Sunday, September 23, 2012

Хлопья

მას უყვარს რძე და ფანტელები
და უყვარს მოსმენა ზღვის
სახლებზე ძველი ანტენები
რომელზეც ჩიტი ზის

მას უყვარს მოსმენა წვიმის ხმის
და უყვარს უჩემოდ ყოფნა
უყვარს საღამო ივლისის
და ყვავილების მორწყვა

დიდი ქვა, ძველი სახლის უკან
მდინარე ეზოს წინ
და სეირნობა უბანუბან
როცა იქ არავინ...

დილით როდესაც რიჟრაჟია
მოსმენა წვიმის ხმის...
მას უყვარს მთელი სამყარო
მე კი უბრალოდ ის

1 comment:

  1. გაიხარე განწყობის გაპოზიტიურებისათვის!.. :* :)

    ReplyDelete