Tuesday, December 21, 2010

ლამაზი დღე, ლამაზი მზე და სიმპატიური პრეზიდენტი

ჩემმა მეგობარმა, ლინკი გადმომიგზავნა იქნება და შთაგაგონოს და რამე დაწეროო. შთაგონება არ ვიცი და გაბადრული და გაღიმებული კი ვზივარ კომპიუტერთან.

ნუ იტყვით და საპარლამენტო უმრავლესობამ "ერთგულება და პატიოსნება" აჩუქა თურმე ბატონ პრეზიდენტს დაბადების დღეზე (მისთვისაც დაეტოვებიათ რამე).

მეც სანამ ყვითელ პრესაში წავიკითხავდე, "რომელი საჩუქარი უხარია პრეზიდენტს ბავშვებზე მეტად და რა არის მისთვის მაპზე უკეთესი", თავს არა და ფანტაზიას მივეცი უფლება გაეშალა ფრთები და აეშვა აფრები.

მოდელირებული ქრონიკა რა იყო და წარმოვიდგინე ვინ რას აჩუქებდა ბატონ პრეზიდენტს დაბადების დღეზე:


საერთაშორისო თანამეგობრობა:
ნატოს გენერალური მდივანი, ანდერს ფოგ რასმუსენი _ MAP-ზე უკეთესზე უკეთესს.
რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი _ "Blueberry Hill" სიმღერის მინუს ფონოგრამას.
სტივ ჯობსი _ ახალ iPad-ს, ახლა უკვე სველი თითებით მუშაობის მხარდაჭერით.
კომპანია ლეგო _ შუშის კონსტრუქტორს.
მარკ ცუკერგბერგი _ დამატებით 300 000 ლაიკს.
თოვლის ბაბუა _ დეკორაციას "ჰეპი აილენდისთვის" რომელიც 20%-ით ზრდის კუნძულის კარბონეიტრალურობას.

ცხოველთა სამყარო:
დინოზავრი _ აღმოუჩენელი ნაკვალევის GPS კოორდინატებს.
დელფინი _ წიგნს "ცურვა დამწყებთათვის"


ქართველი ერი:
ზეზვა _ ბაბუამისის დანატოვარ გერბს, ევროპული წარმომავლობის შესახებ.
მზია _ დინოზავრის ლავიწზე გამომცხვარ მჭადს (ახლა არ თქვა, სიმინდი ამერიკიდან შემოვიდაო).
კომპანია ბარამბო _ შოკოლადის ჰალსტუხებს.
მიმინო _ კოლეგიალური სოლიდარობის ხაზგასასმელად "ლარისა ივანოვნას" ტელეფონის ნომერს.
სოფო ნიჟარაძე _ the best of 2010
სვანები _ ამოყირავებულ საბაგირო ბოძებს წარწერით: "ასე მტერი დაგეცალოს".



მე კი ერთი უბრალო კაცი ვარ, პოსტებს ვწერ და ბლოგზე ვინახავ, ხოდა სხვა არც არაფერი მაბადია რა. ასე რომ მთელი გულით და სულით გჩუქნით ამ პოსტს ბატონო პრეზიდენტო და გისურვებთ თქვენი ოცნებების 99%-ით ასრულებას. ის 1% იყოს მაინც _ ცხოვრების,ოპოზიციის და მდგრადი ეკონომიკური განვითარების აზრია.

3 comments:

  1. არცერთი კომენტარი იმ პოსტზე, სადაც პრეზიდენტია ნახსენები :D მდაააა

    ReplyDelete
  2. "თქვენი ოცნებების 99%-ით ასრულებას" --შენ რაც დაუწერე ეგ რო აუსრულდეს მგონი მეტს აღარც არაფერს ინატრებს !!! :)

    ReplyDelete
  3. "თქვენი ოცნებების 99%-ით ასრულებას" --შენ რაც დაუწერე ეგ რო აუსრულდეს მგონი მეტს აღარც არაფერს ინატრებს !!! :)

    ReplyDelete