მომენატრა კანი შენი ხორკლიანი
სუნი ქვიშის, შემომძრვალი ნესტოში
შენს მუცელზე ფეხშიშველი ბოდიალი
და ჰამაკი, ნებივრობა ეზოში
მომენატრა შენი ცელქი ენით ლოკვა
პირში გემო, ჩარჩენილი მარილის
ეს სურვილი აღარ ვიცი როგორ მოვკლა
შენს სხეულზე დაცემული არილის
მომენატრა შენი ვერცხლის სამაჯური
ღელვა მუცლის, წამოშლილი ქაფებად
ევკალიპტის ტყე შენს წელზე გადასული
შიშველ მკერდზე გადაცმულ ჭრელ კაბებად
მომენატრე მოხარშული სიმინდივით
ხურდასავით გადაცვლილი სხვაში
ვეღარ გიტან მოღრუბლული ამინდივით
აღარ მინდა შენში, ანუ ზღვაში
შენმა მუზებმა აშკარად გამოიღვიძეს :)
ReplyDeleteუბრალოდ ზღვა მომენატრა :)
ReplyDeleteვაა, რაღაც ძაან დამწვარი ხარ :)
ReplyDeleteDv0rsky
ReplyDeleteლექსი ეძღნება თავიდან ბოლომდე ზღვას - ეს ერთი :)
და მეორე - ყოველთვის მაგრად ვხალისობ ჩემი ლექსებისა და რეალობის არაადეკვატურ (საპირისპიროც კი) დამოკიდებულებას, როგორ აღიქვამენ :)
რამდენი წელია არ გინახავს? :)
ReplyDeleteმოდი ასე ვთქვათ - რამდენი ხანი არ მიცურავია ზღვაში...
Deleteძალაინ ბევრი წელი. გახსენებისაც მეშინია ნინი. მგონი 7 :) ან 5..არ მახსოვს :)
ადრე, ადრე... ძალიან ადრე ვიყავი დასასვენებლად ბოლოს :)
მერე? შენ ხომ მაინც გაძლევენ შვებულებას?
Delete1 კვირა სხვა ქალაქიდანაც შეიძლება მუშაობა.
აქამდე ვერ ვახერხებდი. ვნახოთ. :)
Deleteრა მაგის პასუხია და.
Deleteშენი ბლოგ ლისტი ჭედავს?
ჩემს 8 თვის წინანდელ პოსტს აჩვენებს :დ
Done - გავასწორე :)
Delete