ახლა ერთი პატარა იდეა მომივიდა. იდეა რა - საკმარისია უყურო რომელიმე საინფორმაციოს, სადაც ჯერ გაერთიანებული ქვითრებით და ცხოვრებით გაღიზიანებულ ლეიბორისტებს გაჩვენებენ, ხოლო შემდეგ 20 ლარიანი ვაუჩერებით გადარჩენილ, გაჭირვების ზღვარს ქვემოთ მყოფებს და მათ გადამრჩენელ და გულუხვ "ძლიერთა ამა ქვეყნისა" ხალხს.
მოდით თანმიმდევრულად მივყვეთ მოვლენებს. სანამ ქვითრები გაერთიანდებოდა, მოხდა წყლისა და დასუფთავების თანხების გაძვირება...არა, არა. უფრო ადრიდან დავიწყოთ:
ჯერ ავსტრალიაში იყო წყალდიდობა, რამაც გაანადგურა ბრინჯი
მერე ბრაზილიაშიც (აქ ყავა განადგურდა)
მერე ტაილანდში (აქ შაქარს ეტირა დედა)
მერე ჩინელებს გაეხსნათ მადა (პირდაპირი გაგებით)
და მსოფლიოს ასეთი კატაკლიზმების გამო, საქართველოში გაძვირდა პროდუქტები და შედეგად 12% ინფლაცია მივიღეთ.
(სამართლიანობა მოითხოვს და უნდა აღინიშნოს რომ ბრაზილიისა და ტაილანდის წყალდიდობებს შორის, ბოჩელის კონცერტი იყო, თუმცა არამგონია ეს რაიმე შუაში იყოს).
ფაქტია, რომ ინფლაციისა და დაცლილი ბიუჯეტის ფონზე გაძვირდა არამხოლოდ ბრინჯი და დაწესდა რამოდენიმე პოპულარული ჯარიმა _ შეუკრავი ღვედებისა და დაბურული შუშების გამო, არამედ 75 თეთრით გაძვირდა წყლის გადასახადიც.
ამასთან ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ამოქმედდა ერთიანი ქვითრის პრინცპი (წყალი, დასუფთავება, შუქი- მოცემული ტრიადიდან რომელიმეს გადაუხდელობა იწვევს შუქის ავტომატურ გათიშვას).
საინტერესო კი ის არის, რომ გარდა ბრაზილიისა და ტაილანდის წყალდიდობებისა ყველა სხვა დანარჩენ პროცესი სახელმწიფოს ინიცირებულია.
ახლავე მოგახსენებთ რაშიც არის საქმე:
მოგეხსენებათ დასუფთავების მოსაკრებელი პირდაპირ სახელმწიფო ხაზინაში ირიცხება. მოსაკერბლის მოსახლეობის გადახდის მაჩვენებელი კი ძალიან დაბალი - 20% გახლდათ. ერთიანი ქვითრის შემდეგ ეს მაჩვენებელი 100% ძალიან მიუახლოვდება.
ამასთან წყლის საფასურის გაძვირებას 75 თეთრით, სახელმწიფოს პირდაპირი ნებართვა ჭირდება "სემეკის" სახით. ამასთან წყლის შემთხვევაშიც გავითვალისწინოთ რომ მოსახლეობის გადახდის მაჩვენებელი აქაც კატასტროფულად დაბალი იყო (ამას GWP-ის მიერ შეთავაზებული უამრავი აქციაც მეტყველებს).
ერთიანი ქვითარის შემოღებაც, მხოლოდ ბიზნეს გადაწყვეტილება, რომ არ არის და ამას სახელმწიფოს მხრიდან "დაბრო" ჭირდება, ალბათ რთული მისახვედრი არ უნდა იყოს.
ისმის კითხვა: რის სანაცვლოდ მისცა სახელმწიფომ თბილისის წყალსა და დასუფთავების სამსახურს ტარიფის გაძვირების და ერთიან ქვითარზე გადასვლის ფუფუნება?
ხომ არ უნდა ვივარაუდოთ, რომ ამის მიზეზი გამოფხეკილი ბიუჯეტის მცირედით შევსება, ბათუმის კიდევ უფრო გაქათქათება, პატრულზე რამდენიმე სიმღერის ჩაწერა და ახალი წლისთვის კონცერტის ჩატარებაა (ისე, ნეტა ვინ იმღერებს წელს სოფო ნიჟარაძესთან ერთად)?
რატომ უნდა ვივარაუდოთ _ მგონი უმჯობესი იქნება თუ პირდაპირ ვიანგარიშებთ. მოდით ერთად ვნახოთ, რამდენად გაიზარდა ზემოთ აღნიშნული კომპანიების შემოსავალი (ყველაზე უხეშად).
წყალი:
კომპანია GWP 400 000 აბონენტს ემსახურება.
ვივარაუდოთ რომ თითო ოჯახში საშუალოდ 3 სულია.
გამოდის რომ თითეულ აბონენტზე 3x75 = 2,25 ლარი
400 000 აბონენტის ჭრილში - 400 000*2,25 = 900 000 ლარი ყოველთვიურად
ამას დავუმატოთ 50%-ით გაზრდილი "ამოღება" (ძველი ტარიფით): (3x2,4*400 000)*50% = 1 440 000 ლარი
სულ წყალი: 2 340 000
ახლა დასუფთავება (სადაც ტარიფი არ გაზრდილა მაგრამ ამოღების კოეფიციენტი გაიზარდა 80%-ით):
აბონენტები აქაც 400 000-მდე არის
ტარიფი 1,2
საშუალოდ რა თქმა უნდა აქაც 3 სული ვიანგარიშოთ ოჯახში
მაშ ასე: (1,2*3*400 000)*80% = 1 152 000
სულ სახელისუფლებო სანქციებით გაზრდილი ყოველთვიური შემოსავალი: 3 492 000 (ნუ ვთქვათ რომ რაღაცეები ძალიან ცუდად ვიანგარიშეთ და 3 მილიონ ლარამდე ჩამოვიყვანოთ).
თქვენ როგორ ფიქრობთ, მიტინგების საფრთხის შემცველ "ერთიანი ქვითრის" და "ტარიფის გაძვირების" რისკს რამდენად შეაფასებდა მთავრობა? ხო, ხო - ანუ ამ 3 მილიონიდან წილს რამდენს მოითხოვდა? მმმ.... მოდით ამას შევეშვათ მაგრამ იმას კი ვიტყვი რომ თვეში 3 მილიონი წლიური 36 მილიონია (ამის დედა ვაიტირე, ერთ ნორმალურ შუშის ხიდსაც არ ყოფნის ისე).
ახლა ვნახოთ რა ჯდება 20 ლარიანი ვაუჩერი. რა ჯდება და 20ჯერ 400 000 ანუ = 8 მილიონი ლარი.
შემოსავალი 36 მილიონი ლარი, ხარჯი 8 მილიონი - მოგება 28 მილიონია. ამასთან 20 ლარად მომადლიერებული გაჭირვების ზღვარს ქვემოთ და ზემოთ მყოფი ამომრჩევლები და ომახიანი პრეზიდენტი საპარლამენტო ტრიბუნასთან.
აი, სწორი მენეჯმენტი, რამდენიმე სწორი გადაწყვეტილება და წელიწადში 28 მილიონიც მზად არის - გაბოროტებული და წარუმატებელი ადამიანები კი იტყვიან, რომ საქართველოში ბიზნესის კეთება რთულია _ ნურას უკაცრავად!!!
P.S. სანამ პოსტს ვწერდი, პრეზიდენტის გამოსვლა დაიწყო პარლამენტში _ ვიცი რომ ხალხს უჭირსო. მიხარია რომ იცის. რაღაც მაინც ხომ უნდა გამიხარდეს, პრეზიდენტი ლაპარაკობს ბოლოს და ბოლოს.
===========================================================================================
ძაღლი ახსენე და ჯოხი ხელში დაიჭირეო (ან პირიქით):
2-მა სუპერ ზეენერგიულმა ქალბატონმა (აი, არჩევნების დროს რო შემოვიდნენ ქოქოლით და ოდნავ დაქაჩული თვალებით ჩემს ბინაში) წითელფერებში გადაწყვეტილი ვაუჩერი დამიტოვა - უცნაური წარმომავლობის თაბახის ფურცელზე ხელმოწერის სანაცვლოდ.
საინტერესო კი ის არის, რომ "წითელი ფურცელი" პრაქტიკულად არაფერს ნიშნავს - ანუ ისედაც ავტომატურად ჩამომექვითება მომდევნო თვეში -20 ლარი შუქზე. (თუ ვინმეს გინდა აჩუქო, მაინც უნდა მიხვიდე ენერგო კომპანიაში და იქ ჩვეულებრივი, შავთეთრი ფურცელზე რომ დამეწერა განცხადება, კრედიტის სხვისთვის გადაცემაზე არა?)
რა საჭირო იყო ამ ქალბატონების ასეთ ქარიან ამინდში შეწუხება?(ნეტა რამდენი ასეთი ქალბატონი შემოივლის თბილისს და თითეულს რამდენს უხდიან, ამ უფუნქციო მაგრამ წითელი ფურცლების დარიგებაში?)
ან ამ ფურცლებში, ან ამ ქალბატონების სიარულში რატომ იხარჯება ფული, ასეთი სასტიკი კრიზისის დროს? - ეს ყველაფერი ხომ (როგორც ახლაა მოდაში) სახლიდან გაუსვლელადაც (უფროსწორად სახლებში მიუსვლელად) შეიძლებოდა გაკთებულიყო? :)
ლაშა დასუფთავების ტარიფი 1.2 დან 2.5–დე გაიზარდა ;)
ReplyDeleteრაც შეეხება ვაუჩერს თებერვლის ქვითარში უკვე გაქვითული მოვიდა 10 ლარი. დანარჩენი 10–იც ალბათ ავტომატურად მარტში გაიქვითება. ასე რომ სულ ტყუილა დაბეჭდეს ის ვაუჩერები
ReplyDeleteსულ ტყუილად არა. წითელდროშებიანი ფურცელი მაქვს ახლა სახლში (5-იანი არ აწერია - რა მოხდა მერე?)
ReplyDeleteდა ვინც სახლში არ დახვდათ, კარებზე ისეთი ლამაზი წითელჯვრებიანი ფურცელი ჩამოუკიდეს (სასტუმროებში რომარის ხოლმე "არ შემაწუხოთ") გული დამწყდა, რატო ვიყავი სახლშიმეთქი :)
რამდენს უხდიან და თითოს 100 ლარს, ერთჯერადად რა თქმა უნდა
ReplyDeleteნეტა რამდენი ბინა უნდა მოიაროს ამ 100 ლარად და სულ რამდენი ქალია დაკავებული ამ პროექტით?
ReplyDeleteაჰა, ერთი "გუუბრყვილო" სტატია ამ თემაზე: http://www.tabula.ge/article-3050.html
ReplyDeleteწყალი 1 ადამინზე 2.40 ღირს...
ReplyDeleteეჰ, ჩემთან ეგ წითელი ფურცლებიც არავის მოქვს. მარტო ქვითრები :|
ReplyDeleteრაც შეეხება ვაუჩერს თებერვლის ქვითარში უკვე გაქვითული მოვიდა 10 ლარი. დანარჩენი 10–იც ალბათ ავტომატურად მარტში გაიქვითება. ასე რომ სულ ტყუილა დაბეჭდეს ის ვაუჩერები
ReplyDeleteრამდენს უხდიან და თითოს 100 ლარს, ერთჯერადად რა თქმა უნდა
ReplyDeleteეჰ, ჩემთან ეგ წითელი ფურცლებიც არავის მოქვს. მარტო ქვითრები :|
ReplyDelete