Tuesday, February 22, 2011

ხალხურ მოტივებზე

ქალავ გიხდება ლაიკი
ზღვის ფოტოები ვოლზედა
იქნებ აქ მაინც გაგცვალო
ამ ჩემ ურჯულო ცოლზედა

დაგიფრენდ-დაგილაიკებ
დაგიკომენტებ ფოტოებს
ვიცი რომ ვერას გაიგებ
ფეისბუქ ჩართულ რომ ვტოვებ

ქალავ ამ რიჟრაჟს რომ ხედავ
მზე შენთვინ ავაყენეო
შენი ლამაზი სახელი
სტატუსად დავაყენეო

მე შენი კედლის შემჰყურე
ვერ ვისვენებ და ვბოგინებ
ნეტაი იმ დღე მომასწრო
ჩემთან რომ დაგაLoginებ

4 comments:

  1. :დ :დ :დ :დ ლოოოლ. ძაან მაგარი იყო <3

    ReplyDelete
  2. პოეზია უნდა შემიყვარდეს:დ

    ReplyDelete
  3. :)))))))))))))))))))))))))



    თ, თ.

    ReplyDelete
  4. აი, ძაან მაგარია!!
    იგ

    ReplyDelete