Friday, December 17, 2010

მათხოვე წამყვანი, გათხოვებ ლოგოს

ჩართულტელევიზორთან ნანახი სიზმრის ქრონიკები


თავიდან მახსოვს პირველი არხი. ნელი ოქროპირიძე მასწავლიდა საახალწლო ფიფქებისა და ბაჭიების გამოჭრას. ახლაც პირველია, უბრალოდ აღარავინ არაფერს გვასწავლის.

შემდეგ რუსული ОРТ - იქ რუსული ვისწავლე. ნეტა BBC მაინც ყოფილიყო.

შემდეგ იყო მეორე არხი და პასიანსი - ბევრს ვიცინოდი. ახლა პრაიმტაიმის რეკლამა გადის და მოსაწყენი რომ არ იყოს, რეკლამის წინ ვიღაცეები ლაპარაკობენ. მე აღარ ვუყურებ მაგრამ მირჩიეს უყურე, პასიანსზე გაცილებით სახალისოაო.

მერე იყო ნამდვილი რევოლუცია - რუსთავი2. "ნამდვილს" ვარდების რევოლუცია მოჰყვა. თვითონ "გამარჯვებული ხალხის ტელევიზია" შეირქვეს. ხალმა "ერორი" (R2) შეარქვა.

შემდეგ კი იყო იმედი, რომელმაც პანდორას ყუთი თავად გახსნა. წესით იმედად უნდა დარჩენილიყო, მაგრამ...

მერე რაღაც მოხდა. აი, კარგად რომ არ გახსოვს რა. სიზმარი ბოლომდე რომ კარგავს ფორმას, დნება და ყველაფერი ერთმანეთში ირევა და იზილება.

ერთ არხზე დიქტორის თვალის შეჩვევას ვერ ვასწრებდი, რომ მეორე არხზე ვხედავდი. მეორე არხის დიქტორებს, პირველზე. ზოგიერთს პარლამენტში მოვკარი თვალი, იძახდნენ _ ჩვენ ათას მიკროფონზე გადამხტარი და ნაჟურნალისტარები ვართო.

ისე იყო მეოთხეც _ იქ წამყვანი არ იცვლებოდა და ცხვირში საუბრობდა. სულო ცოდვილო, მეხუთეც გამახსენდა _ წამყვანი იქაც უცვლელი იყო, ოღონდ ციხეში (რა სისულელეს არ ნახავ სიზმარში).

რაღაც შოუ იყო. ქალს მიყავდა. არა ბევრი შოუები იყო და ყველა ქალებს მიყავდათ. ერთ არხზე, ქალები მეორე არხიდან იძახდნენ "ლობისტები ვართო". მეორე არხზეც ამბობდნენ, პირველზე რომ ქალები არიან ლობისტებად, ჩვენები არიან და უყურეთო.

მერე ერთმა კაცმა ერთი არხიდან, მიაკითხა ვიღაც ქალს მეორე არხზე გადაცემაში. უთხრა მეც ლობისტი ვარ იმ სხვა არხზეო. მერე ეს ქალი ისევ ვნახე, თავის გადაცემაში, რომელსაც თავისი სახელი ერქვა _ კაცი რომ იყო მოსული სხვა არხიდან ლობისტიაო. მერე დარბაზს გახედა. დარბაზმა ტაშიო. წამყვანმა დარბაზს ბრავოო.

მერე მივრბოდი. არა, გაქცევა მინდოდა მაგრამ ვერ მივრბოდი. "მე არ გიყურებთ და თქვენ რატო მიყურებთ-მეთქი" ვყვიროდი, მაგრამ ვიტყუოებოდი. თვალი ოდნავ ღია მქონდა _ უფროსწორად თითქმის დახუჭული.

მერე მივხვდი რომ თავს ვიტყუებდი და თვალი გავახილე.

გამომეღვიძა.

უსიამოვნო შეგრძნება გამომყვა.

7 comments:

  1. ვაი რომ სიზმარი არ არის ეგ :D

    ReplyDelete
  2. მომეწონა

    ReplyDelete
  3. იყო დრო, აი მაშინ, ვარდების რევოლუცია რომ ხდებოდა, ჩემს ტვ-ს ჩიპი, თუ რაცაა, გაუფუჭდა და მარტო ერთი არხი - რუსთავი2 (მაშინ ასე ერქვა;)) გაითიშა. მთელი რევოლუციის პერიოდი ისე გადავიარეთ, რუსთავი2ზე რა გადიოდა ოჯახში არ ვიცოდით და ო რა ბედნიერი ვიყავი, ალბათ რამდენი წლის სიცოცხლე დავზოგეთ მაშინ :D ახლა, წესით ყველა არხი უნდა გამოვრთო, იმდენი ნერვების მომშლელი ინფორმაცია და ისტერიული ტონი მოდის :|

    ReplyDelete
  4. au momewona da mecotava:) ragac gagrdzeleba minda :))

    ReplyDelete
  5. sakmaod liriuli chanaxatia, magram me tqveni sakmarisad basri iumorit gazavebuli qmnilebebi ufro momcons. N.

    ReplyDelete
  6. ვაი რომ სიზმარი არ არის ეგ :D

    ReplyDelete
  7. მომეწონა

    ReplyDelete