ის არა, პირველი ქართული "უჟასი" რომ იყო _ უარესი!
(მთელი ტექსტი იკითხება ზემო იმერული აქცენტით. თუ ვერ ფლობთ შესაბამის უნარს, გთხოვთ შეიძინოთ "იმერული კილო დამწყებთათვის").
"ჰა, მორჩა? დადგა ახალი წელი? რავალი ბათქაბუთქი იყო წუხელ? გაქონდა ზიპინ-ზიპინი? გაატანეთ ყველაფერი ცუდი წინა წელს? ახალს დაავლეთ უკვე ყველაფერი კარგი მოგიტანოთ? რავაო, მოგიტან ხვავს და ბარაქასო?
წამოწექი ახლა მაშინ და მეიფხანე ღიპი."
რაღა დაგიმალოთ და არ ვიცი, რომელი "მარშუტკის მძღოლი" ძველი წელი კი არის, ან რომელი DHL-ის ფოსტა ახალი, რომ ერთს რამე გავატანო და მეორეს ჩამოვატანინო მაგრამ, წელს დავფიქრდი რა უსამართლობაა: რამაც "გაგისხა" შეტენი ძველს და უფრო მეტად კი არ მოინდომებ, კურდღლის და მომავალი წლის იმედათ განაგრძობ ცხოვრებას.
...მაგრამ ამჯერად სულ სხვა რამეზე მინდოდა დამეწერა (სათაურს დავიმოწმებ). მას შემდეგ რაც თეთრი ღვინით და უამრავი საჭმელით გახეთქვამდე გაბერილმა კუჭმა, მთელი ღამე (თუ დღე) იმუშავა და როგორც იქნა პირწმინდათ მოინელა ყველაფერი _ გამომეღვიძა!
(სხვა ნაწერებში მრავალდ აღწერილი ნაბახუსევის გამო ეს ადგილი მონტაჟს შეეწირა).
გარეთ ქარი და "ნაკონცერტალი" თბილისი, მობილურში კი სავსე ინბოქსი დამხვდა.
ერთერთ მეგობარს თავი განსაკუთრებით გამოეჩინა, ზედიზედ მოწერილი ორი მესიჯით და კითხვაც სწორედ იქედან დავიწყე:
- ზუკა, გილოცავ ახალ წელს ბლა ბლა ბლა ხომ იცი რომ ძალიან მიყვარხარ
და იქვე მეორე
- ყველას გილოცავთ ახალ წელს ბლა ბლა ბლა და ხომ იცით რომ ძალიან მიყვარხართ.
"ზუკა არ ვიცი ვინარის მაგრამ შენც გილოცავთქო და ბლა ბლა ბლა-მეთქი" - ნაბახუსევის პირობაზე საკმაოდ გამართულად მივწერე პასუხი.
- დებილო, მეორეც ხო მოგივიდა, პირველი მარტო ზუკას ეკუთვნოდაო - და უცებ მივხვდი რომ ზუკასგან განსხვავებით "მასოვკაში" მოვხვდი.
კეთილო ხალხო, ყველამ კარგად ვიცით რომ "ფუონბუქი" ნომრებს ინახავს, ისიც ვიცით რომ სამ ლარად ნაყიდი ერთი ტონა SMS-ი არავის გენანებათ და "ოტპრავიწ ვსემ" ფუნქციაც არაა მთლად უცხო, ხოდა თუ მაინც გადაწყვეტთ, რომ ახალი წელი ყველას მიულოცოთ, "გილოცავთ"-ს იქნებ ეს "თ" ჩამოაშოროთ _ ასე ხომ თქვენი საახალწლო ბლა ბლა ბლა გაცილებით ექსკლუზიურად გამოიყურება.
P.S. სხვა საახაწლო ბლაბლაბლებს შორის იყო ერთი SMS, რომელიც მოვიდა ნომრიდან BALI. არადა სანამ თებერვლიდან ნომრების გადატანა და "ვისი ვისაშია ვერ ვარჩევ" დაწყებულა, მე ჯერ კიდევ არ ვარ ბალი _ გული მიგრძნობს მაგთის რომელიმე თანამშრომელს "კარგი" ახალი წელი გაუთენდა (ჯოხი ვახსენე და ძაღლი ხეში დავიკავო?).
:D:D:D
ReplyDeleteმეც ვერ ვიტან მასეთ მესიჯებს და არ ვაგზავნი, სათითაოდ კიდევ მეზარება, ჰოდა სულ აღარ ვაგზავნი განსაკუთრებულად ვისთვისც მინდა მილოცვა, იმათ გარდა :D
ჩემს ძმას 31ში სმს მოუვიდა: ღორის თავი მთლიანად ვიყიდო თუ ნახევარიო :D:D:D
ტეკეფონის ისეთი მოდელი მაქვს, არც აქვს სერიული მესიჯების ფუნქცია და კიდევ კაი!
ReplyDelete:D:D:D
ReplyDeleteმეც ვერ ვიტან მასეთ მესიჯებს და არ ვაგზავნი, სათითაოდ კიდევ მეზარება, ჰოდა სულ აღარ ვაგზავნი განსაკუთრებულად ვისთვისც მინდა მილოცვა, იმათ გარდა :D
ჩემს ძმას 31ში სმს მოუვიდა: ღორის თავი მთლიანად ვიყიდო თუ ნახევარიო :D:D:D