ღმერთო გადატვირთე ეს სამყარო
(c) პროგრამისტი
დამიპყარი
არ დამინდო
ცოტა მაგრად... თმებში
მე ვიქნები რისივერი
შენ კი ჩემი თეფში
სწორედ ამიტომ აშენებდა ის ტაძრებს, არემონტებდა სკოლებს, აფინანსებდა მთავრობას და მრავალი სხვა - რადგან ვინ თუ არა მას უნდა სცოდნოდა რომ "არა არს დაფარული, რომელიც არა განცხადდეს", აღარაფერი რომ არ ვთქვათ ძველ სიბრძნეზე "რასაცა გასცემ შენიაო" - რომლის ცოდნაც, მართალია "მჭადის სახელივით დავწიყების" შემდეგ, მაგრამ მაინც დაადასტურა საზეპიროების მოყვარულმა პოლიტიკოსმა.
მსგავს მსჯელობას მე დემაგოგიას ვუწოდებ ხოლმე, რადგან მოცემული "შეთქმულების თეორია" ეფუძნება მხოლოდ ერთადერთ არგუმენტს - სხვანაირად ივანიშვილი კარგი ტიპი გამოდის, ე.ი. წინასწარ იცოდა (10 წლის წინ) რისი გაკეთებაც უნდოდა და მთელი ეს "ქველმოქმედებაც" წლების წინ დაწყებული წინასაარჩევნო კამპანიის ნანწილიაო.
ასეც რომ იყოს, აფერუმ მის სტრატეგიულ ხედვას, მაგრამ ერთი ვერ გამიგია - სხვა წინააღმდეგობრივ აფსურდებს თავი რომ გავანებოთ, ასეთმა ჭკვიანმა და შეძლებულმა, ის როგორ ვერ მოიფიქრა, რომ ჯერ დაეყენებია მთელს საქართველოში პარაბოლური თეფშები (მთელი 10 წელი ქონდა ამისთვის) და შემდეგეგ მშვიდად და აუღელვებლად გადასულიყო თავისი მრავალწლიანი პიესის ფინალურ ნაწილზე?
მოკლედ, როგორც არ უნდა იყოს, საჯაროდ მე ყოველთვის ვცდილობ მომეწონოს ან გავაკრიტიკო არა კონკრეტული სუბიექტი - არამედ მისი კონკრეტული ქმედება. ვინაიდან მოგეხსენებათ, "ხატად ღვთისად" შექმნილებს, მრავალ უცნაურობასთან ერთად, ერთი განსაკუთრებული თვისება გვაქვს - ჩვენ სრულიად დამოუკიდებლები ვართ. შესაბამისად სხვადასხვა დროს, სხვადასხვა ადგილას, ნებსით თუ უნებლიედ გვძალუძს ჩავიდინოთ კარგიც და ცუდიც - ამიტომაც ვფიქრობ რომ კონკრეტული მოვლენის ანალიზი უფრო მნიშვნელოვანი უნდა იყოს, ვიდრე ცალკეული სუბიექტების (პრეზიდენტებიც და მილიარდელრებიც კი დადიან ტუალეტში!).
ბოლო დროს მომხდარ ამბებს შორის კი ერთი მაწუხებს განსაკუთრებით - ხელისუფლებას პანიკურად ეშინია ინფორმაციის თავისუფალი გავრცელების.
წარმოიდგინეთ, რომ ძლიერთა ამა ქვეყნისათა, გადაეწყვიტათ (როგორც არაერთხელ მომხდარა კაცობრიობის ისტორიაში) იმ წიგნების განადგურება, რომლებიც მათვის მიუღებელ შინაარს შეიცავდა.
დღეს განა რაიმე განსხვავებული ხდება? საქმე სწორედაც რომ ინფორმაციის გავრცელებას შეეხება, რომელიც სხვათა შორის არ არის მხოლოდ მაესტრო და მეცხრე არხი (ჯადოსნური თეფშები იჭერს დისქავერს, ნეიშენალ ჯეოგრაფიკს, თრეველს, ბი-ბი-სი-ს და სხვა უამრავ საინტერესო არხს. არაფერი, უბრალოდ გამახსენდა რომ რუსული, "первый канал" -ის შემხედვარემ ვისწავლე თავის დროზე).
ჩემთვის მოცემულ ეტაპზე ნაკლებმნიშვნელოვანია ინფორმაცია რომელიც გავრცელდება იქნება პროსახელისუფლებო, ოპოზიციური თუ დაბალანსებული. პირადად მე კრიტიკულად მნიშვნელოვანი მგონია, ალტერნატივის არსებობა. მომავალი თაობა, რომელიც ჩვენი ქვეყნის საშენი მასალაა, ნამდვილად არ უნდა იზრდებოდეს, აყვავებული საქართველოს "ლამაზი კლიპებით" გაფორმებული სადიდებელი ჰიმნებისა და ყელმოღერებული საინფორმაციოების წამყვანების შემხედვარე. არანაკლებ მნიშვნელოვანია პოლიტიკური დებატების არსებობა - რადგან პირადად მე მახსოვს, როგორ ვუყურებდი მოცემულ დებატებს, ვცდილობდი გამერჩია მტყუანი და მართალი. ვაკეთებდი სწორ და არასწორ დასკვნებს, ვეჩვეოდი პოლიტიკურ ანალიზს, პოლიტიკურ კულტურას (რომელიც ასე ძალიან გვაკლია ქართველებს).
და მაინც, რისი ეშინია ასე პრეზიდენტს?
პრეზიდენტს იმ ერთადერთი მექანიზმის დარღვევის ეშინია, რომელზეც რეალურად დგას დღეისათვის მისი ძალაუფლება. ჩვენმა ახალგაზრდა ლიდერმა ხომ დასაწყისშივე იგემა, "გამარჯვებული ხალხის ტელევიზიის" ყოვლისშემძლე ძალა. ის, ხომ იმთავითვე აეწყო ტელეკამერებისკენ მიმართულ პოლიტიკაზე და ენერგიულად შეუდგა ფასადების ღებვას?
პრეზიდენტს იმ ერთადერთი მექანიზმის დარღვევის ეშინია, რომელზეც რეალურად დგას დღეისათვის მისი ძალაუფლება. ჩვენმა ახალგაზრდა ლიდერმა ხომ დასაწყისშივე იგემა, "გამარჯვებული ხალხის ტელევიზიის" ყოვლისშემძლე ძალა. ის, ხომ იმთავითვე აეწყო ტელეკამერებისკენ მიმართულ პოლიტიკაზე და ენერგიულად შეუდგა ფასადების ღებვას?
დიახ, მას ყველაზე მძაფრად აქვს განცდილი (და გამოცდილიც) რას ნიშნავს მასმედია. ამიტომაც, ყველაზე მეტად უფრთხის ინფორმაციის მასიური გავრცელების საშუალებებს. უფრთხის თეფშებს. უფრთხის რადიოებს რეკლამაგადაკრულ ავტობუსებში, რომელბიც სულაც აღარ არიან ყვითლები. უფრთხის რადგან მოცემულ მოედანზე ბრძოლა აღარ შეუძლია, აღარ გამოსდის...
აღარ გამოსდის რადგან, მოშიებულ და დაუპურებელ ხალხხს, ის ისევ ხმელ სანახააობას სთავაზობს... სანახაობას, რომელსაც ხალხი კარგახანია აღარ ჭამს.
No comments:
Post a Comment