Wednesday, December 1, 2010

დავკვალიანდეთ

ტიპს ძმაკაცი დაპატიჟებს გრუპავუხაზე*. ბნელ ოთახში ამბავი მიდის, დანდობა არაა.

2 საათის მერე ეს ძმაკაცი წამოხტება, შუქს აანთებს და ყვირის:

- აი ახლა დავკვალიანდეთ თორე უკვე 2-ჯერ მომ@ყნესო :)

***
მო@ყვნით არა, მაგრამ ჩემი სახლის წინ ტროტუარი მერამდენედ გადათხარეს. თხრის აბსოლუტურად ყველა, ვისაც არ ეზარება და ვისაც წყვილი წერაქვი და ბარი ეგულება სადმე: თელასი, თბილისის წყალი, გაზის გამანაწილებელი კომპანია (ყაზტრანზჯანდაბას ის სამი სიტყვა მირჩევნია) და (როგრც რეკლამებში არის ხოლმე) ახლა უკვე "კავკაზუს ონლაინიც"!

არა, თხარონ და იყონ, კი ბატონო. ვინ სად რას "გათხრის", რა ჩემი საქმეა. არა, რატო დავმალო და ატალახებული ტროტუარი ნამდვილად არ მაწუხებს, პირიქით _ ფეხსაცმელების გაწმენდა მაინც მეზარება და ასე კიდევ თავს ვიმართლებ, სულ გადათხარეს და აატალახეს ეს ქუჩები-თქო.

უბრალოდ მერიას ახლადდაგებული გაზონის თუ ასფალტის ხელახლა დაგება უწევს თითეულ ჯერზე და მე, როგორც "კეთილსინდისიერ გადამხდელს" (სხვათაშორის ეს სიტყვა აქტიურად პიარდება ჰოლივუდურ ფილმებში და "მარიონეტული მთავრობისა" და "შეშფოთებული ევროპის" პარალელურად იქნებ ჩვენებმაც დანერგონ?), მაწუხებს სრულიად უაზროდ დახარჯული ჩემი ფული _ კი მაგრამ "თხრილი ვჭამო მერე მე"?


მაიმუნობას რომ მოვეშვა, მერიას ძალიან მარტივად შეუძლია წლის დასაწყისში დაიბაროს ქალაქის ყველა პოტენციური "მთხრელი" და ნამუსის ამყრელი და კითხოს: "აბა ბიჭებო, ვინ რას ვისთან და როგორ აპირებთ"? შემდეგ კოორდინირებულად მიყვნენ და სხვის ნასუფრალზე არა, მაგრამ სხვის განათხრელზე იქნებ მეორემაც ნახოს ხეირი?


იქნებ, დავკვალიანდეთ მაინც ჰა?




*გრუპავუხა - ჯგუფური სექსი**
**სექსი - უმსგავსო საქციელი



9 comments:

  1. როგორ მენანება ამხელა ფანტაზია და კრეატივი მხოლოდ ამ ბლოგზე რომ იხარჯება :)))

    ReplyDelete
  2. რა ხდება, გრეპერიმეტრს გითხრიან თუ ძირს?

    ReplyDelete
  3. აუუ ან მე ვარ სიცილის ხასიათზე, ან ეს არის ერთ-ერთი საუკეთესო პოსტი ამ ბლოგზე! ლაკონური, ზუსტი და ძალიან ხალისიანი :D

    ცრემლებამდე ვიცინე :D

    ReplyDelete
  4. მე ანეგდოტზე ვიცინე;-) ამათ რა დააკვალიანებთ, ეგ ბევრად მარტივი ,,უმსგავსო საქციელის” დროსაა;-))
    დამეთანხმეთ ახლა:-)
    (ნეენ)

    ReplyDelete
  5. სე, ეგ ანეკდოტი ცოტა სხვა დაბოლოებით ვიცი მე :D

    ReplyDelete
  6. es yvelaperi kargi, magram yvela "rom"-is cin mdzime ar icereba, ara! :)

    ReplyDelete
  7. კი, კი როგორ არა :))

    უბრალოდ მაგაზე ბევრს არ ვფიქრობ :) ჩემი მეგობრები პოსტფაქტუმ მეხმარებიან პუნქტუაციურ/გრამატიკულ/მორალურ კორექტივებში :)

    ReplyDelete
  8. დღევანდელი დღის, ჩემი ზე-უნიჭიერესი აღმოჩენა ხარ:))

    ReplyDelete
  9. 1 რამე მიკვირს ) აქამდე როგორ ვერ გიპოვე? )) კარგია ეგრე გააგრძელე..

    ReplyDelete