენი ბლოგის follower-ი როგორ გავხდე მასტავლე ერთი..
    All the best, Irina Gorashvili

    ReplyDelete
  9. sweeeeeeeeeeeeeet

    jeliboniani - gansakutrebit sweet iko

    ReplyDelete
  10. კაი იყოოო :) თან ძალიან :)

    ReplyDelete
  11. რაღაც ასეთი ხო ბლოგერების კრებულშიც შევიდა? ოღონდ ის ფეისბუქზე იყო :))

    მაგარია.

    ReplyDelete
  12. კი, მეც ვნახე :)

    ჩემი სხვა პოსტია შესული იმავე კრებულში.

    ReplyDelete
  13. რაღაც ასეთი ხო ბლოგერების კრებულშიც შევიდა? ოღონდ ის ფეისბუქზე იყო :))

    მაგარია.

    ReplyDelete