თითქოს მთელი ღამე წვეთ-წვეთ გროვდებოდაო, მზის სხივები ერთიანად გადმოეღვარა მოხუც მთებს მხრებზე და არემარეს მოეფინა... - ასე მოთხრობაში, ისე კი ერთი არაფრითგამორჩეული დღე გათენდა.
არც მზე ანათებდა ნორმალურად, არც ღრუბელი იყო საკმარისი. ალაგ-ალაგ, ნერვებისმომშლელად ქარს წამოუვლიდა და უბერავდა.
SMS-მა გამაღვიძა. საზეიმოდ მაცნობეს _ საკრედიტო ბარათზე "შესატანი მინიმუმი". ვერაფერს იტყვი _ მხიარული დასაწყისია.
შემდეგ არაფერი განსაკუთრებული: აბაზანა, საუზმე, სამოსი... მოკლედ, როგორც ხდება.
შევატყვე, ვცივდებოდი და ოფისში მისვლამდე აფთიაქში შევირბინე.
- რაიმე გაციების, თუ შეიძლება - ვთქვი და ტელევიზიით დაჩვეულს, ასრუტუნებული ცხვირისკენ თითი გამექცა
- ჩაი თუ ტაბლეტები?
- სულერთია
- ჩაი. ლიმნით თუ მალინით?
- სულერთია
- მთლიანი კოლოფი თუ...
- სულერთია - ვუპასუხე პროგრამის "ინსტალაციებით" დაჩვეულმა "Next, Next" რეჟიმში და დასრულების ნიშნად პლასტიკური გავუწოდე.
- ღიმილებს აგროვებთ? - მკითხა გოგონამ და გამიღიმა
- ღიმილებს არა მტრედებს - ვუპასუხე სისწრაფეში, თუმცა მერე გამახსენდა, რომ სულაც ვაშლებს ვაგროვებდი და სულელურად გავუღიმე.
- და არ გნებავთ "ღიმილები"? - მკითხა გოგონამ და ეხლა მან გამიღიმა სულელურად
- არა, "ღიმილს" "ვაშლი" მირჩევნია - დავტოვე აფთიაქი ჩემივე ფრაზით განცვიფრებულმა.
ლიმონი - გავიღიმე კმაყოფილმა და ოფისს გადავხედე.
დღეს შაურმას არ შევჭამ - ვუთხარი ჩემს თავს მკაცრად და სუპერმარკეტისკენ შევუხვიე.
- უკაცრავად, ბონუს ქულებს აგროვებთ? - მკითხა სალაროსთან მოკლე კაბაში გამოწყობილმა გოგომ.
- არა, "ლაიკებს" ვაგროვებ... ფეისბუქზე _ ავუჟუჟუნე თვალები
ნომერი მაინც არ მომცა _ დამპალი. აუ, სულ დამავიწყდა _ მზიას სუნამო უნდა ვუყიდო. მზია ჩემი საცოლეა. დღეს დაბადების დღე აქვს.
- რომელი სუნამო? - გავიმეორე გამყიდველის შეკითხვა და ვიტრინებს თვალი გადავავლე.
აუჰ... სახელი დამავიწყდა. არადა გასული დაბადების დღიდან მოყოლებული "შემოუშვა ბაზარი".
- იცით, ზუსტად კი არ მახსოვს მაგრამ, მგონი რაღაც "სტელაჟი"...
- ასეთი არაფერი გვაქვს, სამწუხაროდ - დაიმორცხვა გამყიდველმა
- და "პოლი"?
- "პოლო" ხომ არა? - გადამამოწმა გამყიდველმა
- არა, არა... პოლო არა. სტელაჟი, ლენონი, ესტელა, ასტრიდი? - მაღაზიაში არეული სურნელებივით ამემღვრა აზრებ.
- იქნებ დაურეკოთ?
- არა, არა... გავიხსენებ... ლენონი, ესტელა, ასტრიდი, სტელაჟი... სტელა... სტელა მაკარტნი - ვიბღავლე გახარებულმა
ნახევარმა მაღაზიამ, რომელიც ჩემგან და გამყიდველისგან შედგებოდა, გაფართოებული თვალებით შემომხედა.
- 200 ლარი - ეხლა მე შევხედე ნახევარ მაღაზიას გაფართოებული თვალებით.
- იცით, ეს სუნამო აღარ შემოდის, ამიტომაც... სამაგიეროდ "არომა ბარათს" გადმოგცემთ_ ზედ არომაქულებს დააგროვებთ - დამამშვიდა გამყიდველმა.
- ოხ, მზია შენი... ვაშლებს რო ვაგროვებ, ეგ არ მეყოფა - ჩავიბურტყუნე და მაღაზიიდან გამოვედი.
შეთხელებული საფულე რამდენიმე ახალი ბარათით დამძიმებულიყო.
დაბადების დღის გადახდა რატომღაც რესტორანში გადაწყვიტა. არა, მეძახე ახლა სნობი მარა მზიასგან მეტსაც უნდა ველოდე წესით.
ბოლო "მითინგი" გაგვიგრძელდა. ტაქსისკენ თავით გავექანე _ "მზიასთან" რო დავაგვიანო "სტელა", უკან მომრჩება.
- აქეთ გადაკეტილია, უნდა შემოვუარო - გამახარა მძღოლმა.
"...ი-უ-და" გავარჩიე ბოლო სიტყვები. არა, ერთი "წყევლა" ან "მიტინგ" ბარათი ამათვთის ახლა მადლი იქნებოდა, ვიფიქრე გულში გაბრაზებულმა.
- ხუთი ლარი? - გადმოვყარე თვალები "ტორპედოზე".
- რავქნა, ძმაო...
- ინებეთ - მივაჩეჩე "ორი დიპლომის" და გაძვირებული საწვავის აბზაცამდე არმისულ მძღოლს
ნეტა "ტაქსი" ბარათი მაინც მქონდეს, კილომენტრებს დავაგროვებდი - გავიფიქრე და სახინკლის წინ "თმებგაუთოვებულ" მზიას ლარიან, პრიალა ქაღალდში გახვეული ორასლარიანი სტელა ზურგსუკან დავუმალე.
***
ანგარიშთან ერთად პლასტმასის ნაჭერი ამოვაძრე და ოფიციანტს გაკვირვებულმა ავხედე:
- ეს ჩვენი "სტუმარბარათია" - ამიხსნა ოფიციანტმა
- რას ვაგროვებ?
- ყოველ ორმოცდაათ ლარზე ხუთ ხინკალს!
- მაშინ ერთი ოცი ხინკალი უნდა მქონდეს?!
- დიახ!
- მომიტანე!
არგინდა! ნასვამი ხარ! - გამოიდო თავი ცოლობაზე ჩემმა ქალიშვილმა საცოლემ.
***
ბორდელში როგორ გამეღვიძა ნამდვილად არ მახსოვს. ვიღაც კი მოხდენილად მედგა თავზე.
ძლივს ავიკრიბე. სალაროსთან მივედი და არაცნობიერად განცდილი სიამოვნებისთვის ანგარიში მოვითხოვე.
თქვენ ჩვენი კლუბის დაგროვებითი ბარათი გეკუთვნით: შავ ბარათზე კიდეებიდან განათებული, ცენტრისკენ სიბნელეში შთანთქმული ორი მუხლი ძლივს გავარჩიე.
ნეტა აქ რა ჯანდაბას ვაგრვოვებ _ ვიფიქრე უნებლიედ და გაციებულ ქუჩაში გავედი...
***
თითქოს მთელი ღამე წვეთ-წვეთ გროვდებოდაო, მზის სხივები ერთიანად გადმოეღვარა მოხუც მთებს...
zalian momecona! p.s. ragacit nodar dumbadze gamaxsena. N.
ReplyDeletegenialno! : )
ReplyDelete:D:D:D
ReplyDeleteაუ რა კაი იყო, დილის შემდეგ :D
და ტაქსი ბარათი მართლა მაგარია, რატო არ არსებობს? :D
ვიხალისე და ვისიამოვნე :))
ReplyDeleteვააააა, რა კაია იყოოოო:). მე არაფერზე ვაგროვებ "ვაშკლებსა" და "ღიმილებს". აშკარად დროა დავიწყო. 20 ხინკალს ეხუმრები ?! :))
ReplyDeleteძალიან მომეწონა :))
ReplyDeleteლაშა, გეხერხება შენ ჟიზნენი რამეების წერა რაღა დაგიმალო და,, :)
:დ :დ შე არაეზოთერიკო პროზაიკოსო :დ :* ვიცინე ბევრი, ანუ – კარგია ძალიან !
ReplyDeletearaushavs, romelime yoveldgiuri Jurnalis an gazeTis iumoritul gverds mouxdeboda...............
ReplyDeleteნობელის პრემია არც ასტრიდ ლინდგრენისთვის მიუციათ, მაგრამ....
ReplyDeleteძალიან კარგი იყო, სულმოუთქმელად წავიკითხე :)