Tuesday, February 15, 2011

სკანდალი ბალი ბიჭუნას და სმარტ ბიჭუნას იგვლივ

დღეს, "თბილისი მარიოტში" გაიმართა ქალთა უფლებების დამცველი _ "ქალები კაცებს ვჯობივართ" ორგანიზაციის პრესკონფერენცია.

პრესკონფერენციის მესვეურებმა გამოთქვეს პროტესტი და ღრმა შეშფოთება ქართული კომპანიების მიერ გამოყენებული მამრობითი სქესის პერსონაჟების სიმრავლის გამო.

"ბალი ბიჭუნა, სმართ ბიჭუნა და არცერთი გოგონა! ეს არის ქალთა უფლებების უხეში დარღვევა და გენდერული თანასწორობის პრინციპის უგულვებელყოფა, რომელიც გაეროს, ევროკავშირის, ევროსაბჭოს და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ არის დაცული." _ აცხადებენ პრესკონფერენციის ორგანიზატორები.

ორგანიზაციის მოთხოვნას შეუერთდნენ ლეიბორისტები, რომლებმაც თავის მხრივ განაცხადეს, რომ ყველაფერი "ამ მთავრობისა და პირსისხლიანი რეჟიმის ბრალია".

კონფერენციამ უკვე ჰპოვა გამოხმაურება ცხოველების დამცველ არასამთავრობო ორგანიზაციებში. მათ, თავის მხრივ, დაამატეს, რომ ქართული კომპანიები არღვევენ არა მხოლოდ გენდერულ ბალანს, არამედ ცხოველთა უფლებებსაც, მათ სარეკლამო კამპანიებში და მარკეტინგულ აქციებში გამოყენების გზით. მაგალითისთვის მათ მოიყვანეს საქართველოს ბანკის ლომი, ავერსის მტრედები და კომპანია GPC-ს ზღარბები.

მოთხოვნას უსამართლო უწოდეს კომპანია GPC-ს წარმომადგენლებმა. მათი განცხადებით, სარეკლამო რგოლში გამოყენებული ზღარბი არის მდედრობითი სქესის და ამასთან მათ გააჩნიათ ზღარბის წერილობითი თანხმობა, სარეკლამო რგოლებში მონაწილეობასთან დაკავშირებით.

ჯერჯერობით კომენტარისგან თავს იკავებს საქართველოს ბანკი და ავერსი, თუმცა ჩვენ კორესპონდენტთან არაოფიციალური საუბრის დროს საქართველოს ბანკმა განაცხადა, რომ ისინი მას შემდეგ აღარ თანამშრომლობენ ლომთან, რაც ის დათანხმდა "ნარნიას ქრონიკების" მეორე ნაწილის გადაღებებში მონაწილეობას.

ხვალ სასტუმრო "რედისონში" გაიმართება "ლესბო-გეი-ბისექსუალ-ტრანსექსუალთა" საბჭოს რიგგარეშე სხდომა. როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, სხდომის მთავარი მიზანი იქნება ბალი ბიჭუნასა და სმარტ ბიჭუნას უფლებების დაცვა და მხარდაჭერა.

ამ ფაქტთან დაკავშირებით ჩვენ დავუკავშირდით სმარტ ბიჭუნას, რომელმაც სატელეფონო ინტერვიუში განაცხადა, რომ არის გეი, მას და ბალი ბიჭუნას უყვართ ერთმანეთი და ის არ აპირებს ორიენტაციის შეცვლას, მანამ სანამ მის პატივსაცემად ფეისბუქზე გახსნილი გვერდის ლაიკების ოდენობა არ მიაღწევს 400 ათასს.

"ერთხელ და სამუდამოდ უნდა მოისპოს ამ ქვეყანაში ლაიკების კონკურსები, დაიგმოს კომპანიების მიერ მამრი თოჯინების გამოყენება და მათი ძალადობრივი გზით გალესბოგეიბისექსუალტრანსვისტიტება. ჩვენ აუცილებლად შევუერთდებით ხვალინდელ აქციასაც" - განაცხადა ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა.

ჩვენი გუნდი ყურადღებით ადევნებს თვალყურს მოვლენების განვითარებას. დამატებით ინფორმაციას ჩვენ შემგომ გამოშვებებში შემოგთავაზებთ.

2 comments:

  1. თქვენთან ერთად ვგმობ ყოველგვარ ”ლაიკების” კონკურსებს, ”დათაგვებს” რაღაც გაურკვეველი წარმომავლობის ყოვლად უმსგავსო ფოტოებში, რომლებზეც როგორც წესი გასახულნი არიან ცხოველები ან/და არარეალური სხვა არსებები გულებით, დათვბით, თაიგულებითა და სხვა უაზრო აქსესუარებით. რაც შეეხება ”საქართველოს ბანკის” ლომს, არ მგონია ნარნიას ქრონიკებში ”ასლანის” როლი ითამაშოს, რადგან ის ეჭეშმაროტად ქართველი ლომია და არამართლმადიდებლურ, მასონურ ზღაპარში არ იკადრებს მონაწილეობის მიღებას. ვოტ ტაკ!!!

    ReplyDelete
  2. თქვენთან ერთად ვგმობ ყოველგვარ ”ლაიკების” კონკურსებს, ”დათაგვებს” რაღაც გაურკვეველი წარმომავლობის ყოვლად უმსგავსო ფოტოებში, რომლებზეც როგორც წესი გასახულნი არიან ცხოველები ან/და არარეალური სხვა არსებები გულებით, დათვბით, თაიგულებითა და სხვა უაზრო აქსესუარებით. რაც შეეხება ”საქართველოს ბანკის” ლომს, არ მგონია ნარნიას ქრონიკებში ”ასლანის” როლი ითამაშოს, რადგან ის ეჭეშმაროტად ქართველი ლომია და არამართლმადიდებლურ, მასონურ ზღაპარში არ იკადრებს მონაწილეობის მიღებას. ვოტ ტაკ!!!

    ReplyDelete