Wednesday, July 21, 2010

შენ

შენი მიფენილი პლისე და ბიგუტები
ნეტა მართლა იცი რისთვის იბუტები?

ფრთხილად გადასმული ბრონზე მანიკური
ზემოთ გახვრეტილი მხოლოდ ცალი ყური

თვალის ჩრდილები და თვალის გელი
გემორჩილები და აღარ გელი

ხილის შამპუნი და ფრანგული მუსი
თეთრი ბიუსჰალტერი და ტანგა ტრუსი

ერთ დროს საყვარელი ტანის ლოსიონი
ფრთხილი გაღიმება, ასე ოციოდე

შენი მიფენილი პლისე და ბიგუტები
ნეტა მართლა იცი რისთვის იბუტები?

3 comments:

  1. კაი იყო... :)
    აი, მე ზოგჯერ მართლა არ ვიცი, რისთვის ვიბუტები ხოლმე :)
    გაოცებული ვარ რა, ქალის ფსიქოლოგიაში და რამე-რუმეებში ასე რომ ერკვევი ;)

    ReplyDelete
  2. ქალის ფსიქოლოგიაში და ქალის ბიგუტებში? :)

    ცხოვრებამ მოიტანა... :D

    ReplyDelete
  3. ქალის ფსიქოლოგიაში და ქალის ბიგუტებში? :)

    ცხოვრებამ მოიტანა... :D

    ReplyDelete