Monday, January 11, 2010

ჩემი სამშობლო

მწვანე მთებიდან დაიწყებს დილას
და გაუყვება ველებს ალაზნის
მრავალჟამიერს ისე მოჰყვება
მდინარესაც კი წასვლას არ აცლის

მერე დაწურავს ქორფა რქაწითელს
დაილოცება, შესვამს ფიალას
დალოცავ ღვთისგან კურთხეულ მიწას
დალოცავს თავის წყალს და იალაღს

მოეკიდება მერე ბახუსი
ახსენებს შოთას, ვაჟას, ილიას...
მერე მოსისხლე მტერსაც დალოცავს
იტყვის - "ისიც ხომ ღმერთის შვილია"

სუფრის მიწურულს დღეც დასრულდება
და ღამეც ზეცას შემოსავს შავად
ის მოიგონებს შვილებს დაკარგულს
ერთერთი ახლა გამხდარა ავად...

გაივლის თვე და დღე და ოცნებაც
მაგრამ ის მაინც სასმისს შეავსებს
წარსულითაც თუ ვერ გაოცდება
მტერს ღვინის სმაში მაინც შეარცხვენს

...

რახან დალევით ფანტავს კაეშანს
რა გაეწყობა ასე რაკია...
ჩემი სამშობლო ლოთი არ არის!
ჩემი სამშობლო ბასიაკია!!!

4 comments:

  1. :)))))))))))))))))))) &&&&&&

    ReplyDelete
  2. არ მევასება რა ეს ურა-პატრიოტული მოტივები :)))))) &&

    ReplyDelete
  3. chemi samshobloo bradziagaaaa ...laash....)))

    ReplyDelete
  4. არა, არ არის ეს ურა - პატრიოტიზმი... :) საინტერესო ლექსია ....:) თ. თ.

    ReplyDelete