Sunday, February 13, 2011

ჯგუფური სიყვარული

თუ არსებობს ჯგუფური სექსი რატომ არ უნდა არსებობდეს ჯგუფური სიყვარული?

რა თქმა უნდა _ აუცილებლად უნდა არსებობდეს!

მოგეხსენებათ, ხვალ 14 თებერვალია _ სიყვარულის დღე. ამ, ღირსშესანიშნავ დღესთან დაკავშირებით გეპატიჟებით ხვალ, დილის 9 საათზე, რუსთაველის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე.

ბიჭებს გთხოვთ გეცვათ, შავი ტყავის კურტები, ან გრძელი შავი პალტოები. გოგოებს "დუტის" კურტკები ან მზიანი ამინდის აღსანიშნავად მაისურები, წინიდან წარწერით "YES" და უკანიდან "NO".

ბიჭებმა თან იქონიეთ, 5 ლარიანი, გამჭვირვალე პრიალა და კრაჭუნა პარკში გახვეული, ერთი ცალი შავი, ხელოვნური ვარდი.

მსვლელობა დაიწყება 10 საათზე, წინასწარ განსაზღვრული მარშუტით: "რუსთაველის მეტრო-თავისუფლების მეტრო-პუშკინის სკვერ-ალექსანდროვის ბაღი-რუსთაველი".

ზემოთაღნიშუნლ მარშუტს გავივლით, რამდენჯერაც მოვასწრებთ (და რაც უფრო მეტს მოვასწრებთ უკეთესი!) საღამოს 6 საათამდე.

ვიმოძრავებთ ერთ დიდ ჯგუფად შეკრული. ყველა ბიჭი, ერთდროულად გაუყრის "პადრუჩკას" გვერდით მდგომ გოგოს, ხოლო გოგოები თავის მხრივ დაადებენ კდემამოსილად თავს და დაყნოსავენ ბიჭების მიერ მოტანილ 5 ლარიან, გამჭვირვალე პრიალა და კრაჭუნა პარკში გახვეულ, შავი ფერის ხელოვნურ ვარდს (მინდა მოგიწოდოთ ბიჭებს, გაითვალისწინოთ გასული წლის "ჯგუფური სიყვარულის" აქციის მონაწილეთა გამოცდილება და არ იყიდოთ ვარდები ლილოს ბაზრობაზე, რადგან მოცემულ ბაზრობაზე წარმოდგენილი ჩინური წარმოების ვარდები არის ტოქსიკური და უკიდურესად საშიში ჯანდმრთელობისთვის).

ამასთან, მე როგორც აღნიშნული ღონისძიების იდეის ავტორი, დამფუძნებელი და ერთპიროვნული ორგანიზატორი ბოლო წლების განმავლობაში, კიდევ ერთხელ განვმარტავ: "ჯგუფური სიყვარულისა" და ჯგუფური სეირნობის აქცია, არამც და არამც არ გადაიზრდება ჯგუფურ სექსში _ ამას პირადად მე და ჩვენი მოძრაობის აქტივისტები არ დავუშვებთ!

თუმცა სექსის მსრუველებს განგიმარტავთ რომ "ჯგუფური სიყვარულისადმი" მიძღვნილი დღის დასრულებისთანავე, თქვენ შესაძლებლობა გექნებათ, ინდივიდუალურად დაკავდეთ სექსით თქვენთვის სასურველ პარტნიორთან.

გისურვებთ ჯანმრთელობას, სიხარულს, სიკეთეს, ბედნიერებას და რაც მთავარია ბევრ სიყვარულს.

უდიდესი კდემამოსილებით, მოწიწებითა და პატივისცემით
მოძრაობა ჯგუფური სიყვარულის იდეის ერთპიროვნული ავტორი, დამფუძნებელი და ორგანიზატორი
ლაშა კვანტალიანი

10 comments:

  1. ვასასი, არასოდეს თქვა არასოდესო, ხომ იცი შენ :D
    ისეირნო კი არა, შეიძლება გაბრდღვიალებულ ბაღშიც "იკოცნავო" :D

    ხოდა , ლაშა, დილი 9 საათი რა უბედურებაა? სამსახურში მისვლაც რო მოვასწროთ? ისე მე მაწყობს, რუსთაველის მეტროდან ალექსანდროვის მიმართულებით, გზის 4/5-ზეა ჩემი სამსახური :D

    ReplyDelete
  2. ლაშა მე შენ უფრო რომანტიკული მეგონე :)

    ReplyDelete
  3. მმმ..

    მართლა? :გულზემომეშვასმაილი:

    რა დროს ხარ ისა.. :უსერ:

    :D :D :D :D :D

    ReplyDelete
  4. ლაშ, შენს გვერდით მიგულე, "გესეირნებით"..ჰაჰა D:D:D:D
    პატივისცემით, ირინოლა

    ReplyDelete
  5. დღეს ვნახე ეგეთი რამდენიმე წყვილი, კაკრაზ მაგ ტერიტორიაზე ^_^
    რა საყვარლები იყვნენ <3

    ReplyDelete
  6. ეჰ, რა დროს არა ვარ თბილისში, თორემ ჯგუფური სიყვარული მისწრება იქნებოდა ახლა ჩემთვის, თუნდაც პრე-მამაპაპურ პოზებში :დდდ

    ReplyDelete
  7. ძვირფასო ლაშა,გილოცავთ წარმატებით ჩატარებულ კიდევ ერთ "ღონისძიებას"! :P ამას სამშობლო არ დაგივიწყებთ!

    ReplyDelete
  8. ვასასი, არასოდეს თქვა არასოდესო, ხომ იცი შენ :D
    ისეირნო კი არა, შეიძლება გაბრდღვიალებულ ბაღშიც "იკოცნავო" :D

    ხოდა , ლაშა, დილი 9 საათი რა უბედურებაა? სამსახურში მისვლაც რო მოვასწროთ? ისე მე მაწყობს, რუსთაველის მეტროდან ალექსანდროვის მიმართულებით, გზის 4/5-ზეა ჩემი სამსახური :D

    ReplyDelete
  9. ეჰ, რა დროს არა ვარ თბილისში, თორემ ჯგუფური სიყვარული მისწრება იქნებოდა ახლა ჩემთვის, თუნდაც პრე-მამაპაპურ პოზებში :დდდ

    ReplyDelete