შენ - მოწყენილი ჩემი ცოლი
მე - მოსაწყენი ქმარი
დალაგებული საწოლი
დაწნარებული ქარი
წლებში გავლილი მდინარე
თმები ჭაღარა თითქმის
სარკეში ვერ ცნობ ვინარის
ჩემზეც იგივე ითქმის
რა მოხდა მერე, ვიცხოვრეთ
ისე, ურბალოდ, ჩვენთვის
დაბერდებით და ნახავთო
აწი ვერავინ გვეტყვის
შენ - მონატრება ჩემი ცოლის
მე - წარსული შენი ქმრის
ცხოვრება მტკივა - სრულდება
და წყნარი ქარი ქრის...
ძალიან ლამაზი და ცხოვრებისეული ლექსია :)
ReplyDeleteხან წაკითხვას ვერ ვასწრებ, და ახლა, ასეთი ხანგრძლივი პაუზა... :(
ReplyDeleteხან წაკითხვას ვერ ვასწრებ, და ახლა, ასეთი ხანგრძლივი პაუზა... :(
ReplyDelete