Wednesday, July 14, 2010

ხიშტი მინუს ორასი

ნიკო ნერგაძემ ფეისბუქზე საკმაოდ უწყინარი შეკითხვა, პროვოკაციული Background-ით დასვა "პროფილი, პროფილიო და ნანუკას შოუ უარესია. არა?"

ნიკოს სტატუსებს კომენტარები არასოდეს არ აკლია და რათქმაუნდა ამჯერადაც ატყდა ჟრიამული. ერთსულოვანი იდილია ასათიანის კომენტარმა დაარღვია (ოღონდ მაიას არა).

"...da mainc,ratom akvs xalxs amxela agresia?ratom ARASDROS ARAPERI mogvwons??"

და უცებ ჩემი ტვინის ნეირონულ ბადეში უცნაური კომბინაციით გამახსენდა, რომ ბლოგზე ოდესღაც განყოფილება დავამატე სადაც მხოლოდ ის შეკითხვები უნდა დამესვა რომელიც ძილის წინ მაწუხებს ხოლმე.

გამოგიტყდებით და ამ შეკითხვამ შემაწუხა თან ძილსაც ვაპირებდი ამიტომაც Google Chrome-ის ფავორიტების პანელზე გამოტანილ, ჩემივე ბლოგის მალსახმობს მივაწკაპუნე და წერას შევუდექი.

რატომ არ მოგვწონს სიონის წინ, ყავისფერ მტკვარზე გადაჭიმული თავისუფლების ხიდი, რომელიც სულ რამდენიმე ასეული ათასი დოლარი დაჯდა და ხალხმა მოფერებით "ოლვეის ულტრა" შეარქვა (კაცმა რო თქვას მე "ღამის ოლვეისს დამატებითი ფრთებით" შევარქმევდი)?

რატომ არ მოგვწონს გმირთა მოედანზე ასევე აღმართული პირველი არხის ლოგო, რომელიც გაცილეფით ეფექტურად ასოცირდება მამაკაცურ საწყისებთან ვიდრე ეიფელის კოშკი? (სხვათაშორის ეს დიზაინი თურმე გერმანიიდან ჩამოუყვანია მერიას. პროფესორს ყავდა თურმე. დილით მაღაზიამდე მიდიოდა და მერე სახლში. სულ უხმარია)

რატომ არ მოგვწონს პრეზიდენტის სასახლეზე დადგმული შუშის კვერცხი?

რატომ არ მოგვწონს პრეზიდენტის სასახლეშივე დადგმული გაპრიალებული ალუმინი, რომელიც ზოგიერთს დეკორაციული ძეგლი გონია და სინამდვილეში ასტროლოგიური კალენდარია, რომლის გრძელი წვერი პოლარულ ხოლო ავლაბრისკენ რომარის გაშვერილი, კასიოპიის თანავარსკვლავედზეა გასწორებული?


რატომ არ მოგვწონს ბოლოს და ბოლოს პატრიოტული სულისკვეთებით გაჯერებული კლიპები საპატრულო პოლიციაზე, რომელიც გვაჩვენებს რომ პატრულიც (ისე "ძაღლი" კარგახანია გადავიდა ხმარებიდან რაც ძალიან მახარებს) ადამიანია, ყავს შვილები და ცოლი რომელიც ყოველ საღამოს პერმოლით ურეცხავს, ხოლო მეორე დილით უუთოებს პერანგს რათა ის სუფთა მაისურით არეგულირებდეს მოძრაობას მუხლამდე წყალში?

რატომ მოგვწონს შიშველი ანრი ჯოხაძის ჯგუფური სექსისგან გაცვეთილი და ნავში მისვენებული ფალოსი მაგრამ არ მოგვწონს მისი გადაღებული კლიპი - "ტანიასაც შე@#$@#ლევით, შეველევით გალიას, ოღონდ ვნახო ბედნიერი ჩვენი მიწა წყალია" კი არა და "რა კარგი იყო ბარნალა"....მმმ...არც ეს (ძილის წინ წერას უ ნდა გადავეჩვიო)... ა ჰო.... "ავდარია თუ დარია ჩვენ არ გვინდა ვანია"?

და ქრისტი იმედაძე იმედის დილის გადაცემაში?

და თავად იმედი?

და გლამურული თიკო სადუნიშვილი?

და გამურული თიკო სადუნიშვილი?

და ბიჭოლას სპეციალური პეროების კოლექცია "Special for Sharden 2010"?

და ქოთნის ლობიო?


რატომ არ მოგწონს ხალხო რატომ? რით ვერ მოვიგე თქვენი გული? რამ გაგაბოროტათ ასე? რატომ არცხვენთ ზეზვას და მზიას ევროპულ წარმომავლობას? რატომ არ გინდათ გაიგოთ რომ "ლეკვი ლომისა სწორია ძუ იყოს თუნდაც ხვადია"? რატომ არ გჯერათ რომ "Durex Ultra" ყველაზე ხარისხიანია რაც დღესდღეისობით საქართველოში შემოაქვთ? რატომ?.. რატომ?...

ნუთუ ყველაფერი ასეთი უიმედოა? ნუთუ ხიშტი ისევ მინუს ორასია? ნუთუ "ყოფნა არ ყოფნა - საკითხავი აი ეს არის"?

2 comments:

  1. :დ

    ანრი ჯოხაძესთან წერია რატომ მოგვწონსო და უნდა ეწეროს რატომ არ მოგწონს თუ ანრი უნდა მოგვწონდეს?
    კი არადა
    სიმღერის ტექსტი არის ასეთი

    "არ მაშინებს ვოვაა თუ ვანია რადგან უფრო მეტიც ამიტანია."
    ჰოდა ჩემი აზრით სასაცილო როდესაც ამას მღერის ვიღაც 16 წლის ღლაპი.

    ვინმე ომში გამობრძმედილ - დაბერებული ამორძალი რომ მღეროდეს კიდე დავხუჭავდი თვალს

    ReplyDelete
  2. ბრავო, მაესტრო!!

    ReplyDelete