ვიგონებ სკოლის
დასაკეც მერხებს
ათას წარწერას
ყავისფერ დაფას
რამეს ბებია თუ მომიხერხებს
თორე მაჭმევენ ცხელ მანის ფაფას
ვიგონებ ასფალტზე
გახეხილ მუხლებს
ბაღის ზეიმზე
შენს ცისფერ კაბას
ვხედავ რომ ჩემს ლეკვს
მზე თვალებს უხელს
მეზობელი კი კრუხს
თოკზე აბავს
ვუყურებ კვამლში გახვეულ ჭადრებს
წინა ეზოში, ვაშლების ნარგავს
რასაც ვიგონებ და მოვიგონებ
გული მწყდება, რომ ერთმანეთს არ გავს
მიუხედავად იმისა, რომ "აბამს" და არა "აბავს", მაინც გადასარევი ლექსია :)
ReplyDelete