Saturday, July 7, 2012

Template

მე შენს ფეხებზე ვხურდები
ხელით - ტერფიდან ბაყვამდე
ჯიბეში ლიფტის ხურდები
მიყრია შემდეგ ნახვამდე

წელზე გასმული ხაზები
გიკბენ მოჭიმულ სხეულზე
შენი ორგაზმის ფაზები
ჩემ ცალხაზიან რვეულზე

შენი ტუჩები კამკამა
ყელი კოცნისგან ნამული
გატოკებს კბენა მუცელთან
ენა და მერე მამული

მე შენს ფეხებზე ვხურდები
ხელით - ტერფიდან ბაყვამდე
ჯიბეში ლიფტის ხურდები
მიყრია შემდეგ ნახვამდე

2 comments:

  1. ოფ რა არის ეს "ბაყვამდე" :/ საშინელი სიტყვაა. "თეძომდე" ან რამე მასეთით შეასწორე :///////

    ReplyDelete
  2. @კნუტი
    მძაფრია...ბაყვი...და გემრიელია :)

    ReplyDelete