Thursday, July 8, 2010

FaceBook

ფილმში გამოყენებული პერსონაჟები და ფაქტები არის გამოგონილი და სიმართლეს არ შეესაბამება :)

დღეს რატომღაც ისე მოხდა რომ სამსახურში დროზე ადრე მივედი. ჩავრთე კომპიუტერი და მსწრაფლ "პირწიგნაკის" გვერდზე გავეშურე.

მმმმ.... თოთხმეტი წითლად ანთებული რიცხვი საიტის ზედა კუთხეში. ხელები დავიკაპიწე (მოკლე მკლავიანი მეცვა მაგრამ მაინც დავიკაპიწე) და მოვემზადე, რომ ჩემი სამასორმოცდაცხრა მეგობრის სამასზე მეტი ფოტო, ლინკი, ვიდეო თუ სტატუსი გადამეკითხ–მეთვალიერ–მექლიქ–მეყურებინა.

"ავად ვარ" – გაასტატუსა სოფომ. ლიკას, ეკას, დავითს და ოთხ "აზერს" ეს ძალიან მოეწონა.

უიჰ, ეკას ფოტოზე დავუთაგივარ სადაც პატარა და საყვარელი ფერადი მულტფილმის პერსონაჟებია. უბრალოდ ვერ მივხვდი რატომ ფერია და რატომ ცისფერ ფრთებიანი.

ქალბატონ ნანას ტრაქტორი შეუძენია ფერმისთვის. მესიამოვნა. ისე ვნერვიულობდი რომ ბამბის მოსავლის აღებას ვერ მოასწრებდა.

"აქვს თუ არა ლაშას დიდი ძუძუები" – კი, არა, არ ვიცი – გამოაჭენა ვიზუალურად გაფორმებული გამოკითხვა ჩემს ვოლზე ძველმა მეგობარმა – აკაკიმ. უნებლიედ დავხედე მკერდს. თითქოსდა ყველაფერი წესრიგშია, მაგრამ ცოტა დიეტა არ მაწყენდა გავიფიქრე გულში.

სხეულის რომელი ნაწილი ხარ - გულმოდგინედ შეუვსია ტესტი ლევანს. ცხვირი?! კიდე უფრო და ალბათ საბოლოოდ დავკარგე ტესტების რწმენა და იმედი.

"უნიტაზი გაგვიტყდა :( " – ეს რა მოსვლია ლიაკოს. მეწყინა. თან წინა სტატუსებიდან მახსოვს, გვერდით მეზობლებს ეჩხუბა. ხოდა იაროს ეხლა ქვედა მეზობელთან ტუალეტში.

გავიღვიძე - ჰილარი კლინტონის ვიზიტის ფონზე, ფრიად მნიშვნელოვანი ინფორმაცია მოგვაწოდა იამ.


ამასობაში მღვრიე ადგილებში "ფაცერივით" დატოვებული კომენტარები თავის საქმეს აკეთებს და საიტის ზედა მარჯვენა კუთხეში წითელი რიცხვები გეომეტრიული თუ არა არითმეტიკული პროგრესიით ნამდვილად მატულობს.

წავედი რამე არ გამომეპაროს.

5 comments:

  1. კარგი იყო ნამდვილად!
    ისე, ეს "პირწიგნაკის" სტატუსები და ვირტუალური ნაცნობ-მეგობრობა ცოტა საფრთხეს ხომ არ უქმნის ვერბალურ კომუნიკაციას?
    აი, ქუჩაში რომ გხვდება ფეისბუქელი მეგობარი და რეალობაში რომ არ იცნობ, ეგაა კიდევ მაგარი და ამ დროს ყველაფერი რომ იცი ერთმანეთის :)

    P.S. Are u still Banking? :)

    ReplyDelete
  2. უი, სულ დამავიწყდა...არა აღარ ვარ ბანკირი....ეხლა ვფიქრობ რა მივაწერო მანდ :)

    ReplyDelete
  3. :D აუცილებლად დავდებ ამას ფეისბუქზე ;) :)) მაგარია

    ReplyDelete
  4. კარგი იყო ნამდვილად!
    ისე, ეს "პირწიგნაკის" სტატუსები და ვირტუალური ნაცნობ-მეგობრობა ცოტა საფრთხეს ხომ არ უქმნის ვერბალურ კომუნიკაციას?
    აი, ქუჩაში რომ გხვდება ფეისბუქელი მეგობარი და რეალობაში რომ არ იცნობ, ეგაა კიდევ მაგარი და ამ დროს ყველაფერი რომ იცი ერთმანეთის :)

    P.S. Are u still Banking? :)

    ReplyDelete
  5. უი, სულ დამავიწყდა...არა აღარ ვარ ბანკირი....ეხლა ვფიქრობ რა მივაწერო მანდ :)

    ReplyDelete