Wednesday, July 28, 2010

ჩარჩო

სულ რამდენიმე კვირა გავიდა რაც კერძო სამსახურიდან წამოვედი და კერძო ბიზნესს მივყავი ხელი.

გარდა იმისა, როგორც ყველა შპს-ს სს-ს თუ სხვა იურიდიულ პირს მეც სტანდარტულად მომიხდა უნებლიე ურთიერთობა სხვადასხვა დაწესებულებებთან, პირველი ბიზნეს პარტნიორებიც სახელმწიფო სამსახურები აღმოჩნდნე.

თუ უბრალო ადამიანი ხარ (შემდგომში შემსრულებელი), რომელსაც რომელიღაც სამინისტრომ (შემდგომში დამკვეთი) რაღაც დაგიკვეთა და ამიში ფული უნდა აიღო, ყველაფერი წესრიგში არის.

მაგრამ თუ ადამიანი ხარ, რომელიც საქართველოში ცხოვრობ (შემდეგომში მოქალაქე-პატრიოტი) და გინდა რომ შენ არა მხოლოდ იცხოვრო ამ ქვეყანაში, არამედ გინდა, რომ სხეული (ქვეყანა) რომელშიც შენ ერთი რიგითი უჯრედი ხარ, ძლიერი და ჯანმრთელი ორგანიზმი იყოს, მაშინ თვალში მხოლოდ კონტრაქტით განსაზღვრული თანხა კი არა, ბევრი სხვა უბედურება მოგხვდება.

შევეცდები დეტალურად არ აღვწერო სასაცილოდ ურთიერთ გამომრიცხავი ფაქტები და მოთხოვნები, რომელსაც სახელმწიფო დაწესებულებებთან ურთიერთობისას წავაწყდი (ხო არ დავწვრილმანდებით - ბოლობოლო დეტალებში ეშმაკები იმალეობაო და ფუი ჩემგან...) შევეცდები ZoomOut-ი გავაკეთო (ნეტა ისე მარტივი იყოს ყველაფერი როგორც Photoshop-ში) და მთელს ეკრანზე გავშალო არსებული კაბალური სიტუაცია.

თავი #1 - ძველი საბჭოდა მანქანა

პირველი რაც თვალში მომხვდა ეს არის გადმონაშთები. ძველთაძველი გადმონაშთები, რომელიც ხელშეუხებელია, რომელიც წმინდაა, რომელიც სამყაროსთან ერთად შეიქმნა და ოდესღაც ძველ საბჭოთა საბეჭდ მანქანაზე დაიწერა.

თუმცა არა.ეს ეხლა გავბრაზდი განსაკუთრებით თორე მსგავსი პრობლემა ადრეც დამიფიქსირებია (სანამ ბანკიდან წამოვიდოდი).

მახსოვს ერთერთ უწყებას ვთავაზობდი, ხალხი რიგებში რატომ უნდა ატაროთ, ამ ვყელაფერს ონლაინ რეჟიმში გავაკეთებთ, ინტერნეტ ბანკით, მობილ ბანკით, ტელეფონით, ფულის მიმღები აპარატებით, ხალხი გადაიხდის და გაუთავებელი რიგებიც აღარ იქნებათქო. სხვათაშორის სიცხისგან ოფლში გაღვრილი და რიგში მდგომი ხალხი კარგად მოჩანდა შეხვედრების ოთახის გამჭვირვალე კარიდან. უბრალოდ ის კი იყო რომ სუნი ვერ შემოდიოდა - ალბათ ამიტომაც არ აუწხებდა ეს ფაქტი ძლიერთ ამა ქვეყნისა. შეთავაზება იდეალური იყო, მაგრამ პასუხმა დამშოკა: რომელიღაც, კანონის, რომელიღაც პრიმა ქვე პუნქტიც მესამე აბზაცზე წერია, რომ "საქმის წარმოებაში ბეჭდიანი ფურცელი უნდა ჩაიდოს" (WTF- თვალწინ დაობებული საქაღალდე დიდი წარწერით "Дело №" - წარმომიდგა). პიჯაკებს, სავიზიტო ბარათებზე (რომლებსაც ფეხბურთელებივით ვცვლით ხოლმე, ოღონდ მატჩის წინ) დაწერილ პოზიციებსა და გამოხედვას ერთიანად რომ შევხედე, მათი ძლევამოსილება ვირწმუნე და ვკითხე "...და იქნებ მიმართოთ პარლამენტს, ან შესაბამის უწყებას და შევიდეს ცვლილება ამ კანონში". პასუხი წინასწარაც კარგად ვიცოდი - იცით მოდი ასე დავიწყოთ და მერე ვნახოთ.


თავი #2 - ოფიციალური წერილი

სამინსტრო - დიზაინს რამდენ ხანში გააკეთებ?
მე - 20 დღე მჭირდება
სამინისტრო - 20 ბევრია. 14.
მე- კარგი თოთხმეტი. (დავუკელი ვადა, ღამის 2 საათზე დაძინების ხარჯზე)

14 რიცხვს კვირა დღე "მოუწია". ორშაბათს, 15-ში დიზაინი ჩაიბარეს.

სამინისტრო - უნდა დაგაჯარიმოთ.
მე - რატომ?
სამინისტრო - მიღება ჩაბარების ვადა 14 იყო და შენ გადააცილე.
მე - კი მაგრამ 14-ში მე მზად მქონდა. ეს თქვენ არ მუშაობდით 14-ში.
სამინისტრო - მაშინ პარასკევს უნდა მოგეტანა.
მე - კი მაგრამ კონტრაქტში, რომელიც ჩვენ დავდეთ იქ ამის შესახებ არაფერი იყო ნათქვამი.
სამინისტრო - იქ არა მაგრამ "საქართველოს კანონის შესყიდვების შესახებ ბლა ბლა მუხლის ასორმოცდა მეათე პუნქტის შესაბამისად, უნდა დაგაჯარიმოთ 7 ლარით...
მე - კარგით. ჯანდაბას. სად გადავიხადო?
სამინისტრო - ჩვენ მოგმართავთ ოფიციალური წერილით. თქვენ დაგვიდასტურებთ ოფიციალური წერილით, რომ მართლა გადააცილეთ ვადას და დაჯარიმდით. შემდეგ ჩვენ გაცნობებთ ოფიციალური წერილით რომელ სახაზინო კოდზე უნდა გადარიცხოთ თანხა და რა მოცულობით.

(ვატყობ ზუმაუტი არც ისე გამომდის.... რაღაც მარილი დააკდებოდა ეს რო არ მომეყოლა)


თავი #3 - კროჯები.

არ გაინტერესებთ ასეთი სიზუსტიდ და სიდინჯით რატომ იცავენ ოდესღაც ძველ საბჭოთა მანქანაზე დაბეჭდილ წესებს? კროჯები - ყველაფერი მათი ბრალია.

- ბატონო ელდარ, იქნებ არსებოს რაიმე გზა, რომ ოფიციალურ წერილებს ავცდეთ?
- და მერე კროჯები?

კროჯები ეს ჩემი მოგონილია. თორე ისე სამინისტროში მათ მაკონტროლებლებს ეძახიან. წარმოვიდგინე რომელიღაც სათვალიანი კროჯი, როგორ უმოწმებს ბატონ ელდარს ჩემთან გაფორმებულ მიღება ჩაბარების აქტს და ახსენებს, რომელიღაც კანონის, რომელიღაც ქვე პუნქტს, არ აღებულ 7 ლარიან ჯარიმას და მას სამსახურიდან აგდებს. შემეცოდა ბატონი ელდარი :(

კროჯი, ეს ისეთი არსებაა, რომელსაც ყველაფერი შეგიძლია დააბრალო. კონტრაქტში ჩადებული რაიმე კაბალური პირობა, ორიგინალურად გამოწერილი ჯარიმა და ა.შ. და სამინისტროც ხალხიც ასე იქცევა. არარსებული კროჯების შიშით 3 ოფიციალურ წერილს აფორმებენ რომ საქართველოს ხაზინა 7 ლარით შეავსონ.


თავი #3 - ლომები

მე - რას გინდათ გამოხატავდეს თქვენი ლოგო
სამინისტრო - იცით, ჩვენ გვინდა რომ ეს იყოს თანამედროვე ლოგო. არ გავდეს სხვა სამინისტროებს. იყოს განსაკუთრებული. ასოცირდებოდეს სიახლესთან, ნოვაციებთან.

კონტრაქტით გათვალსიწინენბული 14 დღის შემდეგ

- ლოგოს რომელი ვარიანტი მოგეწონათ?
- იცით არცერთი. იქნებ ხელახლა გვეცადა. აი ძალიან მომწონს "კდემამოსილების" სამინისტროს ლოგო.
გამოწოდებულ ფრუცელს დავხედე. თეთრ A4-ის შუაგულს, ფერად პრინტერზე ამობეჭდილი საოცრება ამშვენებდა. ტრადიციული ფარის ირგვლივ ორი ფაფარაყრილი ლომი და ირგვლივ ტრადიციული საპანაშვიდე ვენოკში მოთავსებული წარწერა "კდემამოსილების სამინისტრო" - ჰერალდიკის შედევრი.

მე - არაჩვეულებრივია. ოღონდ ეს გერბი უფროა - ვთქვი მორიდებით.
სამინისტრო - გვესმის. მაგრამ ასეთი გვინდა. (ოქროს თევზები არ გინდა?)

ასეთ დროს ყოველთვის აკტაფ მორენიეს სიტყვები მახსენდება ფილმიდან "99 ფრანკი" - "კბილის ექიმთან რომ მიდიხარ, არასოდეს არ ეუბნები კბილი ასე გამიბურღე და პლომბი აქ დამადეო. შენ მას უბრალოდ ენდობი. ჩვენთანაც იგივეა. ჩვენ ვიცით ჩვენი საქმე და უნდა გვენდო... ეხლა თქვენ უკვე იცით რატომ უყურებთ ასეთ იდიოტურ რეკლამებს"... ფილმის ამ ფრაგმდენტს როდესაც მოვიგონებ, შემდეგ აუცილებლად რომელიმე სარეცხი საშუალების რეკლამა მაგონდება და ა.შ. სანამ ფიქრებში წასულს სამინისტრო არ გამომაფხიზლებს

სამინისტრო - შეძლებთ?
მე - დიახ...ლომები...რათქმაუნდა... რა ბრძანეთ?


თავი #3 - მინდა.

ლომები უბალოდ სურვილია. სურვილია გქონდეს რაღაც ისეთი, რაც უკვე სხვას აქვს. რომელიც პრეზიდენტმა პრეზიდენტულად შეაქო (პრეზიდენტული შექება ფარული, მისტიური - რიტუალია. ამას ჩვენ, ჩვეულებრივი მოკვდავები ანუ მოქალაქეები ვერ ვხვდებით. მისი აღქმა მხოლოდ "სამინისტროს" სამეფოს მცხოვრებთ შეუძლიათ)

მაგრამ არის კიდევ ერთი - მინდა. ეს მინდა - "ოჯახი ხრამია, იყოს რაში გამოგვადგება ვინ იცის" სახელით სათაურდება.

კდემამოსილების სამინისტრო - საიტზე მინდა იყოს ფორუმი
მე - იცით, მერწმუნეთ ფორუმი საკმაოდ რთული სამართავია, პროექტს თანხობრივად და ვადებში ზრდის. ვფიქრობ, რომ არავინ შემოვა "კდემამოსილების საიტის" ფორუმზე სასაუბროდ.
კდემამოსილების სამინისტრო - გასაგებია, მაგრამ მოდით მაინც იყოს ფორუმი.

თავი #3 ქვეპუნქტი #1 - E-Diotoba

ჩვენ ხო თანამედროვე სამინისტრო ვართ. ჩვენს პრეზიდენტს ხომ უყვარს ყველაფერი ახალი, თანამედროვე და შუშის. რა უნდა ქონდეს თანამედროვე სამინისტროს? რაღათქმაუნდა მას უნდა ქონდეს ელექტრუნული.... ელექტრონული.... რა?... და რა მნიშვნელობააქვს რა? მთავარია ელექტრონული იყოს...

E-Learning, E-Auction, E-Declaration, E-Fucking, E-Sucking ...

და იქმნება უამრავი E-Diotoba. რა მნიშვნელობააქვს როგორი, რა ხარისხის. რამდენად მოსახერხებელი? მთავარი არის რომ E... მთავარი არის რომ თანამედროვე. მთავარი არის რომ ფასადი შეღებილია.

მე ის ადამიანი ვარ, ჩემი ნება რომ იყოს E-toilet-ითაც ვისარგებლებდი რომ არსებობდეს, მაგრამ მთავარია სახელმწიფოს ფული, რომელიც ჩემი 7 ლარიანი ჯარიმით შეივსო გონივრულად და ხარისხიანად იხარჯებოდეს. ხარისხს კი პროფესიონალიზმი ქმნის. ჩვენს სამინისტროებს კი ყველა E სიკეთესთან ერთად, ერთადერთი ცენტრალიზებული სისტემა გააჩნია - U-ნიჭობა.

მცირე დაფიქრების შედეგად მივხვდი, რომ ყველა პრობლემა, რომელმაც ღამაღიზიანა, ნერვები მომიშალა და ნეირონული ბადე ნაფლეთებად მიქცია ერთ დიდ პრობლემამდე დაიყვანებოდა. პრობლემამდე სახელად - ჩარჩო.

დრო არ არის, ვინმემ კი არ "გაამაგროს" გრელანდია და გადაღებოს ეს ჩარჩოები, არამედ ადგეს და დაამსხვრიოს, დალეწოს, დახერხოს და დააფორმატოს ისინი? მათ ადგილას კი ახალი დაკიდოს ან თუნდაც სულაც ჩარჩოს გარეშე დატოვოს რაღაცეები.

ასე ვერ ააშენებთ 21 საუკუნის თანამედროვე სახელმწიფოს ბატონო პრეზიდენტო, იმიტომ რომ თქვენს სამინისტროებში ლამინირებული კედლების უკან ძველი საბჭოთა ნესტიანი ДСП - ყარს.

21 comments:

  1. ვაიმე...
    მე კიდევ E-life მინდა თორემ რეალობაში სული ამომდის ვგონებ და იქნებ იქ მაინც მეშველოს რამე საშუალება არსებობდეს სიცოცხლისუნარიანობის აღსადგენად

    ReplyDelete
  2. p.s. ჩარჩოს გარღვევის სავარჯიშო გაგიკეთებია?

    ReplyDelete
  3. chemi lektori ambobda da exla gamaxsenda: Zalian, usastikesad ar unda mogcondes, agresias unda icvevdes, rom shen moindomo da shecavlo, sxva shemtxvevashi ubralod gaakritireb, ityvi sxvarig uketesi iknebodao da cvlilebebistvis realur nabijs ar gadadgam, sainteresoa xalxis masa romel etapzea ДСП -s sunma sheacuxa tu butaforiuli simalazit tkbeba?

    chanaceri udavod favoritebshi moxvedras imsaxurebs!

    ReplyDelete
  4. კარგი პოსტია :)
    ვაშეარებ ”სადაც საჭიროა”

    ReplyDelete
  5. Zalian kargi postia. samcuxaro da mcare realobaa.

    dges sakartveloshi komunizmis uamravi nihsania:
    1. saxelmcifos sakmeebi gegmiuri da trafaretulia.
    2. ideologia simbolikis shekmnasa da ngrevashi formirdeba (Zeglebis ngreva, samaxsovro pedestalebis ageba);
    3. xelovnurad ikmneba gareuli da shinauri mtris xati, xalxs xelovnurad unergaven nihilizms. gemovneba ekvemdebareba cenzuras da patriotizmis tetsts. mashin deep purplis mosmena iyo desidentobis cinapiroba, exla albaT alegrovasi.
    4. kvelaferi prokuraturashi ckdeba, sasamarTlo mxolod konstantirebis funqciit aris datvirtuli;
    5. koneba kvlavindeburad konfiskacias ekvemdebareba , ogond amas dges saproceso shetanxmeba kvia;
    6. gvkavs beladi da ramodenime ruxi kardinali;

    Tumca arsebobs sxvaobebic, rac imaze metkvelebs, rom dges komunizmze uaresi mdgomareobaa:

    1. komunistebi rasac ambobdnen imas aketebdnen mainc. chven standartebi ki ormagia, vachenebt demokratias, magram vemegobrebiT irans da belorusias;
    2. komunisturi ekonomika iyo daregulirebuli, chveni ki psevdo - libertalianistuli da junglebis msgavsia;
    3. komunistebs ar hqondat kerZo sakuTreba da shesabamisad igi arc ilaxeboda;
    4. komunistur passports ecera, rom mis mflobels sabchota kavshiri icavda, rac martali iko.

    ise kvelaferi kargadaa.....

    ReplyDelete
  6. xoda gavaanalizod :)))

    msjelobas da analizs anonymousoba cin ver gadaegobeba :)

    ReplyDelete
  7. anonimuss savsebit vetanxmebi da erts kidev davamatebdi, rom chven xom zangebi ara vart :)))

    ReplyDelete
  8. fsevdomania xavsivit moedo saxlemwifo strukturebs. magalitisatvis tundac kalbatoni ekonomikis ministris gancxadebaa, romlis mixedvitac saministroshi aravin dainishneba natesauri da megobruli nishnit da kvelaferi mxolod gamchvirvale konkursis pirobebshi ganxorcieldeba. gamchvirvale shushis ukan ki iseti pokusebi sruldeba, rom albad devid koperfildsac ki sheshurdeboda. konkretul pirovnebata saxelta dasaxelebisagan garkveuli mizezebis gamo tavs shevikaveb, magram chveni komkavshiris tavmjdomarisa ar ikos nebismier msurvels sheudzlia ixilos saitze ganxorcielebuli sakadro cvlilebebi da advilad mivxvdebit, rom sascauli shesadzlebelia, vinaidan nateli xdeba, rom uvicobidan departamentis ufrosobamde chvens saxelmcifo strukturebshi mxolod erti nabijia

    ReplyDelete
  9. bolo komentars mivxvdi, magram avtors vurchev daazustos, kvelam sheizleba ar icis, misha anu chveni prezidenti "zangebs" vis edzaxis

    ReplyDelete
  10. :D
    ვაიმე, როგორ მეცნო შენი გასაჭირი :D
    ცოტა გადაჭარბებულია, მაგრამ გადაჭარბების გარეშე ეფექტი არ ექნებოდა ;)

    ReplyDelete
  11. პეტრე:
    ჩინოვნიკებს შეიძლება ურჩევნიათ უფრო მარტივად საქმის წარმოება, მაგრამ მერე მიშამ ხალხი როგორ დაიჭიროს და საპროცესო გარიგებებით ბიუჯეტი როგორღა შეავსოს?

    ReplyDelete
  12. :) შენც მოგაბეზრეს არა თავი? :)

    ReplyDelete
  13. არა, ხატია არ მომაბეზრეს...მინდა რომ ჩემი ქვეყანა უფრო კარგი იყოს... თორე 3 ოფიციალურ წერილს გავუძლებ როგორმე და 7 ლარს შეველევი :)

    ReplyDelete
  14. ლაშარელა, როგორც გაბრაზეულ ბიზმესმენს (ბანკირს), შეგიძლია პოლიტიკაში წახვიდე. და იქნებ გადეპუტატდე კიდეც :*

    ReplyDelete
  15. ძალიან მომეწონა
    საინტერესო იყო და წერის სტილი მომეწონა განსაკუთრებულად :)

    ReplyDelete
  16. კარგია. ამბავი ცნობადია, თან ძალიან. იმიტომ რომ რეალობაა ეგეთი და არც არაფერია გადაჭარბებული. მე მიმუშავია ასეთ ცისფერ მთებში. და ახლაც მაქს შეხება. ამ ტექსტში ყველაზე მეტად ის მომწონს, თუ როგორ არის დაწერილი. წერის ნიჭიო ამბობენ და ეს ეგ შემთხვევაა.

    ReplyDelete
  17. :) შენც მოგაბეზრეს არა თავი? :)

    ReplyDelete
  18. ძალიან მომეწონა
    საინტერესო იყო და წერის სტილი მომეწონა განსაკუთრებულად :)

    ReplyDelete
  19. http://www.myvideo.ge/?video_id=1768317 "კრეატიული და შთამბეჭდავი წინსვლა თანამედროვე ტექნოლოგიური სასწაული"- ლორდთა პალატაში სწრაფი მომსახურების რეფორმებზე... რა იციან, ამ ლორდებმა, გამოვარდებიან და ... ;)

    ReplyDelete
  20. თუმცა მთავარი არსია, არსი და არა ფასადი! :)))))

    ReplyDelete
  21. ოხ, ეს ლოერდები რა... :)

    ReplyDelete