უცებ მომინდა ბლოგს ახალი განწყოფილება დავამატო.
გიფიქრიათ იმაზე, რომ ზოგიერთი ნივთი მთელი ცხოვრება თქვენს გვერდით არის? ზოგჯერ ვერც კი ამჩნევთ. ან ერთ დღესაც შეხედავთ და სულ სხვა კუთხით დაინახავთ.
დაკვირვებიხართ როგორ ცვლის უბრალო ნივთები ჩვენს ცხოვრებას? თუნდაც ლამბაქი რომელზეც ბავშვობიდან სვამდით ჩაის, კოვზი რომლის ტარზეც დატანილი რელიეფი ისეთივე ბუნებრივი და ნაცნობია როგორც საკუთარი სახის ნაკვთები? კედელზე ჩამოკიდებული ძველთაძველი საათი. რამდენჯერ გაგიხედავთ მისკენ?
მე ვფიქრობ სიყვარული წვრილმანებისგან შედგება. წამებისგან, ფრაგმენტებისგან, ნაწყვეტებისგან. მაგრამ საიდუმლო ის არის, რომ თითეული ნაწილი უძვირფასესია, შეუცვლელია და განუმეორებელი. შეუძლებელია სადმე იყო და რაიმე დეტალმა შენთვის ძვირფასი ფრაგმენტი არ მოგაგონოს. ამიტომაც ხდება რომ ყველაფერი ირგვლივ გაგონებს მოზაიკას, რომელიც უამრავი წამისგან, ფრაგმენტისგან, ნაწყვეტისგან და მოგონებისგან შედგება და რომელსაც სიყვარული ქვია.
No comments:
Post a Comment