გინახავთ გადაცემა "ადამიანი VS ბუნება" (Man vs Wild)?
აი, მე ვუყურებ ხოლმე. გადაცემის შინაარსი შემდეგია: გადაცემის წამყვანს ტოვებენ მსოფლიოს რომელიმე მიკარგულ, რთულად გაუვალ წერტილში და მან უნდა შეძლოს თავს გადარჩენა ბუნებრივ პირობებში. ამასთან ხელთ მხოლოდ, რამდენიმე ნივთი (ზურგჩანთა, ცეცხლის ჯადოსნური ამთები კაჟის ქვა, დანა და ა.შ.) აქვს.
მოკლედ, რას არ გააკეთებს ადამიანი რომ გადარჩენს. ხან ჭიაღუებს ჭამს, ხან მატლებს, სადღაც ჯანდაბაში ნაპოვნ გალაყებულ კვერცხს, მკვდარ სკუნსს და ა.შ.
თუმცა შიმშილი, წყურვილი, სიცივე და სხვა გარემოებები, იმდენად აღძრავს ადამიანში გადარჩენის სურვილს რომ ის ყველაფერზე არის წამსვლელი.
ვუყურებ გადაცემას, სადაც წამყვანი გვიზიარებს თავის გამოცდილებას, როგორ უნდა მოვიქცეთ საველე პირობებში. მეც აღრფთოვანებული ვარ წამყვანის ცონითა და გამოცდილებით.
მაგრამ ბოლო პერიოდში მივხვდი, რომ მე არაფრით ჩამოვუვარდები ზემოთაღნიშნული გადაცემის წამყვანს. მეტიც _ გარკვეულ წილად ვჯობივარ კიდეც მას. ამასთან დავასკვენი _ იმისათვის რომ გადარჩენისთვის იბრძოლო, სულაც არ არის აუცილებელი დაგტოვონ ისეთ რთულად გაუვალ ადგილებში როგორიც არის: საჰარის უდაბნო, ამერიკის დიდი კანიონი, ანტარქტიდა... (ეს ერთგვარი ეგზოტიკა და ტურიზმიც კი არის).
გაცილებით რთული პირობების შესაქმნელად საკმარისია 2 ოთახიანი "ბინა მუხიანში" _ ადამიანი VS ბინა.
დიახ, თქვენ გეცინებათ. თქვენ, ვისაც ოთახს კარმას გაზის გამათბობელი გიგუზგუზებთ, დილით კი მეუღლის, დის ან დედის (ან ყველასი ერთად) გაკეთებული საუზმის თავბრუდამხვევი სუნი გაღვიძებთ. მაგრამ დამიჯერეთ _ ეს სასაცილო ნამდვილად არ არის.
მე სრულფასოვნად შევისწავლე გადარჩენის ტექნიკა, ისეთ რთულ ურბანულ ლანდშაპტში, როგორიც არის _ "ბინა მუხიანში".
ვისაც, ეს გადაცემა ნანახი გაქვთ წარმოიდგენთ ალბათ როგორ დავდივარ ოთახიდან ოთახში. ვეძებ ჭურჭელში ჩარჩენილ ბრინჯისა და წიწიბურას მარცხვლებს, რომ ვჭამო უმად. დიახ, უმად რადგან გაზი ხომ დიდი ხნის წინ გადამიჭრეს.
ვეძებ და ვპოულობ კარადის ქვემოთ დამალულ ტარაკნებს, საშინლად მომანჭული სახით ვჭამ მათ და ვუხსნი ჩემს წარმოსახვით ოპერატორს და შესაბამისად მაყურებელს, რომ ტარაკანი მართალია გემოთი ძალიან გავს ტარაკანს, მაგრამ სამაგიეროდ ის შეიცავს ბევრ ნახშირწყალს.
ვაჩვენებ მათ, როგორ უნდა გაათბონ წყალი მზის სხივებით და დაიბანონ ტანი სველი პირსახოცით.
დაუგონ მახე აივანზე დაფრენილ მტრედებს, რადგან იქვე დანთებულ ცეცხლზე უგემრიელესი თეთრი ხორცი ააშიშხინონ და დააგემოვნონ.
როგორ უნდა დაემალონ ისეთ საშიშ მტაცებლებს როგორებიც არიან შუქისა და გაზის ინკასატორები, როდესაც ისინი მტრედებზე ნადირობის დროს მოგკრავენ თვალს, კორპუსის ეზოდან.
როგორ უნდა გათბე იატაკიდან აყრილი პარკეტით, სახელდახელოდ მოიწყო ღამის გასათევად საწოლი და მრავალი სხვა.
...და უკვე ავღნიშნე, ეს ყველაფერი გაცილებით რთულია ვიდრე ერთი შეხედვით ხრიოკ და მომაკვდინებელ საჰარის უდაბნოში მოგზაურობა. გადაცემის წამყვანს ვჯობივარ-მეთქი დავიტრაბახე და მართლაც ასეა: ჩემგან განსხვავებით მას საკუთარი თავის გადარჩენაშივე უამრავ ფულს უხდიან. ასე რომ გადარჩენის დამატებითი, ასე ვთქვათ ერთგვარი ფინანსური მოტივაცია, გარკვეულ წილად აუფერულებს კიდეც მის მიერ ჩადენილ გმირობებს.
ბოლო დროს კი მეგობრები შემომიჩნდნენ ცოლი მოიყვანეო. არადა თვითგადარჩენის ინსტიქტი მკარნახობს, რომ ექსტრემალურ სიტუაციებში ისეთი გამოცდილი ადამიანიც კი, როგორიც მე ვარ, ცოლის პირობებში ნამდვილად ვერ გადარჩება. თუმცა ვინ იცის _ იქნებ ახალ რეალურ შოუსაც _"ადამიანი VS ცოლი" როგორმე ავუღო ალღო.
[youtube http://www.youtube.com/watch?v=bIhIb_qZR4g&w=640&h=390]
P.S. პოსტის დაწერისას არცერთი ცხოველი არ დაზარალებულა. ცოლის შესაძლო მოყვანასთან გაჟღერებული ფაქტები სიმართლეს არ შეესაბამება.
შემეცოდე :(
ReplyDeleteსაქმეს მიხედე. :/
ReplyDeleteბოდიში :(
ReplyDeleteგეთანხმები, მსგავს ბინაში ცხოვრება და თვითგადარჩენა უფრო რთული საქმეა ნამდვილად. :))) მით უფრო თუ საჭმლისგან გამოცარიელებულ სახლში ვირთხებიც არ ძვრებიან და მხოლოდ მტრედების იმედზე უწევს კაცს ყოფნა. :)))
ReplyDeleteმოგიკვტა ჩემი თავი, ტეტა რა ვუყოთ , რა ვუშველოთ ამ ბიჭს? :D
ReplyDeleteკაი, იმ 85$-იან რაღაცას მაინც გამოგიწერ და გექნება .... და შიმშილი :D:D:D
ბოდიში :(
ReplyDeleteგეთანხმები, მსგავს ბინაში ცხოვრება და თვითგადარჩენა უფრო რთული საქმეა ნამდვილად. :))) მით უფრო თუ საჭმლისგან გამოცარიელებულ სახლში ვირთხებიც არ ძვრებიან და მხოლოდ მტრედების იმედზე უწევს კაცს ყოფნა. :)))
ReplyDelete