- მაშინებს ხალხი, რომელთა კედელზე მხოლოდ პატრიარქის ფოტოებია
- მაშინებს ხალხი, რომელთა კედელზე მხოლოდ ოპოზიციური სულისკვეთების პოსტებია (გამონაკლისის გარეშე)
- მაშინებს მთავრობა, რომელსაც ოცდამეერთე საუკუნეში, თავის მხრივ სიტყვის თავისუფალი გავრცელება აშინებს და საკუთარ მარცხთან აიგივებს
- მაშინებს შსს ახალი მინისტრი
- მაშინებს შეძახილი ჯოს-ჯოს-ჯოს
- მაშინებს ირანის ბირთვული პროგრამა
- მაშინებს ამერიკის საგარეო ვალი
- მაშინებს გამონაყარი მარცხენა დუნდულზე
- მაშინებენ ჭკვიანი დემაგოგები, რომლებიც თეთრზე შავიაო კი არა, ამტკიცებენ რომ უფერო არის
- მაშინებენ სულელი აქტივისტები, რომლებიც სამომავლო გამორჩენის მიზნით დადიან ბრენდირებული მაისურებით
- მაშინებენ უკვე გამორჩენილი ზომბები, რომლებიც გააფთრებული ანთხევენ აგრესიას
- მაშინებენ ფემინისტები, რადგან ვფიქრობ რომ ორგაზმს ვერ აღწევენ
- მაშინებენ უმცირესობის ფანატი მცველები
- მაშინებენ ზოგადად მცველები ... და ფანატებიც მაშინებენ
- მაშინებს "რუსის ჯარი" "აქვე ყურისძირას"
- მაშინებს ეს პოსტიც, რადგან პირი მოვაღე და ათას სისულელეს ვამბობ
- მაშინებთ თქვენ, რადგან ვგრძნობ რომ მეტწილად მეთანხმებით
და ერთადერთი ვინც ვერ მაშინებს, ჩემი თავია - რადგან დაღლილს და მორალურად გაცვეთილს სრულიად დაუკარგავს ნიჭი, საერთოდ ვინმე შეაშინოს.
ნუ მაშინებ !
ReplyDelete