Friday, September 14, 2012

გრხხხხხხხხხხხხხხხ

ცამ დაიმხო ყველაფერი თავზე
როგორც გრგვინავს ზუსტად ისე წვიმს
ამ წვეთებით სული ამოვავსე
და ჩემს გვერდით რომ არახარ
მწყინს

ცამ დაუშვა, გადმოღვარა თქეში
აივანზე ამ წვეთების ხმას
და წვეთების თითქოს უღრან ტყეში
ველოდები, რომ ვაკოცო მას

ცამ დაიმხო ყველაფერი თავზე
ვიცი ამ დროს სველი შენი თმები
დაწოლილი შენს უბრალო მკლავზე
უშენობას მაინც ვერითმები

ცამ დაიმხო ყველაფერი თავზე
როგორც გრგვინავს ზუსტად ისე წვიმს
ამ წვეთებით სული ამოვავსე
და ჩემს გვერდით რომ არახარ
მწყინს

2 comments:

  1. მეც მწყინს რომ არ არის ჩემ გვერდით, მაგრამ ხვალ ვნახავ, ხვალ! შეყვარებულ გულზე რა ეშხით იკითხება შენი ლექსები :)

    ReplyDelete