Friday, July 27, 2012

გაკეთებული ლექსი

ახლა კარგად ვხვდები რას ნიშნავს "მუსიკის კეთება"
თურმე "ლექსების კეთებაც" არის შესაძლებელი - უბრალოდ, ხელით და გონებით.
ხოლო როცა კალიოპე ან კლიო მოგედება ზურგზე თავისი თბილი, შიშველი მკერდით, გონება დაბინდულს და სისხლამღვრეულს ყურთან მოგიტან ტუჩებს და ცხელი ჰაერით გიჩურჩულებს რა უნდა გააკეთო, შენ არღარ აკეთებ - შენ ქმნი!


შენ გრძნობ ჩემს ლექსებს, უსიტყვოდ, უთქმელად
მეც სიზმრად შენი თმა რამდენჯერ მინახავს
და ყდის გარეშე გადაშლილს, ფურცლებად
შენი სხეული, ჩემს ფიქრებს ინახავს

სიტყვებად, ხაზებად, ხმებად და ბგერებად
გაბედე, ხანდახან იყავი სულელი
მე შენ მენატრები დაშლილ თმის ღერებად
რომელსაც ზაფხულის მზესავით სულ ელი

წამოდი, და რამე მითხარი, უბრალო
რა მოხდა, რომ შენთვის მე დღემდე უცხო ვარ
ვიცი ვერ მიხსენებ, ბარათის პინივით
არა და მე გიცნობ, დროიდან უხსოვარ

შენ გრძნობ ჩემს ლექსებს, უსიტყვოდ, უთქმელად
მეც სიზმრად შენი თმა რამდენჯერ მინახავს
და ყდის გარეშე გადაშლილს, ფურცლებად
შენი სხეული, ჩემს ტუჩებს ინახავს



5 comments:

  1. ლექსები კეთდება აქ, ხომ?! :))))

    ერორის სლოგანისა არ იყოს.. :)

    P.S. ლაშ, ასოების აკრეფას მთხოვს და ამოურთე ეგ რაღაცა.. :)

    ReplyDelete
    Replies
    1. რა ასოების აკრეფას? :) ვერ მივხვდი. ბლოგერი სულ შეცვლილი დამხვდა :)

      ახალი ლექსები კეთდება აქ! :))

      Delete
    2. რა ასოების აკრეფას და, მოდერაცია გაქვს ჩართული. კომენტარს რომ ვწერ, ეგრევე კი ვერ ვუშვებ, ასოებს მიგდებს და იმის აკრეფას მთხოვს. სეთინგებიდან შეცვალე.. :*

      Delete
  2. უი, ვსო. გასწორებულა.. :)

    ReplyDelete
  3. vasasiko, shen rom ar iyo, albat mteli tseli dagveglijeboda nervebi mag asoebis tserit.. :)))

    ReplyDelete