მაგ გარუჯულ კანზე
ჩავაცურებ ხელებს
მე დავარტყამ ნაფაზს
შენ კი დაგახველებს
როგორ მიყვარს კოცნა
მაგ ნარუჯი კანის
ყელზე ძარღვის ფეთქვა
გაჟრჟოლება ტანის
მომრგვალება მკერდის
ზედ დაფენა დარდის
და გამოცდა ბედის
როცა გარეთ ბარდნის
მაგ გარუჯულ კანზე
სვირინგს ამოქარგულს
კეფაზე და მკლავზე
შენს გაბზარულ ფრანგულს
ისე ხარბად ვკოცნი
ბრაილია თითქოს...
არ მოიხსნა მძივი
ლამაზია - იყოს
ლექსიც ლამაზია :)
ReplyDeletevery sexy :****
ReplyDeleteმელოდიურია საოცრად ლაააშ...მომესმა თითქოს
ReplyDelete(ნეენ)
<3 share <3
ReplyDeleteარ მოიშალოთ წერა,
ReplyDeleteლამაზია,იყოს :)
<3 share <3
ReplyDelete