Sunday, January 9, 2011

მკერდი

არაფრით შეღებილ შენ თვალებს ვემთხვევი
თითქოს და შემთხვევით შეხსნილი საკინძე
მე მთელი ღამე სიტყვებს ვაგროვებდი
და გამთენიისას ლექსებად ავკინძე

შენს სხეულს შორ გზაზე თითებით გავყვები
ტუჩებით ჩავყვები ყელიდან მუცლამდე
ხომ იცი ლექსებში, შენს განცდებს არ ვყვები
მოუცლელობიდან კანის გამოცვლამდე

არაფრით დაფარულ, ვარდისფრად შეფერილ
ნაზ მკერდზე შემთხვევით შეხსნილი საკინძე
მე მთელი ღამე სიტყვებს ვაგროვებდი
და გამთენიისას ლექსებად ავკინძე

8 comments:

  1. და სათაურში ჩაამატე "ანას" :D :სწერვასწერვასწერვა:

    ლაშარელა დაბრუნდა - ავე!

    ReplyDelete
  2. ზოგადად ლაშარელას ლექსებს, მაგრამ თუ გინდა შენც, რა ვიცი :)

    ReplyDelete
  3. ხო ხედავ, რო კითხო, არავის არ უ(გვი)ყვარს და არ ვკითხულობთ და როოგრც კი წყვეტ წერას, ეგრევე გვაკლია :D
    პოზაა ესეც, "მაგარი", "ძლიერი" გოგოების, ეგღა გვაკლია ლექსები მოგვწონდეს რიააა :D

    ReplyDelete
  4. არადა მე ძალიან მიყვარს ლექსები.
    სამწუხაროა, რომ ვერ ვწერ
    სამაგიეროდ ვგრძნობ :)
    ჯანდაბას ვიქნები სუსტი გოგო :))))

    ReplyDelete
  5. მე ვწერდი ბავშვობაში, ოღონდ შაირებს, ბებიას ვეჯიბრებოდი :D

    ReplyDelete
  6. გინდა მომჭრა თავი ხომ? გამომაჭენო საქვეყნოდ :D
    მაგას მირჩევნია ბარის სტოიკაზე ავძვრე, სტოლბას შემოვეხვიო და მერე ფეისბუქზე დავდო, მაინც აღარავის უკვირს :D

    თუ ვიპოვე რვეული-არქივი, დავდებ, ნუ ფბ-ზე მაინც, დახურულად :D

    ReplyDelete
  7. ავე მეს რაც შეეხება ასტერიქსი და ობელიქსის ბოლო სერიაში იძახის კეისარი (ალენ დელონი) და ვხალისობ ძალიან :))

    ეკა რამდენიმე შაირი დაიდოს :))

    ReplyDelete
  8. მე ვწერდი ბავშვობაში, ოღონდ შაირებს, ბებიას ვეჯიბრებოდი :D

    ReplyDelete