წუხელ სანამ მიმეძინებოდა, კიდევ ერთხელ ჩამოვუარე ტელეარხებს. არჩევანი ერთ-ერთ ჰოლივუდურ ფილმზე შევაჩერე, სადაც წამებით გამოასწრეს ამოყირავებულ მანქანას, რომელსაც ცეცხლი მოედო და აფეთქდა. აფეთქების მაშტაბი ისეთი იყო მივხვდი, რომ ქართული კინომატოგრაფია ვერასოდეს შექმნის ჰოლივუდის მსგავს ფილმებს ან თუ შექმნის საშინლად ყალბი გამოუვა.
ჩემი მოსაზრების გასამყარებლად, რამდენიმე მაგალითს მოვიყვან:
1. ქართულ ფილმში მანქანა ვერასოდეს აფეთქდება ისე ეფექტურად, როგორც ჰოლივუდის ფილმში, რადგან თითქმის დაცლილი ბაკით ეს შეუძლებელია.
2. ქართულ ფილმში გამნაღმველი, ვერასოდეს გააჩერებს ნაღმს 1 წამით ადრე, რადგან ადგილზე რამდენიმე საათის დაგვიანებით მივა.
3. ვერასოდეს შთანთქავს აზვირთებული ოკეანე ქართლის დედას.
4. საქართველოს დიდი ქალაქების თავზე, ვერასოდეს ჩამოეკიდება მფრინავი თეფშები, რომლებიც მტრულად იქნებიან განწყობილნი ჩვენს მიმართ. ხაჭაპურით, ქართული ფოლკლორით და სადღეგრძელოებით აღფთოვანებულები ვერასოდეს გაგვიმეტებენ გასანადგურებლად.
5. საქართველოში ვერ იფრენდა ბეტმენი და სპაიდერმენი - სატელეფონო და ელექტრო სადენების მიწისზედა გაყვანილობის გამო.
6. ქართულ ფილმებში ვამპირები ვერასოდეს დალევენ ვერავის სისხლს, რადგან ამ ფაქტს მკაცრად დაგმობდნენ ლეიბორისტები.
7. ფილმში საქართველოს პრეზიდენტს არ მოუწევდა ექსტრემალურ ვითარებაში თვითმფრინავის მართვა, რადგან ამას ისედაც აკეთებს _ "ლაივში".
8. ქართულ ფილმში მხოლოდ კომპიუტერული გრაფიკის დახმარებით თუ აჩვენებდნენ ლეზბოსურ სექსს, რადგან ორივე როლის თამაში შორენა ბეგაშვილს მოუწევდა.
9. საქართველოში ვრასოდეს გადაიღებენ ფილმს ზომბებზე, რადგან ეს ფილმი ყველას თემო საჯაიას კლიპის გაგრძელება ეგონება.
10. საქართველოში ვერასოდეს იარსებებს "ადამიანი X" - რადგან აქ ყველა ყველას იცნობს.
ვერ გადავიღებთ და ნუ გადავიღებთ _ ყველა ჰოლივუდისა და ბოლივუდის თავზეც გავიარე.
(ახლა წარმოიდგინეთ თვალებდაქაჩული ლევან გაჩეჩილაძე, პარლამენტის წინ მიტინგზე)
- ქალთველებოოოოოოო.... ღვინო, დუდუკი, ქალები _ ეს დოლი-ვუდია!
ბრავო - ლესბოსურმა სექსმა დაგლიჯა :)
ReplyDeletesagol :))
ReplyDeleteძალიან მომეწონა....... :))))))))
ReplyDeletesagol :))
ReplyDelete