ზემოაღნიშნული პოსტით და ერთერთი მეგობრის ისტორიიდან შეკითხვით "ვისი კაბა მაცვია?" შთაგონებულმა, შევეცადე ნაუცფათევად შემედგინა შეკითხვათა ათეული, რომელთა დასმა ნაბახუსევზე განსაკუთრებულად არ იქნებოდა სასურველი.
მაშ ასე:
- ვისი შარვალი/კაბა მაცვია?
- წუხელ მიშა თავხელიძის სადღეგრძელოს მართლა ვამბობდი?
- მათრახი ჰიპოდრომიდან გამოგვყვა?
- მაია მულატკა ლექსად წავიკითხე?
- სუხიშვილები პარლამენტის თავზე ვაცეკვე და გადავუღე?
- სახიდან "დედა მიყვარხარ" რატო არ ირეცხება?
- პროფილში უნდა წავიდე ჩემი ცხოვრების ისტორია უნდა მოვყვეთქო?
- შლოპანცი გაწიეთ და კვერცხები შემიწვითქქო?
- მუხლები რატომ მაქვს დალურჯებული?
- კურიერში აჩვენებენ, ღამით ნასვამმა პირმა პრეზიდენტის ადმინისტრაციის წინ ცეცხლით "მიყვარხარ" დაწერაო და მე მამგვანებ?
ნაბახუსევის პირობაზე მგონი 10 უხერხული შეკითხვა ჩემგან საკმარისია. დანარჩენებზე თქვენი იმედი მაქვს - კომენტარები სხვა რისთვის არსებობს? :)
vin xar ,aq (loginshi) ra ginda? :) classicaa :)
ReplyDeleteხო, აი მაგაზე ვფიქრობდით მაგრამ ვთქვით რო ბანალურია და თან ქარტულად ვერ ჩამოვაყალიბეთ :))
Delete