Sunday, December 26, 2010

სარეცხის თოკი

შენი კაბა
ჩემი ზედა
ღამით მთვარე
დღისი მზე და
გასაშრობად გაფენილი
ოცნებები
შორი გზა და...
მზესთან მარტო დარჩენილი
ცაც სათოვრად
მოემზადა

ცივი ქუჩა
მოგონების
შენი სახლი
მარტოსული
თბილი ქეჩა
ჩემი ქურქის
რძე ქურაზე
გადმოსული

გაწეწილი ჩემი ზედა
მოკეკლუცო შენი კაბა
მზე საკოცნად მოემზადა
მაგრამ თავი შეიკავა

ჩემი ზედა
შენი კაბა...

2 comments:

  1. იმდენად კარგია, არც კი ვიცი რა ვთქვა.:) წინასაახალწლო არ ვიცი, მაგრამ ძალიან თბილია :):)

    ReplyDelete
  2. ახლა ყველაფერი უნდა მათქმევინო?!

    რომ არ ვკითხულობ ლექსებს, ისიც?!

    :უსერ:


    :))))

    ReplyDelete