Monday, January 11, 2010

გაბუტული პატრიBotი

მეც მინდა რამე რაციონალური
ანუ რაციონში რაც იყო მაშინ
მეც მინდა დროშა ნაციონალური
ანუ სენდვიჩი და ქაში

მეც მინდა სექსი მქონდეს ბუჩქებში
ტარიც კი მაქვს და ლულაც
მეც მინდა პრეზიდენტის ვიყო მეკარე
და მან მომიგოს ქულა

მეც ვიცი ჩვენი ჰიმნი ზეპირად
სხვა სიმღერები კითხვით
მეც მაქვს წითელი ვარდებით მაიკა
ოცდამესამე რიცხვით

2 comments:

  1. აი დღეს რომ წავიკითხე, გავმხიარულდი... ოღონდ მართლა... საიდან მოიფიქრებ ხოლმე რა...:) თუმცა მე აი ის 101-ე ლექსი მინდა რომ დაწერო და რომ დაწერ კი ვიცი, მაგრამ როდის?:)
    შორეული ლექსის ეშხი მოვა, მაგრამ როდის?:)
    101-ე ლექსიც ალბათ მხოლოდ ერთხელ მოდის..:)
    ვიცი, მიხვდი, ვინც ვარ, მაგრამ მაინც დავწერ ბოლოში, როგორც ყოველთვის... თ. თ.

    ReplyDelete
  2. აი დღეს რომ წავიკითხე, გავმხიარულდი... ოღონდ მართლა... საიდან მოიფიქრებ ხოლმე რა...:) თუმცა მე აი ის 101-ე ლექსი მინდა რომ დაწერო და რომ დაწერ კი ვიცი, მაგრამ როდის?:)
    შორეული ლექსის ეშხი მოვა, მაგრამ როდის?:)
    101-ე ლექსიც ალბათ მხოლოდ ერთხელ მოდის..:)
    ვიცი, მიხვდი, ვინც ვარ, მაგრამ მაინც დავწერ ბოლოში, როგორც ყოველთვის... თ. თ.

    ReplyDelete