Friday, July 16, 2010

ერთხელ უნიტაზზე

დედაჩემი პროფესიით ბიბლიოთეკარია, მამაჩემი ინჟინერი იყო, მაგრამ კითხვა ისე უყვარდა ბავშვობიდან, რომ როდესაც უშლიდნენ - ვერ ადგები ხვალ და სკოლაში დაიგვიანებო - ჩუმად კითხულობდა თურმე საბნის ქვეშ ფანრის შუქზე.

ბუნება შვილებზე ისვენებსო და ალბათ შემთხვევითი სულაც არ იყო, რომ წიგნების კითხვა რატომღაც არ მიყვარდა. ეს ფაქტი დედაჩემის და მამაჩემის ქრონიკული წუხილის მიზეზი იყო. ისე როდის უნდა მომესწრო წიგნების კითხვა მაშინ, როცა დილით "სკრუჯ მაკ დაკი" და "სპასაწელი სპიშატ ნა პომოშ"-ის ზედიზედ ორი სერია უნდა მენახა, შუადღეს ცეკვაზე წავსულიყავი, შემდეგ - ჭადრაკზე და საღამოს მხედრიონელების გახსნილ "კიოკუშინკაის" საბრძოლო სკოლაში მევარჯიშა?

ჩემი ოთახის დიდი კედელი თაროებს ეკავა. დედაჩემი ბიბლიოთეკარი იყო-მეთქი ვახსენე და, რა თქმა უნდა, როგორც ჭეშმარიტ ბიბლიოთეკარს, წიგნები საოცრად ჰქონდა ორგანიზებული. პროზა ცალკე, პოეზია ცალკე, ენციკლოპედიები ცალკე, სხვადასხვა სერიული გამოცემა ერთად იყო ჩაწიკწიკებული.

მთელი ბავშვობა ამ თაროებს ვუყურებდი და ზეპირად ვიცოდი არამარტო ის, რომელ მწერალს რომელი ნაწარმოებები ეკუთვნუდა, არამედ ისიც კი - რა ფერის იყო წიგნის ყდა და მისი მოცულობა. მიუხედავად იმისა, რომ წაკითხული არცერთი არ მქონდა, როცა საუბარი ბოდლერზე ჩამოვარდებოდა, თავისუფლად შემეძლო, ჩავრთულიყავი და მეთქვა, რომ ხორხე ლუის ბორხესის "ნანგრევთა წრეში" არანაკლებ კარგად იკითხებოდა, ვიდრე უილიამ ფოლკნერის "სული რომ ამომდიოდა" ან გამომეცხადებინა, რომ დუ ფუს პოეზია უფრო უფრო მომწონს ვიდრე რაბიდრანათ თაგორის.

მახსოვს, ნავსი მეექვსე კლასში გავტეხე. კი არ გავტეხე და გამატეხინეს - თუ არ წავიკითხავდი, საკმაოდ სერიოზული სანქციები იყო მოსალოდნელი (კონკრეტულად არ მახსოვს, რითი მიპირებდნენ დასჯას, თუმცა ის კარგად მახსოვს, რომ "თუ წაიკითხავ, დასაჩუქრდები" - იდეით მანამდე ერთხელაც ვერ შემაცდინეს).

დედაჩემმა კარგახანს უყურა კედელზე გადაჭიმულ თაროებს და ყველაზე სქელტანიანი წიგნი გადმოიღო. "ტომ სოიერის თავგადასავალი" ეწერა წიგნს.

- აი ეს წიგნი ნამდვილად დაგაინტერესებს - დამაიმედა დედაჩემმა და წიგნი სასოებით გადმომცა იმ იმედით, რომ ერთი ამოსუნთქვით წავიკითხავდი. მე კიდე იმ ასაკში ვიყავი, ეროტიული კარტის "ტუზი გული", "ცხრიანი ყვავა" და ვიღაცის ქორწილის კასეტაზე გადაწერილი გერმანული პორნოგრაფია ნანახი რომ მქონდა და სულაც არ მხიბლავდა პატარა "ოხუნჯი ტომის" თავგადასავალი (მითუმეტეს, რომ ზუსტად იმ დროს გადიოდა ОРТ-ზე "охотники за привидениями"-ს მერე)...

ოღონდ ეგ არა და რაც გინდა ის იყოს - ვუთხარი სასოწარკვეთილი ხმით დედაჩემს. ბიბლიოთეკარის ინსტიქტმა მაინც დამინდო. - კარგი, შეგირჩევ ოღონდ აღარ გამოვცვლით - ბოლო შანსი მომცა დედამ. მომდევნო წიგნი, რომელიც დედაჩემმა თაროდან გადმოიღო, იმდენად თხელი იყო, რომ დროზე ადრე გამიხარდა. "ლურსმანას თავგადასავალი" - ეწერა თხელყდიან წიგნს. ყდაზე უხარისხოდ შესრულებული რობოტის ილუსტრაცია ასევე უხარისხოდ იყო დაბეჭდილი. რობოტი, რომელსაც უთოებისგან გაკეთებული ფეხის ტერფები და "ჟოლუბისგან" გაკეთებული ხელები ჰქონდა, არც ისე დამაჯერებლად გამოიყურებოდა, როგროც სკრუდჯ მაკდაკის "Уткоробот Гизмо", მაგრამ რა გაეწყობოდა - კითხვა დავიწყე.

ვფიქრობ, "ლურსმანას თავგადასავლის" შემდეგ არც ისე ბევრი შეჰმატებია ჩემს აქტივს, თუ არ გავითვალისწინებთ ალაგ-ალაგ ტუალეტში წაკითხულ ყვითელ პრესას, მაგრამ ამასწინათ ჩემს ცხოვრებაში გასაოცარი ამბავი მოხდა.

უნიტაზზე გემრიელად მოკალათებულმა, თვალი რამდენიმე ჟურნალის ქვეშ მოქცეულ წიგნს მოვკარი - "თხუთმეტი საუკეთესო თანამედროვე ქართული მოთხრობა" ამოვიკითხე "ლურსმანას თავგადასავალზე" ოდნავ ხარისხიანად დაბეჭდილ ყდაზე.

ორი კვირის წინანდელ ბრინჯის თუ ერთი კვირის წინანდელ მწვადისა და ქაბაბის დიეტას კუჭი ისე გადაეკეტა, რომ თხუთმეტივე მოთხრობის წაკითხვა მოვასწარი.

თხუთმეტი მოთხრობიდან თოთხმეტში ნახსენები იყო სიტყვა "ფალოსი" (სიმორცხვის დედა ვატირე, თორე ამ სიტყვის გაცილებით ეკონომიური ვერსია ჰქონდა ყველა ავტორს გამოყენებული.), რვა მათგანში დეტალურად იყო საუბარი იმაზე, თუ როგორ გამოიყურება ავტორის ამდგარი ფალოსი (აი ისევ. სიმორცხვეს რა ვუთხარი, თორე "ყლე" რა, რთული დასაწერია?), ხუთ ავტორს სიღრმისეულად ქონდა ჩაშლილი არატრადიციული სექსუალური მიმართულებები და მათთან დაკავშირებული ვარიაციები, ხოლო სამ მათგანში საკმაოდ მძაფრად იყო გადმოცემული "მომჩვარული" ფალოსისა და ერექციის არქონის განცდის ანატომია.

"თხუთმეტი საუკეთესო თანამედროვე ქართული მოთხრობა", "საუკეთესო", "ქართული", "თანამედროვე" - სიტყვები ლოტოტრონში მოქცეული ბურთებივით მიხტოდა თავში.

სად წავიდნენ "მე, ბებია, ილიკო და ილარიონი"... ნეტა სად არის "კაცი, რომელიც იცინის" ან "კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა"? რას შვრება ახლა პატარა ტომი? ნეტა თუ იპოვეს მამა "კაპიტან გრანტის შვილებმა"? რას მიხვდა ჰოლმსი, ვოთსონი და მე ასე რომ დაგვაინტრიგა?

ნეტა ვის რაში აინტერესებს, როგორ გამოიყურება მისი გაბამბალებული თუ აბრიგინებული ფალოსი? ნეტა ვის აინტერესებს რას ვკითხულობ მე ტუალეტში? რა არის ეს? - პოპულარობის მოპოვების იოლი გზა თუ ეპოქის ძახილი და თანამედროვეობის ნაწერში ასახვა?

ამ შეკითხვებით გართული ვიჯექი უნიტაზზე და ვუყურებდი "თხუთმეტ საუკეთესო ქართულ მოთხრობას", რომელიც თითქმის დაცლილი რუსული ტუალეტის ქაღალდის ფონზე საკმაოდ კონკურენტუნარიანად გამოიყურებოდა.

ბოლოჯერ მაგრად გავიჭინთე და გაბრაზებულმა ჩავილაპარაკე - "არ რა... არ უნდა დამეწყო წიგნების კითხვა.

14 comments:

  1. ოოო, რამდენჯერმე დავწერე და წავშალე :)))

    მოკლედ, კიდევ ერთხელ - ბღავო :) ;)


    მ.
    :))))

    ReplyDelete
  2. Kargi iyo! ise, mag krebulis shemtdgenelis...simorcxves ra vutxari, torem xo vityodi bolomde ras imsaxurebs :)))

    ReplyDelete
  3. მაესტრობამდე სულ ცოტა მიკლია. ეს "ბრაო მაესტრო" რაიმე კალკია ნეტა, ბლოგ-კომენტების? :)

    ReplyDelete
  4. ლაშიკო, პირველი ეს შემხვდა შენს ბლოგზე და მომეწონა. როგორც კოკო იტყოდა ტყუილი არ მიყვარს.:)მეც რაღაც მაგ სტილში ბავშობა მქონდა . ოღონდ ტომ სოიერი წავიკითხე და მომეწონა ძალიან. მერე ჯენ ეირი და სულ გადავირიე. სკურჯ მაკდაკი კიდე კვირაობით იკო 6 საათზე! ბიძია თომას ქოხი იყო ჩემი ცხოვრების ტანჯვა! ბებიაჩემი სულ წიგნების მირჩევდა და ვკითხულობდი სულ. მეც გადავშალე 15 საუკეთესო მოთხობა რამდენიმე ხნის წინ.რავი ხალხი წვალობს რაღაცას წერს. თუმცა ისტორიები აღარ არის ან ჩვენ აღარ ვიცით ისტორიები. :)

    ReplyDelete
  5. rom vkitxulobdi kitxva damebada- tualetshi mosakmebis afishireba aucilebeli iyotko? magram shenve gaeci pasuxi, tu tualetze da adamianis organinizmis mier gadamushavebul da garet gamotanil sibinzureze ar moaxdine apelireba ver iknebi mdgradi ganvitarebis ministri da aramarto...

    ReplyDelete
  6. ვიგუდები სიცილით (რა მაცინებს რა!), არ მინდა ოჯახი გავაღვიძო :D
    სასწრაფოდ ვუზიარებ სხვებს :D

    ReplyDelete
  7. არ უნდა დაგეწყო! დიდებული აზრია. მაგრამ, სცადე და მისდიე მაგ აზრს. აბა, სცადე. :)

    ReplyDelete
  8. როგორ მაინტერესბს ეგ 15 მოთხრობა :))))))
    ОРТ-ზე "охотники за привидениями"-ს მერე ამბავი მეც მახსოვს :)))))
    მაგრამ ტომ ტომ მანამდე მქონდა წაკითხული.
    ხო მე ბებია მყავს ბიბლიოთეკარი და მეც ზეპირად ვიცოდი ავტორები და ნაწარმოებები :))))
    აუ რა მე მე ავიტეხე :))
    კარგი პოსტია !!!!!

    ReplyDelete
  9. უიმე, შენ ჯერ სადა ხარ, ლაშა... წინ დიდი სიურპრიზები გელის, როცა აღმოაჩენ, რომ მომჩვარულ/ამდგარ და ათასგვარ სხვადასხვანაირ ფალოსზე იმდენ მწერალს აქვს დაწერილი იმდენი აღიარებული და "დაჟე" კლასიკადმიჩნეული წიგნი და საქართველოდან უსაშველოდ შორს, თანაც... მოკლედ, მისალოცად გაქვს საქმე.

    ReplyDelete
  10. shenma mshoblebma, sachiro adgilas moatavses motxrobata krebuli... : ))

    ReplyDelete
  11. ოოო, რამდენჯერმე დავწერე და წავშალე :)))

    მოკლედ, კიდევ ერთხელ - ბღავო :) ;)


    მ.
    :))))

    ReplyDelete
  12. მაესტრობამდე სულ ცოტა მიკლია. ეს "ბრაო მაესტრო" რაიმე კალკია ნეტა, ბლოგ-კომენტების? :)

    ReplyDelete
  13. უიმე, შენ ჯერ სადა ხარ, ლაშა... წინ დიდი სიურპრიზები გელის, როცა აღმოაჩენ, რომ მომჩვარულ/ამდგარ და ათასგვარ სხვადასხვანაირ ფალოსზე იმდენ მწერალს აქვს დაწერილი იმდენი აღიარებული და "დაჟე" კლასიკადმიჩნეული წიგნი და საქართველოდან უსაშველოდ შორს, თანაც... მოკლედ, მისალოცად გაქვს საქმე.

    ReplyDelete