იმღერე რამე, თუნდაც უკვე მრავალჯერ ნამღერი - დაბნეული მომხარებელი
მე რომ დოინ.ჯი ვიყო ჩემს პოსტს ასე დავიწყებდი. მაგრამ ლაშარელა ვარ და თავს შევიკავებ.
მოკლედ, წუხელ საქართველოს ბანკმა, პროფილს უყურეთ იცოდეთ, თორე "მაივიდეოზე" მოგიწევთ ყურებაო _ გამოაცხადა საკუთარ კედელზე. როგორც წესი პროფილს ინტერნეტში განმეორებით ისედაც ვუყურებ, თავისი დაპაუზებებით და გადახვევებით, მაგრამ ამჯერად უფრო მეტი ინტერესით მოვიმარჯვე პულტი და "ახლა უკვე iPad-იანი, კვლავ დიასახლისურიმიჯს დაბრუნებული, უძღები წამყვანის", არც თუ ისე სრუტუნა შოუს "ჩავუჯექი".
აქეთ ლუდი და ჩიპსები, იქეთ მეგორები...
მოკლედ ბიჭოლას ლუივიტონის ჩანთიდან დახურდავებული და 3 ლარიან ბალიშებს თავს შემოტარებული სიფთის, ინგას პოლიტიკური თავისმართლების "კათოლიკური იყო ხალხო ის კაბა და იმიტომ გადავიღე ფოტო თორე მართმადიდებლურით სამონაზვნო ფორმით როგორ გავბედავდიო" და ჯეოსტარელების მიერ შესრულებული მწემსების პაროდიის შემდეგ, საიდუმლო გაცხადდა.
სტუდიაში ნინი ბუკია შემოვიდა, რომელმაც საქართვეოს ბანკის საახალწლო კონკურსის იდეა გააჟღერა (ნი, თუ ამ პოსტს კითხულობ, საჯაროდ გეუბნები რომ ძალიან მიყვარხარ :) ).
იდეა შემდეგია: საიტიდან უნდა გადმოწერო, ფონოგრამა, იმღერო და სამოყვარულო კამერით გადაიღო კლიპი. მთავარი პრიზი არის მოგზაურობა პარიზში :ჯუნუნუნუუუუ:
[youtube http://www.youtube.com/watch?v=qkapCiISlCc&fs=1&hl=en_US&rel=0]
არადა, აქაც ოცნების ქალაქში მოგზაურობა თამაშდება.
ხოდა, ის იყო საგონებელს მივეცი _ ვიმღერო თუ ვიცეკვო-მეთქი, კიდევ ერთმა ბანკმა დამირეკა და იპოთეკური სესხი 11%-ში შემომთავაზა. ასე, რომ "საქმე ცეკვა-სიმღერის ნაცვლად" _ ბოლოს და ბოლოს კრეატივსაც ხომააქვს თავისი დიაპაზონი?
ახლა პროკრედიტ ბანკმა რომ დამირეკოს და 11%-ში სესხი შემომთავაზოს ისეთს ვიცეკვებ თინას ლეკური მონაგონი იქნება :D :D :D
ReplyDeleteვაიმე, ნეტა სესხი ამაღებინა და... ბალეტსაც ვიცეკვებ და არიასაც შევასრულებ, აკრობატულ ილეთებსაც დავუმატებ და რა ვიცი რას არა ოღონდაც...
ReplyDeleteშენ რამე უკეთესს მიფიქრებ, არ გაგიჭირდება :)
ReplyDeleteპროფილი რატომ აირჩეს? არ მინახავს, არც ახლა მოსმენის საშუალება არ მქონდა რომ მუსიკალურად შემეფასებინა ეს ვიდეოები. ისე, თიბისის რეკლამა მომეწონა, ხალისიანია.
პარიზშიც მინდა...
სესხიც მინდა...
............................................
არაფერი აღარ მინდა დასვენების გარდა ....დასვენება მინდააააააააააააა...პარიზში მინდააა
ReplyDeleteსიმართლე ვთქვა მე თიბისის რეკლამა უფრო მომწონს, მაგრამ ვინაიდან ვიზა ფესტივალი არ მაქვს პარიზში წასასვლელად კლიპის ჩაწერა მომიწევს. სადმე ზოოპარკში მე და ლომი ერთად ვიმღერებთ ფორთოხლების გარემოცვაში. მართალია ამ იდეას ასე დაუპატენტებლად კი ვწერ აქ, მაგრამ მკითხველის კეთილსინდისიერების იმედი მაქვს....
ReplyDeleteმე პარიზში მინდა , ოღონდ ჩემმა მეგობარმა რომ გაიმარჯვოს და მე დამპატიჟოს. რა მაგარი იქნებიდა :)
ReplyDelete